რეგიონალური საჭადრაკო ტურნირი, რომელიც ცნობილი ოზურგეთელი მოჭადრაკის, თორნიკე ხვედელიძის სახელს ატარებს, წელს მეცხრედ გაიმართა . თორნიკე ავტოავარიის შედეგად 2013 წელს, 29 წლის ასაკში დაიღუპა.იგი იყო გურიის პირველი ოზურგეთელი ჩემპიონი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 3-გზის გამარჯვებული. სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში, წარმატებით გამოდიოდა რესპუბლიკური და საერთაშორისო მნიშვნელობის საჭადრაკო ტურნირებში, ოლიმპიადებსა და ფესტივალებში,რომლებშიც მრავალჯერ ყოფილა გამარჯვებული , თუ პრიზიორი. იყო საქარველოს ნაკრების წევრი ევროპის პირველობაზე და ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე. 2006 წლიდან ეწეოდა წარმატებულ ბიზნეს საქმიანობას. ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა, თ.ხვედელიძის პიროვნული ღირსებებისა და საზოგადოებრივი თხოვნის გათვალისწინებით, მისი სახელი მიანიჭა ქალაქის ერთერთ ქუჩას.
პირველი სამი წელი, მემორიალური ტურნირი, უშუალო თორნიკეს მეგობრების და მისი თაობის მოჭადრაკეების მონაწილეობით ტარდებოდა, მაგრამ ბოლო რამდენიმე წელია იგი, აქტიურ ჭადრაკში( რაპიდი, 25 წთ პარტიაზე) რეგიონალური საჭადრაკო ტურნირის სტატუსით ტარდება და მისდამი ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ტურნირი წელსაც შვეიცარული სისტემით და აქტიური ჭადრაკის რეგლამენტით ჩატარდა, რომელშიც რეგიონის 14 მოჭადრაკე ღებულობდა მონაწილეობას. დიდ ინტერესს იწვევდა მაღალი ტიტულების მატარებელ მოჭადრაკეთა პაექრობა და მათი შედეგები. ტურნირში ყველაზე კარგი სტარტი გივი სიამაშვილს ჰქონდა, 4-დან 4 ქულა!, მაგრამ დარჩენილ სამ პარტიაში მას ვერაფერი დაუმატა.ორჯერ დრო არ ეყო მოგებული პარტიების ბოლომდე მისაყვანად და ერთიც მისგან გამოწვეული ემოციებით დათმო. ალბათ, მსგავსმა ემოციებმა იმოქმედეს ოზურგეთის ჩემპიონის-თენგიზ თოიძის შედეგზეც, რომელმაც ლიდერთან მოგებულ პარტიაში ყაიმი ითამაშა და შემდეგ ორი ქულაც დაკარგა. აშკარად კარგ ფორმაში ყოფნა გამოავლინა ლანჩხუთის ჩემპიონმა მიხეილ აფხაზავამ, რომალმაც თ.თოიძესთან დაკარგული ნახევარი ქულის გარდა ყველა პარტია მოიგო და დამსახურებულად გავიდა პირველ ადგილზე. სხვათაშორის წელს მან ოზურგეთში მეორეჯერ იმარჯვა.პირველად, როცა უდანაკარგოდ მოიგო 26 მაისის ტურნირი. მისასალმებელია, რომ კარგ ფორმაშია გურიის ჩემპიონი გიორგი გოგოლაურიც, რომელიც მხოლოდ ერთი ქულის დანაკარგით მივიდა ფინიშთან. ნამდვილად ქების ღირსია თამარ ასათიანი, რომელმაც აღებული 4 ქულიდან სამი ძლიერ მამაკაცებთან აიღო და ქალთა შორისაც პირველი ადგილი დაიკავა.
საბოლაოდ საპრიზო ხუთი ადგილი ასე განაწილდა: I-მიხეილ აფხაზავა-6,5; II-გიორგი გოგოლაური-6,0; III- თენგიზ თოიძე-4,5; IV- თამარ ასათიანი-4,0;; V-გივი სიამაშვილი-4,0.
ტურნირის დახურვაზე თბილად და პატივისცემით კიდევ ერთხელ აღინიშნა თორნიკე ხვედელიძის პიროვნების შესახებ, რომელიც ნიჭიერებასთან ერთად, მუდამ მაღალი ზნეობრივი, ვაჟკაცური და პატრიოტული ნიშან- თვისებებით ხასიათდებოდა.

მსგავსი სტატიები

  • 94
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 91
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 91
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 90
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 89
    არ იყო ადვილი ამ თემასთან შეჭიდება, რადგან იდგა ექვთიმე, იდგა საქართველო, ეროვნული განძის უკვე განვლილი მძიმე გზა - სამშობლოდან სამშობლომდე...ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ოზურგეთს, სოფელ ლიხაურში დაიბადა  ექვთიმე თაყაიშვილი, ახლა უკვე წმინდანად შერაცხული და საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესად წოდებული დიდი მამულიშვილი. 17 ოქტომბერი, წმინდანად შერაცხვიდან 20 წელი... და დაბადებიდან 160 წლის იუბილე. ექვთიმობა, ოზურგეთში ერთ-ერთი ლამაზი დღესასწაულია თავისი  შინაარსობრივი და სულიერი გამოხატულებით. 17 ოქტომბერს  ექვთიმეს აჩრდილი კვლავ სტუმრობს  გურიას, ოზურგეთს, თავის საყვარელ…