ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკული ქსელის გაუმჯობესების პროგრამაში (ENIP)  შემავალი გურიის პროექტი ითვალისწინებს ორჯაჭვა 110 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას ოზურგეთიდან ზოტის მიმართულებით, ასევე ოზურგეთიდან პალიასტომის მიმართულებით 220 კვ ელექტრო გადამცემი ხაზების და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  სოფელ ლიხაურში  110/220 კვ ქვესადგურის მშენებლობას. პროექტი ხორციელდება გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) დაფინანსებით და მხარდაჭერით, „გადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში.

გაზეთ „ალიონის“ და გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „ეკოს“ დაინტერსება ამ თემით, მას შემდეგ მოხდა, რაც მიმდინარე წლის 26 ივნისს ოზურგეთელმა გარემოსდამცველებმა  გაზეთ „ალიონს“ აცნობეს, რომ კურორტ ბახმაროს მიდამოებში, ჩადრეკილი-ბაისურას ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა მუშაობდა დ ატყისკენ გზა გაჰყავდათ…  გიორგი მეხუზლამ ამის დამადასტურებელი ფოტოებიც განათავსა სოციალურ ქსელში. მისი ვარაუდით, ტყისკენ გზის გაყვანა ხეების მოსაჭრელად ხდებოდა და ეს „ბახვი 1 ჰესის“ მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოებს უკავშირდებოდა.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზედამხედველობის სამსახური გააგზავნ აბახმაროში გზის გაყვანის სამუშაოების გასაჩერებლად. (იხ. ბმული http://alion.ge/2022/06/ბახმაროში-სატყეო-გზის-გა/). თუმცა, მალევე გაირკვა, რომ ჰესის მშენებელი კომპანია აქ არანაირ სამუშაოებს არ აწარმოებდა, რადგან მათ მშენებლობის ნებართვა ამ ეტაპზე არ გააჩნიათ.

ამის შემდეგ შედგა შეხვედრა  გ. მეხუზლასთან, რომელსაც გაზეთ „ალიონს“ გარდა გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „ეკოს“დაფფუძნებელი ირმა გორდელაძე, სს „საქართველოს სახელმწიფო  ელექტროსისტემის“სოციალური საკითხების მართვის სამსახურის უფროსი ნიკა მიქაუტაძე და ამავე სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერობის ოფიცერი სამსონ სიამაშვილი ესწრებოდნენ.

საქართველოს სახელმწიფო  ელექტროსისტემის წარმომადგენლებმა გიორგი მეხუზლას გააცნეს პროექტის არსი და გამოთქვეს მზადყოფნა, რომ ჟურნალისტებთან ერთად ადგილზე ენახათ  თუ რა ხდებოდა კურორტ ბახმაროს მიმდებარე ტერიტორიაზე.

გასულ კვირას გაზეთი „ალიონი“ იმყოფებოდა ჩადრეკილში საქართველოს სახელმწიფო  ელექტროსისტემის და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად.

ადგილზე მისულთ იქ  საგანაგაშო მდგომარეობა არ გვინახავს,მიმდინარეობს გეოლოგიური კვლევა,, სინჯები აღება.

ბუნებრივდასოციალურგარემოზეზემოქმედებისშეფასებისანგარიშ აღნიშნულია, რომ „აღნიშნული პროექტი წარმოადგენს „ელექტროენერგეტიკული ქსელის გაუმჯობესების პროგრამის (ENIP) ნაწილს. სსე პასუხისმგებელია ელექტროენერგეტიკული ქსელის გაუმჯობესების პროგრამის განხორციელებაზე, საერთაშორისო კონსულტანტებისა და მშენებელი კომპანიის (კონტრაქტორი) ტექნიკური დახმარებით.

