_სოფელ ოზურგეთის ცენტრში, ხიდის ქვეშ სოფლის პროგრამების ფარგლებში ბავშვთა გასართობი მოედანი გაკეთდა. ჩვენ უბანს, რაჭის უბანს ეძახიან.  უკვე მესამე თვეა, ყოველ დღე იმის შიშში ვართ, მძიმეწონიამმა მანქანებმა ბავშვები არ   გაიტანოს. ყოფილი წისქვილკომბინატის ტერიტორიაზე შეაქვთ ასფალტის ნარჩენები და ამუშავებენ. ამდენი მძიმეწონიანი მანქანა ამ ხიდი ქვეშ გაივლის. გზა აღარ დაგვიტოვეს სასაფლაოსთან მისასვლელი, ვერ გაივლი.  შვილმკვდარი დედა ვარ, სასაფლაოზე აღარ მივიდეთ? ნაგავსაყრელად აქციეს ჩვენი უბანი, ესაა საქმე, თქვენს გარდა არავის მოუკითხვას, რა ხდება აქ, არ უნდა მოგვხედოს ვინმემ. ალტერნატიული გზაც ხომ არსებობს?  _ გვითხრა თავისი გულისტკივილი სოფელ ოზურგეთელმა მერი გოგრიჭიანმა.

კონკრეტულ ლოკაციაზე გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „ეკოს“დამფუძნებელ ირმა გორდელაძესთან ერთად მივედით. ესკავატორი გზიდან აფრეზილი ასფალტის ნარჩენებს და ქვა-ღორღს ასაწყობებდა.

ჩინელები შეგვხდნენ. როგორც გვითხრეს, ისინი ჩინეთის ხიდებისა და გზების მშენებლობის კორპორაციის წარმომადგენლები იყვნენ. მათ კონკრეტულ მშენებლობის პასუხისმგებელი პირის, ვინმე თენგოს  ნომერი მოგვცეს.

_ახლა ხულოში ვარ, პასუხს ვერ გაგცემთ. ჩემი გვარი რაში გჭირდებათ? მესამე პირს ვერც დოკუმენტს გადმოგცემთ. ჩამოვალ ოზურგეთში, მობრძანდით დილის 8 საათზე და მნახეთ_გვიპასუხა მან.

გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „ეკომ“ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის  აჭარა-გურიის რეგიონალური სამსახურის წარმომადგენლები გამოიძახა. შემთხვევის ადგილზე დასახელებული სამსახურის მე-2 განყოფილების უფროსი სპეციალისტი, ჯგუფის უფროსი  კობა გოგმაჩაძე და გურიის განყოფილების მე-3 განყოფილების უფროსი სპეციალისტი შოთა პაიკიძე გამოცხადდნენ.

მათი თქმით, ისინი შესწავლიან მოსახლეობის  პრეტენზიებს, თუმცა მათი თქმით, მძიმეწონიანი ავტომანქანები გზის სივიწროვის გამო ალტერნატიული გზით ვერ ისარგებლებენ.

გაზეთ „ალიონთან“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა სოფელ ოზურგეთში ბადრი თავდუმაძემ გააკეთა კომენტარი: _ მოსახლეობა ძალიან შეწუხებულია ამდენი მძიმეწონიანი ავტომანქანების  მოძრაობით. თავდაპირველად სოფლის ცენტრში ახლადაგებული ტაძრის გზით სარგებლობდნენ. ჩვენი მოთხოვნით სამოძრაო გზის მარშრუტი შეცვალეს, მაგრამ ამდენი წვიმებისა და მანქანების ინტენსიური მოძრაობის შედეგად გზა დაზიანდა. თანაც ხშირად ბევრი ბავშვია გასართობ მოედანზე. ვიცი, შესაბამისი საბუთები აქვთ, მაგრამ რაღაცნაირად პრობლემა უნდა მოგვარდეს. ჩვენი კონტროლით მყარი ნარჩენები აღარ იყრება ყოფილი წისქვილკომბინატის ტერიტორიაზე.რაც დაყრილია, იმას ტრაქტორით ვასწორებთ.  კარგია, გზა რომ დაიგება, მაგრამ მოსახლეობის პრეტენზიებიც გასათვალისწინებელია. როგორ არ შეუძლია კომპანიას, სასაფლაომდე მისასვლელი გზა მოაწესრიგოს_გვითხრა ბადრი თავდუმაძემ.

 

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 37
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 32
    რას ფიქრობენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ დეპუტატობის კანდიდატები.რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…
  • 32
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 32
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 30
     „გასწორხაზოვნება“ თუ ქვიშა-ხრეშის უპრობლემოდ მოპოვების ახალი გეგმა კარიერების თემა დროებით მიეფარა საზოგადოების თვალსაწიერს. არადა, მდინარეების აუზში კვლავ ინტენსიურად ხდება ქვიშა-ხრეშის  მოპოვება, მდინარე სუფსაზე ზოგიერთ მონაკვეთი ისეა აოხრებული, მდინარის ფსკერიც კი ამოუღიათ.  მძიმეწონიანი მანქანების მოძრაობის შედეგად დაზიანებულია ოზურგეთი-ჯუმათი-გულიანის გზის მნიშვნელოვანი მონაკვეთი. გასულ ხუთშაბათს სოფელ ოზურგეთის გადასახვევიდან ვიდრე ე.წ. „ძაღლების თავშესაფრამდე“, 5 წუთის განმავლობაში 15 მძიმედ დატვირთული ავტომანქანა დავაფიქსირეთ,…

არ გამოტოვოთ