2022 წლის 19 ივლისს, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე ბახვისწყალზე, ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე დაგეგმილი „ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის პირობების ცვლილების სკოპინგის დასკვნა გამოაქვეყნა.„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ თანახმად, სკოპინგის წარმატებულად გავლის შემდეგ ხდება გზშ-ს ეტაპზე გადასვა, რომლის დროსაც კომპანია ვალდებულია გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში მოამზადოს, რისთვისაც საჭიროა მთელი რიგი კვლევების წარმოება და საჯარო განხილვისთვის მზადება.

„მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო ეტაპზე გადავიდა ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის პროექტი. სრულიად მზად ვართ გზშ-ს ეტაპისთვის. მდინარე ბახვისწყლის ხეობა მოგეხსენებათ, ჩვენთვის უცხო არაა. ფართომასშტაბიანი კვლევები ვაწარმოეთ ჯერ კიდევ შარშან, ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის სამშენებლო პერიმეტრის შესწავლისას. დიდად დაგვეხმარება მიღებული ცოდნა და გამოცდილება. ერთიანი სტანდარტით ვაგრძელებთ მუშაობას. აქაც, ისევე როგორც სხვა პროექტებში მაღალკვალიფიციური პროფესიონალები არიან დასაქმებული ასევე, ჩართულნი არიან საერთაშორისო დონის ექსპერტები როგორც გარემოსდაცვითი და სოციალური პროგრამირების კომპონენტში, ასევე სამშენებლო – ტექნიკურ ნაწილში. ვფიქრობ, დროულად ჩავაბარებთ გარემოს ეროვნულ სააგენტოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს და შევხვდებით მთისპირის მოსახლეობას საჯარო განხილვაზე“ _ განაცხადა მიხეილ ნიბლაძემ, „ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის“ პროექტის ხელმძღვანელმა.

„ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის პირობების ცვლილების სკოპინგის ანგარიში სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს ჩაბარდა 2022 წლის 2 ივნისს და ოფიციალური გვერდზე გასაჯაროვდა 2022 წლის 6 ივნისს. სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა 2022 წლის 22 ივნისს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი მთისპირის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში ჩატარდა.გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნა კი გამოქვეყნდა  2022 წლის 19 ივლისს.

გთხოვთ, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული განცხადება იხილოთ შემდეგ ბმულზე:https://nea.gov.ge/Ge/GZSH/435

მსგავსი სტატიები

  • 74
     „ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის პირობების ცვლილების სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა მთისპირში ჩატარდამდინარე ბახვისწყალზე, ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე დაგეგმილი „ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის პირობების ცვლილების სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა,  2022 წლის 22 ივნისს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში ჩატარდა. საჯარო განხილვის ორგანიზატორი სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოა. „ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის პირობების ცვლილების სკოპინგის ანგარიში საჯარო განხილვაზე სააგენტოს…
  • 64
    ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პირობების ცვლილების სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვაგაცნობებთ, რომ მდინარე ბახვისწყალზე, ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე დაგეგმილი ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პირობების ცვლილების სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით  2022 წლის 22 ივნისს გაიმართება. თარიღი, დრო და ადგილმდებარეობა ასე განისაზღვრა: 2022 წლის 22 ივნისი 12:00 საათი - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. მთისპირის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა…
  • 60
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 56
    022 წლის 20ოქტომბერს, კომპანია ბახვი ჰესმაოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე ბახვისწყალზე, ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე დაგეგმილი ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარადგინა. კომპანია საჯარო განხილვისთვის მზადების ეტაპზე გადავიდა.„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ თანახმად, გზშ-ს ეტაპზე საჯარო განხილვა ტარდება საპროექტო ტერიტორიასთან ყველაზე ახლოს მდებარე სოფელში. განხილვაში მონაწილეობას კი ადგილობრივი მაცხოვრებლები და…
  • 53
    ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის მრჩეველთა საბჭოს სამუშაო შეხვედრა2022 წლის 16 მარტს, ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის ოზურგეთის ოფისში (მ. კოსტავას 25, ოზურგეთი) პროექტის მენეჯმენტისა და გარემოს დაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო, ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის გარემოზე ზემოქმედების შეფასების საჯარო განხილვების შეჯამება, რომელიც თებერვალში ჩოხატაურში, სოფელ ჩხაკაურაში, ოზურგეთსა და სოფელ მთისპირში გაიმართა საქართველოს გარემოს…

არ გამოტოვოთ