ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი
ნოდარ დუმბაძის მესამე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპექტაკლი რეჟისორ გოჩა კაპანაძის მიერ ცხინვალის ივენე მაჩაბელის სახელობის პროფესიული თეატრის სცენაზე განხორცილებეული მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყო“ იყო. ფესტივალის ჟიურიმ „ჯაყოს“ როლის შემსრულებელი რამაზ ხომასურიძე ფესტივალის საუკეთესო მსახიობად აღიარა, ხოლო ხოლო საუკეთესო სცენოგრაფიისათვის კი _ ლომგულ მურუსიძე, ქეთევან ციციშვილი დაასახელა. მათ ფესტივალის ფულადი ჯილდოები გადაეცათ.
ნოდარ დუმბაძე – ამ პიროვნების ნაფიქრ-ნააზრევი უკიდეგანო სივრცეს მოიცავს. ის ჩასახლდა მწერლობაში, პოეზიაში, თეატრალურ თუ კინო სამყაროში, ჩვენს ყოფით ცხოვრებაში. ცალკე ფენომენია გურია და ნოდარ დუმბაძე, თემაც ამოუწურავი. მიტომაც არის სიმბოლური, ნოდარ დუმბაძის სახელობის, რიგით მესამე თეატრალური ფესტივალი გურიას სტუმრობდეს.
ოზურგეთს მიეცა შესაძლებლობა ფესტივალზე ემასპინძლა არაერთი თეატრისთვის, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ასევე სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებმაც წარმოადგინეს სასცენო ვარიანტები, ქართველი კლასიკოსების, თუ უცხოელი დრამატურგების შემოქმედებიდან. მათ შორის ბევრი, ახალი ხედვით გადმოცემული და დასანახი.
ერთ-ერთი პერსონაჟის სიტყვებიდან: – „ჩვენ თეატრში ვთამაშობთ. სცენაზე მოკლული მსახიობი, რამდენიმე წუთში დგება და მადლობას გიხდით გულშემატკივრობისთვის. მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ არ ვთამაშობთ და ყველაფერი სინამდვილეში ხდება. “ დიახ, ერთი საინტერესო ფრაგმენტია რეალური ყოფიდან, როცა ერთმანეთს უსმენს, შემოქმედებითი კოლექტივი და მაყურებელი.
მაყურებელთა ოვაციები და მოწონება ყველამ დაიმსახურა. ყველამ თავისი სილამაზე და შინაარსი შესძინა ფესტივალს, მაგრამ ამ შემთხვევაში, ცხინვალის თეატრზე შევაჩერებთ ყურადღებას. რომლებმაც მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“ წარმოადგინეს. ტკივილიანი თემა, არც ისე შორეული წარსულიდან მოდის და დღესაც არ კარგავს აქტუალობას. უფრო მძაფრია, უფრო მძიმე.
-„მადლობთ, რომ არსებობთ“, სპექტაკლის დასასრულების შემდეგ, ასე მიმართა თითქმის
საუკუნე ნახევარს მიღწეულ ცხინვალის თეატრის შემოქმედებით კოლექტივს, თავისი ტრადიციული გამოსვლისას, ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის დამფუძნებელმა ვასო ჩიგოგიძემ.
„მამული, ენა, სარწმუნოება“- მამულს მოსწყვიტეს, 1991 წლიდან დევნილებად აქციეს. დღემდე არ გააჩნიათ საკუთარი სცენა და, ასეთი რთული პირობების მიუხედავად, კარგად ინარჩუნებენ თვითმყობადობას, მაღალ პროფესიონალიზმს.
სპექტაკლის ინსენირების ავტორი და რეჟისორი გოჩა კაპანაძე; მხატვარი ლომგულ მურუსიძე, ქეთევან ციციშვილი; კომპოზიტორი/მუსიკალური გაფორმება- ალ. თედიაშვილი, დალი დოიჯაშვილი; მოქმედი პირნი და შემსრულებელნი – ჯაყო – რამაზ ხომასურიძე; მარგო – ლენა მახნიაშვილი; თეიმურაზი – დავით ველიჯანაშვილი; ახალგაზრდა მარგო – თინათინ კობალაძე; ნინა – დალი დოიჯაშვილი; ელისაბედი – თამარ გოგიძე; ქეთევანი – ანა ხურციძე; თელკლა – მადონა ტეხური; ივანე – ვაჟა ციცილოშვილი; ნინიკა – მამუკა პავლიაშვილი;
სპექტაკლი შემოდგომის ფონზე ვითარდება, თავადური გვარის უკანასკნელ, განათლებულ, მაგრამ უსუსურ შთამომავალს, თეიმურაზ ხევისთავს, გაუნათლებელი, მაგრამ ფიზიკურად ძლიერი მოძალადე, ჯაყო ჯივაშვილი უპირისპირდება. სცენაზე მდგარი თავადის ფიტული, კომუნისტური რეჟიმის მორევში იკარგება. ძველი დროების დროში ჩარჩენილ ბანოვანთა სამეულის პროტესტი უძლურია უკვე დამკვიდრებული ძალადობის წინააღმდეგ. კარგადაა გადმოცემული უცხოტომელთა ქურდული შემოპარვა თუ ძალადობით შემოსვლა. ქართული ქორეოგრაფიის უდიდესი წარმომადგენლის, ილიკო სუხიშვილის მიერ დადგმული „სიმდის“ ილეთებიც კი, დრო და დრო რომ გასდევს სპექტაკლს მსვლელობისას, ძალადობითაა გაჯერებული. „ეგრე ვიცის ჯაყომა“. იცის და როცა წინააღმდეგობა სუსტია, ეპატრონება კიდეც სხვის მიწა-წყალს, საკუთრებას, ოჯახს.
