მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ოზურგეთის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრთან არსებული შემოქმედებითი სახელოსნო “Gurian ART” ყოველწლიურად ანხორციელებს პროექტს სახელწოდებით – „შემოქმედებითი მივლინება ოზურგეთში“. სახელოსნო წარმოადგენს დაზგური გრაფიკის მიმართულებებს: ოფორტი, მონოტიპია, ლინოგრავიურა.
დარგის განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით იწვევს პროფესიონალ გრაფიკოსებს, როგორც საქართველოდან, ასევე სხვა ქვეყნებიდან. ცენტრი უზრუნველყოფს, შემოქმედებითი თვითრეალიზაციისათვის, ყველა საჭირო პირობას (ტიპოგრაფიული საღებავები; ფოლგები და ფორმატებით; სასტუმრო და კვების ხარჯების ჩათვლით – 10 დღის განმავლობაში) .
გამოფენის პროცესში იქმნება ნახატების რეალიზაციის შესაძლებლობა. ამ წელს შემოსული თანხა, გვინდა მოვახმაროთ ოზურგეთის რაიონში მყოფ უკრაინელ ლტოლვილებს.
გამოფენის პრეზენტაციის შემდეგ, ნაწილი ნამუშევრებისა დარჩება ცენტრის ფონდში.
2022 წლის 9 ივლისიდან 18 ივლისის ჩათვლით ჩვენი ცენტრი ამჯერად იწვევს უკრაინელ მხატვრებს, რომლებსაც მიეცემათ საშუალება სახელოსნოს წევრებთან ერთად იმუშაონ აღნიშნული სპეციალობით.
18 ივლისს, გამოფენის ოფიციალურ პრეზენტაციაზე გვინდა მოვიპატიჟო ოზურგეთში მყოფი უკრაინელი ლტოლვილები და ერთად ოფიციალურად გავხსნათ ღონისძიება.
ჩვენს ქალაქში გვაქვს უკრაინისა და საქართველოს მეგობრობის ამსახველი ქანდაკება. ამ დღეს სიმბოლურად სკულპტურის წინ გადავიღებთ სამახსოვრო ფოტოებს, მოვახდენთ ფართო მასებისათვის ამ ღონისძიების გაცნობას.
შემოქმედებითი მივლინება ოზურგეთში – 2022 მონაწილეობენ :
1. ვახტანგ მეგრელიშვილი – თბილისი (პროექტის ხელმძღვანელი)
2. ლარისა პიშა – უკრაინა
3. ოქსანა სტრატიჩუკ – უკრაინა
4. ალექსანდრა ზალივაკო – უკრაინა
5. ალექსანდერ ხუდაკოვი – უკრაინა
6. ავთანდილ თავართქილაძე – ოზურგეთი
7. თამაზ დარჩია – ოზურგეთი
8. ეკატერინე ოსტროვსკა – ოზურგეთი
9. ლია მოლარიშვილი – ოზურგეთი
10. გია გვიჩია – ფოთი
ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს ავთანდილ თავართქილაძე.
მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 41
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 34
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
  • 33
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 32
    საართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნასაქართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა.  გთავაზობთ აღნიშნული განჩინების  ოქმს: „მიმდინარე წლის 11 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). 1.წმინდა სინოდის…