ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასი, ისტორიული მნიშვნელობის მქონე ქალაქ ბრაგაში,TEATRO CIRCO- ს სცენაზე  მაყურებლის წინაშე სპექტაკლით ,,3+3“ წარსდგა.
სპექტაკლის დასრულების შემდეგ ბრაგის თეატრალური კომპანიის ხელმძღვანელმა რუი მადეირამ, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს – ვასილ ჩიგოგიძეს ფესტივალის სახელით სიმბოლური საჩუქარი გადასცა და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასი პორტუგალიაში ქალაქ ბრაგაში საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალ-გამოფენაზე ,,PATHS WITHOUT BORDERS იმყოფება.
საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი-გამოფენა ,,PATHS WITHOUT BORDERS” ორგანიზებული გახლავთ CTB-BRAGA თეატრალური კომპანიისა და ETA- ევრაზიის თეატრების ასოციაციის მიერ, რომელშიც მონაწილეობას იღებს ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი, თურქეთის, უკრაინის, პორტუგალიისა და იტალიის თეატრები
სპექტაკლი ,,3+3″ (მანანა დოიაშვილი, რეჟისორი ვანო ხუციშვილი) დედა-შვილის, დების, ახალგაზრდა შეყვარებული წყვილის, ცოლ-ქმრის ურთიერთობაზეა. იმის შესახებ, თუ როგორ უყვართ ახლო ადამიანებს ერთმანეთი და როგორ იქცევა ეს სიყვარული ეგოიზმად ბოროტებად და დანაშაულად
მონაწილეობენ: თამარ მდინარაძე, ციცი ბუცხრიკიძე, ნიკა ძნელაძე, შორენა გვეტაძე,ვახტანგ ჩხარტიშვილი.
მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 52
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 49
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 41
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 38
    იმ ადამიანის მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ, უსამართლოდ გამოტანილ განაჩენს _დახვრეტას ჩამოხრჩობით რომ შეუცვლიან28 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…
  • 37
    ოზურგეთის თეატრი გასტროლებზე პორტუგალიაში ორი სპექტაკლით მიემგზავრებაოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი - ვასილ ჩიგოგიძე, ევრაზიის თეატრებისა და ფესტივალების საერთაშორისო ასოციაციის (ETA) ეგიდით პორტუგალიაში იმყოფებოდა, სადაც ქალაქ ბრაგის თეატრის კომპანიასა და ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრს შორის მნიშვნელოვანი მემორანდუმი გაფორმდა. 2022 წლის ივნისის თვეში, პორტუგალიასა და ესპანეთში, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი ორი სპექტაკლით მიემგზავრება. ქალაქ ბრაგის თეატრის…