საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში, ნოდარ დუმბაძის სახელობის მესამე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიხსნა. მაყურებელმა თეატრის მცირე სცენაზე რეჟისორ ელენე მაცხონაშვილის მიერ დადგმული საავტორო სპექტაკლი „ცის-კარი“, ხოლო დიდ სცენაზე რეჟისორ რობერტ სტურუას სპექტაკლი ,,ვანო და ნიკო“ იხილა.
ფესტივალის გახსნასკულტურის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.
სპექტაკლი „ცის-კარი“ ნოდარ დუმბაძის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე მოგვითხრობს, ტექსტი ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებსა და ჩანაწერებზეა დაფუძნებული. თოჯინური და ცოცხალი პლანის სინთეზი სანახაობრივთან ერთად განსაკუთრებულად ემოციურს ხდის სპექტაკლს, ავტობიოგრაფიული ხაზი მაგიურ, სინამდვილის განცდას ჰქმნის. ტექსტის სიმცირე კი სპექტაკლს ყველა თაობის მაყურებლისთვის გასაგებს, შინაარსობრივად საინტერესოს და აღსაქმელად მარტივს ხდის. სპექტაკლში ოზურგეთის თეატრის მსახიობები მონაწილეობენ.
5-15 ივლისს ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი ნოდარ დუმბაძის სახელობის მესამე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს მასპინძლობს, რომელშიც მონაწილეობს სხვადასხვა ქვეყნის 8 თეატრი 9 სპექტაკლით, ხოლო 15 თეატრი დედაქალაქიდან და საქართველოს რეგიონებიდან 17 სპექტაკლით. აღსანიშნავია, რომ ფესტივალში მონაწილეობს ლვოვის მარია ზანკოვეცკას სახელობის ნაციონალური აკადემიური დრამატული თეატრი უკრაინიდან; ასევე დასები პორტუგალიიდან, თურქეთიდან, ყაზახეთიდან.
ხაზგასასმელია, რომ ფესტივალი ფონდ „ქართუს“ მიერ რეაბილიტირებულ ოზურგეთის თეატრში პირველად იმართება და საფესტივალო დღეებში ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებზე, ასევე ქართველი კლასიკოსი მწერლების შემოქმედებაზე შექმნილ 26 სპექტაკლს მაყურებელი თეატრის სამივე – დიდ, მცირე და ექსპერიმენტულ სცენაზე იხილავს.
წლევანდელი ფესტივალის სტუმრები არიან თეატრებისა და ფესტივალების საერთაშორისო ასოციაციის ETA დამფუძნებლები და ბორდის წევრები. ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება ასოციაციის კონგრესი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ოკუპირებული ხერსონის დრამატული თეატრის ხელმძღვანელი ოლექსანდრ კნიგა.
ფესტივალის ფარგლებში ასევე იმუშავებს პროფესიონალი თეატრის კრიტიკოსებით და თეატრის ექსპერტებით დაკომპლექტებული საერთაშორისო ჟიური, რომელიც 6 ნომინაციაში გამოავლენს გამარჯვებულებს, რომელთაც გადაეცემათ მთავარი პრიზი „ნოდარ დუმბაძის პრემია“.

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 67
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 65
    ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიმართება2022 წლის 5-15 ივლისს, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი ნოდარ დუმბაძის სახელობის მესამე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს, რომელშიც მონაწილეობას 8 უცხოეთის ქვეყანა 9 სპექტაკლით, ხოლო საქართველოდან 15 თეატრი 17 სპექტაკლით მიიღებს . XX საუკუნის ქართული მწერლობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მიზანი გახლავთ, ხელი შეუწყოს ქართული თანამედროვე…
  • 63
    ნოდარ დუმბაძის სახელობის მესამე საერთაშორისო ფესტივალი დასრულდაოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ნოდარ დუმბაძის სახელობის მესამე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი რეჟისორ ნიკოლოზ საბაშვილის საავტორო სპექტაკლით - “რესპუბლიკა გურია” დაიხურა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ფესტივალის განმავლობაში მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა დიდ, მცირე და…
  • 55
    ოზურგეთის თეატრის განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები   დღეს, ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი  ვასილ ჩიგოგიძემ  რადიოთეატრის სტუდიაში ჟურნალისტებს შეხვდა და თეატრის მიერ განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. _ ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა 153-ე სათეატრო სეზონი ახლადრეაბილიტირებულ შენობაში 2021 წლის 14 მაისს გახსნა. სეზონის გახსნამდე დასმა 6 პრემიერა მოამზადა. ოზურგეთის თეატრის ისტორიაში…
  • 53
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…