1976 წლის 4 ივლისს, ფილადელფიაში მეორე ცკონსტიტუციური კონგრესის მიერ მიღებული იქნა ისტორიული დოკუმენტი, ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაცია. ეს დღე   ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა.

ოზურგეთის ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირში შევხდით PEACE. CORPS-ის ყოფილ მოხალისეს, აივაზის უნივერსიტეტის პროფესორს  ელის პიზის,  რომელმაც ამ დღის მნიშვნელობაზე და სხვა საინტერესო თემებზე გვესაუბრა:

_კოლორადოს შტატიდან ვარ. ჩემი მშობლები იქ 65 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. შემდეგ ჩემი სამუშაოდან გამომდინარე საცხოვრისის შეცვლა მომიწია. აივაზის უნივერსიტეტში პოლიტიკურ მეცნიერებათა ლექტორი ვარ.

_როგორ აღმოჩნდით 2005 წელს საქართველოში.

_მოხალისედ მემუშავა უცხოეთში ძალიან მინდოდა. 2005  მივმართე PEACE. CORPS-ს. მაშინ მოხალისეობის მსუველმა ახლანდელთან განსხვავებით არ იცოდა, რომ მსოფლიოს რომელ ქვეყანაში მოხვდებოდა. ძალიან გამიმართლა, საქართველოში მოვხდი, თქვენს ქალაქში საუკეთესო არასამთავრობო ორგანიზაციაში _ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირში, სადაც მე 2007 წლამდე ვიმუშავე. ვმონაწილეობდი პროექტებში, შეხვედრებში. ძალიან მომწონს აქაურობა და მეორედ ვესტუმრე ჩემს ძველ მეგობრებს.

_როგორია თქვენი ცხოვრების წესი, ურთიერთობები, სამოქალაქო აქტივობები…

_როცა კოლორადოში ვცხოვრობდი, ყველა მეზობელს ვიცნობდი და ვურთიერთობდი. ერთად აღვნიშნავდით დღესასწაულებს. ამას ისიც განაპირობებდა, რომ ჩემი მშობლები იქ დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ. ამჟამად უნივერსიტეტის საცხოვრებელში ვცხოვრობ. უნივერსიტეტში ძალიან დაკავებული ვარ..ბინაში მისულს კი სამეზობლო ურთიერთობისთვის ნაკლები დრო გრჩება. თუმცა ისე არ წარმოიდგინოთ, არ ვურთიერთობთ. როგორც თქვენთან, იქაც არის ამხანაგობები, რომლებიც ზრუნავენ, რომ საცხოვრებელ კორპუსში იყოს ბევრი  აქტივობები.  მაგალითად, ქალაქის ისტორიის დღე, შობა, ახალი წელი და ა.შ. მაგალითად, ახალი წლის წინა დღეებში ბინის სადარბაზოებში ფერად განათებებს აწყობენ და სასიამოვნო გარემოში გიწევს გავლა…

_რადგან დღესასწაულებზე ვსაუბრობთ, როგორ აღნიშნავთ თქვენს ეროვნულ დღესასწაულს _დამოუკიდებლობის დღეს?

_ეს დღე დასვენების დღეა ქვეყანაში და სხვა დღესასწაულების მსგავსად აღვნიშნავთ. ოჯახებით ერთად ვიკრიბებით…

_როგორ ასწავლით უნივესიტეტში სტუდენტებს მედიის მიმართ დამოკიდებულებას?

_უნივერსიტეტში ჩვენ სტუდენტებს ვუხსნით, როგორ განასხვაონ კარგი მედიასაშუალებები ცუდისაგან. ტარდება გარკვეული კვლევებიც. ადამიანთა ნაწილი ენდობა ან არ ენდობა კონკრეტულ მედიასაშუალებებს. მთავარია სტუდენტებმა სწორად შეაფასონ შემდეგ ასეთი კვლევების შედეგები…

ესაუბრა ნუგზარ ასათიანი

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 39
    რას ფიქრობენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ დეპუტატობის კანდიდატები.რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…
  • 39
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 37
    იმ ადამიანის მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ, უსამართლოდ გამოტანილ განაჩენს _დახვრეტას ჩამოხრჩობით რომ შეუცვლიან28 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…
  • 34
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 32
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…