საინტერესოა ორი მარგოს სახე. ახალგაზრდა და ასაკოვანი. ერთობლიობაში, როცა ერთი მოქმედებას გამოხატავს, მეორე ემოციის გამომხატველია. ერთი, კონკრეტული მსხვერპლის სიმბოლოა, მეორე მსხვერპლთა სიმბოლო.
საოცარი განცდაა. ტახტრევანი, თავზე ღვთისმშობლის გამოსახულებით, უცხოტომელთა საჯიჯგნად და გასათელად განწირული.
შეურაცხყოფა ბოლომდე ვერ გახდა ასატანი. ჯაყოს ხიზანი, უსუსური თეიმურაზი მარცხდება და იქაურობას ეცლება, შეურაცხოფილი მარგო კი შურს იძიებს. ფრაზა „ეგრე ვიცის მარგომა“- და… მარგო მძინარე ჯაყოს კლავს. მაგრამ ამით არ მთავრდება ყველაფერი. ჯაყოს მემკვიდრე, რომელიც მალე დაიბადება, ძალადობის ახალი სახე გახდება. ეს დასაწყისშიც სიმბოლურად იყო გადმოცემული. უცხოელთა შემოსვლა ახალშობილთა აკვნებთან ერთად.
განახლებული, ევროპული სტანდარტების მქონე, ოზურგეთის თეატრი საუკეთესო საშუალებას აძლევს ყველა თეატრის შემოქმედებით კოლექტივს, სრულყოფილად გამოხატოს თავისი ემოციები, თუ სათქმელი. ყველა ჩვენება, სრული ანშლაგით მიმდინარეობდა. მაღალი დარჩა ემოციები სტუმართა მხრიდან, საუკეთესო გარემოსა და გულთბილი მასპინლობის გამო, და ოზურგეთელ მაყურებელთა ახალი შეხვედრების მოლოდინი.
მსგავსი სტატიები
- 100
„ცხოვრება ბედთან გადიქცა ბრძოლად, სულს კი მარადის სურს ციერება“ ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი. სცენა სადა დეკორაციებით, რომელიც სულის ფორიაქს გამოხატავს და... რომლის დაუოკებელი მდინარება ხან ზეცისკენ არის მიმართული, ხანაც დაბლა ეშვება ქვესკნელისკენ...? პოეტი შემოდის როლში, განა ყველა სულიერი არსი, ქმნილი უფლისგან, საკუთარი როლით არ ევლინება ამ ყოფიერ სინამდვილეს? თითქოს მაღალფარდოვნად ჟღერს…
- 100
დღეს, მუნიციპალური არჩევნების „ინტერნიუს საქართველოს“ მედიამონიტორინგის წინასწარი ანგარიშის ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა. ონლაინ პრეზენტაციის მონაწილეებს მიესალმნენ ანა ჩერნიშოვა, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილე; ევია კოტანი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილე. პრესა და რადიოში მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა პროექტის მენეჯერმა ეკა ბერიძემ_„ინტერნიუსი-საქართველო“. „ინტერნიუს…
- 100
დღეს, კურორტ ბახმაროში, დასუფთავების აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორი „ბახვი 1“ ჰესის პროექტის განმახორციელებელი კომპანია CCEH HYDRO VI იყო და მასში მონაწილეობდნენ აღნიშნული კომპანიის თანამშრომლები, ჰიდროელექტროსადგურის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს წევრები. ასევე კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN), სოციალური საწარმო „3D საამქრო“ და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.…
- 100
1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
- 100
დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდა. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ქეთი ხომერიკმა სიტყვა ითხოვა, ფუთიდან სათამაშო ტანკები და სხვა სამხედრო ატრიბუტიკა ამოიღო და ნაციონალ დეპუტატებს მიართვა. _ ეს მელია -კუდაგრძელიას, ეს შენ. თქვენ მხოლოდ ერთმანეთში ომი გეხერხებათ და ითამაშეთო _ მიმართა მჟავანაძეს ხომერიკმა. _აჯობებს…