გურიის პროექტი ხორციელდება მაღალი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. მოსამზადებელ ეტაპზე სსე-მ საერთაშორისო კონსულტანტებთან ერთად გამოიკვლია პროექტის არეალი, გარემოზე ზემოქმედების შესაძლო საფრთხეები, რათა შერჩეულიყო საუკეთესო ალტერნატივა. ჩაატარა საჯარო განხილვები. ეროვნული კანონმდებლობისა და  საერთაშორისო რეგულაციებზე დაყრდნობით ჩამოყალიბდა საჩივრების მართვის პროცედურა.

საერთაშორისო და ადგილობრივი კონსულტანტების მიერ ჩატარდა კვლევები იმის დასადგენად, თუ რა გავლენა ჰქონდა სხვადასხვა ალტერნატიულ ხაზს მოსახლეობასა და გარემოზე, შენობებზე, დასახლებულ და დაცულ ტერიტორიებზე, რათა მომხდარიყო სენსიტიური ჰაბიტატების მაქსიმალურად არიდება. კვლევის შედეგები ასახულია გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში“.

 

გურამ ყაფლანიშვილი,კომპანია „მითაშ ენერჯი ენდ მეტალ ქორსთრაშენ“ გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერი: _როგორც იცით, არსებობს ოზურგეთი (ლიხაური) ზოტი ჰესის დამაკავშირებელი 110-კილოვატიანი  გადამცემი ხაზის პროექტი, რომლის განსახორციელებლად ჯერ-ჯერობით სრულდება მხოლოდ გეოლოგიური სამუშაოები, კონკრეტული ადგილის გაბურღვა და სინჯების აღება, ამისთვის საჭიროა მისასვლელი გზების წესრიგში მოყვანა, რათა სათანადო ტექნიკამ მოახდინოს გადაადგილება. კონკრეტულად, ამ მონაკვეთზე, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, იგეგმება # 119, 120, 121, მაღალი გადამცემი ხაზების ანძების განთავსება. წინა დღეებში ძლიერ წვიმდა,  ანძის გეოლოგია, სინჯების აღება მხოლოდ #121 ანძის განთავსების ადგილას შევძელით. მომდევნო კვირაში იგეგმება #119, 120 ანძების გეოლოგია, რის შემდეგაც ამ მონაკვეთზე შეწყდება სამუშაოები და მაღალგადამცემი ხაზების ტრასის სხვა მონაკვეთზე გადავალთ.

ამ სინჯების საფუძველზე ჩატარებული კვლევებით ჩვენ შევძელით მაღალი გადამცემი ხაზების ტრასაზე 18 ერთეულით შეგვემცირებინა დასადგმელი ანძების რაოდენობა .

2-2,5 მეტრი სიგანის გზა, რომელიც მოვაწესრიგეთ საშუალო სიმძლავრის ტექნიკაზეა გათვლილი, რომლებიც ბორბლებზე გადაადგილდება. აქედან 560 მეტრში  (გზა, რომელიც ამჟამად გაიყვანეს)ხეების კორომთან გზის ბოლო წერტილია.  #118 ანძა მდინარე ბახვისწყლის გაღმა უნდა დაიდგას და ბაისურას მხრიდამ არსებული გზით შევალთ. ამას მოიცავს პროექტი. მისასვლელ გზას კონტრაქტორი კომპანია გაიყვანს._ გვითხრა გურამ ყაფლანიშვილმა.

აღნიშნული პროექტის შესახებ ასევე გვესაუბრნენ: „საქართველოს სახელმწიფო  ელექტროსისტემის“სოციალური საკითხების მართვის  სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ბიბილური, საერთაშორისო პროექტების გარემოსდაცვითი კოორდინატორი ზეზვა ხვედელიძე, გეოდეზისტი გიორგი მელიქიშვილი.

_ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ახორციელებს ელექტროგადამცემი ხაზების „გურიის“პროექტს. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისმიერ. ბახმაროს მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს საინჟინრო- გეოლოგიური კვლევები და ნიადაგის სინჯების აღება, რომ განისაზღვროს გადამცემი ანძებისთვის რა ტიპის მოცემულობა არსებობს. კონკრეტულად„ბაისურას ღელის“ხეობაში N 119, 120, 121 ანძა უნდა დაიდგას. 110 კვეგხ „ოზურგეთი-ზოტიჰესის“გადამცემი ხაზის იგრძეა 45 კმ. და უნდა განთავსდეს 140 ანძა. ჩვენ თვალყურს მივადევნებთ სამუშაოებს, გავეცანით ყველა დოკუმენტაციასა თუ ნებართვებს. მოვითხოვეთ კომპანიისგან ბანერების დამატება სამუშაო ადგილებზე და საჯარო შეხვედრა მოსახლეობის ფართო ფენისთვის, რათა მოიეწოდოს მათ  მეტი ცნობები არსებულ პროექტზე.

ამ ეტაპზე პროექტიის ფარგლებში მომდინარეობს საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა გზშ პირობების მიხედვით._ამბობს გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „ეკოს“ დამფუძნებელი ირმა გორდელაძე.

გაზეთ „ალიონთან“ კომენტარი სამსონ სიამაშვილმა გააკეთა:

_ როგორც აღვნიშნე, გურიის პროექტის დაგეგმვა და განხორციელება მიმდინარეობს მაღალი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. პროექტის ეფექტურად განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია დაინტერესებული მხარებისა და მოსახლეობის ჩართულობა, რათა შეძლონ თავიანთი შეხედულების დაფიქსირება. შესაბამისად, უახლოეს პერიოდში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში იგეგმება საჯარო შეხვედრის ჩატარება. შეხვედრას დაესწრება სსე-ს წარმომადგენლები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, რეგიონალური მედია, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და მოსახლეობა.

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 79
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 78
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
  • 74
    1964. პირველი ტრიუმფი! "ლელოს" რეპორტაჟი ტაშკენტიდან: „დინამოელები ნიაღვარივით ანგრევდნენ „ტორპედოს“ დაცვის ყველა ჯებირს1964 წლის 18 ნოემბერს, თბილისის „დინამომ“პირველად მოიპოვა სსრ კავშირის ჩემპიონის წოდება. იგი გადამწყვეტ მატჩში, ნეიტრალურ მოედანზე,  ტაშკენტში „პახტაკორის“ სტადიონზე მოსკოვის „ტორპედოს“ შეხვდა.დანარჩენს ამ ისტორიული მატჩის შესახებ, რომელიც „ოქროს მატჩის“ სახელით შევიდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში,  გაზეთ „ლელოს“ სპეციალური კორესპონდენტები მ. კაკაბაძე და ბ. ქორქიას რეპორტაჟი მოგითხრობთ. „მატჩის დაწყების დრო ამ დღეს…
  • 72
    შეიწყალებს თუ არა სააკაშვილს ზურაბიშვილი - პრეზიდენტი საგანგებო განცხადებას ავრცელებსსაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს. პრეზიდენტის აღნიშნულ განცხადებას pia.ge ავრცელებს. „6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ, მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადა. პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილების სამართლიანობა/უსამართლობის შესახებ არ და ვერ იმსჯელებს, მაგრამ ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური შეფასება ყველას გვევალება - ერთი რამ ცხადია, რომ ამ გადაწყვეტილებით ქართველ…
  • 69
    ,,წაიღე ჩემი სევდა!“დღევანდელი საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა ძალადობრივი ექსტრემიზმი. ჩვენს ირგვლივ გარემო წალეკა ფემიციდის, სიუციდის, ჰომოფობიის წარმოუდგენელმა მასშტაბებმა. ამის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად ფრუსტრირება და სოციალური დაუკმაყოფილებლობა მიგვაჩნია. ჩნდება სიტუაციები, რომლებშიც ადამიანებს არ ეძლევათ საკუთარი მიზნების მიღწევის შესაძლებლობა. ეს კი თავის მხრივ ზრდის აგრესიის განხორციელების ალბათობას. ჩვენში, განსაკუთრებით მოზარდებსა და ახალგაზრდებში იმატა მოლოდინებისადმი…

არ გამოტოვოთ