2022 წლის 5 აგვისტოს, ბახვი ჰესის მენეჯმენტის და კომპანიის ჰიდროენერგეტიკული პროექტების გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს მორიგი, გასვლითი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებმა მრჩეველთა საბჭოს წევრებს გააცნეს კომპანიის მიერ მართული პროექტების განვითარების ფაზები და სამომავლო გეგმები.  მხარეებმა იმსჯელეს და განიხილეს ახალი გამოწვევები და პროექტით დაინტერესებული მხარეებისთვის აქტუალური საკითხები. ბახვი ჰესის პროექტების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მიხეილ ნიბლაძემ მრჩეველთა საბჭოს წევრებს გააცნო ორგანიზაციული ცვლილებები, ახალი გუნდი, რომელიც ბახვი ჰესის პროექტების განვითარებაზე იმუშავებს მშენებლობის.

ბახვი ჰესის ახალმა დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა, სპეციალურად საბჭოს წევრებისთვის გააკეთა ვრცელი მიმოხილვა ქვეყნის ენერგოსექტორში არსებული მდგომარეობის, გამოწვევებისა და პოტენციალის შესახებ.

„ელექტროენერგიის მოხმარების წლიდან წლამდე ზრდამ და სიმძლავრეთა არასაკმარისმა რაოდენობამ განაპირობა ელექტროენერგიის იმპორტის მნიშვნელოვანი ზრდა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში დიდი ჰიდრო პოტენციალი გვაქვს, საქართველო ნეტ იმპორტიორ ქვეყნად ჩამოყალიბდა, რაც გულისხმობს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასობით მილიონი ლარის გადინებას. დღეს, ახალი ელექტროსადგურების მშენებლობის ტემპი საგრძნობლად შენელებულია. ძირითადი მიზეზი, კი სოციალური პროტესტია, რომელიც მძვინვარებს ქვეყანაში. წლების განმავლობაში ვერ მოიძებნა ამ ჩაკეტილი წრიდან გამოსავალი. თუმცა, ვფიქრობ, რომ დაინტერესებულ პირებთან მუდმივი დიალოგი, გამჭვირვალედ მუშაობა და ჰიდროელექტროსადგურების დასავლური გამოცდილებით მშენებლობა, არის იმის გარანტია, რომ სექტორმა განვითარება დაიწყოს. სწორედ, დასავლური სტანდარტები გვიწესებს ჩვენ, კომპანიებს განსაკუთრებით მაღალ მოთხოვნებს გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვაში. ეს კი, თავის მხრივ განაპირობებს მოსახლეობის კმაყოფილებას და ეფექტიანი გარემოსდაცვითი თუ შემარბილებელი ღონისძიებების გატარებას და მოსახლეობის და რეგიონის განვითარების მიზნით მდგრადი პროექტების განხორციელებას“ – განაცხადა ბახვი ჰესის დირექტორმა, გიორგი აბრამიშვილმა.

კომპანიის გარემოსდაცვითი გუნდის წარმომადგენლებმა მრჩეველთა საბჭოს წევრებს გააცნეს სოციალური პროექტები და მათი განვითარება, კერძოდ ლედ განათებების სისტემის მონტაჟი ბახმაროში, ჩაის გზის პროექტის განვითარება, მთის ბილიკის დაგეგმვა-მოწყობის სამუშაოები და საგანმანათლებლო პროექტები.

შეხვედრის ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებამ მოისმინა კომპანიის მიერ სპეციალურად ამ პროექტში მოწვეული გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების ექსპერტის, პიერ ბიდერმანის ინტერვიუ, სადაც ის საუბრობდა ბახვი 2 ჰესის პროექტისთვის ჩატარებული კვლევების შედეგებზე. ასევე, იხილეს ფილმი, სადაც წარმოდგენილი იყო ვიზუალური მასალა მდინარე ბახვისწყლის იმ მონაკვეთის, სადაც იგეგმება ბახვი 1 ჰესის მშენებლობა და თავად ჰესის 3D ვერსია. ბოლოს კი, ნაჩვენები იყო მოკლე ფილმი, სადაც კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის დირექტორი და ბახვი ჰესის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ ნიბლაძე საუბრობდა იმ პოლიტიკასა და კონტრიბუციაზე, რომელსაც კომპანია ორგანიზაციაში ახორციელებს, კერძოდ, სექტორში ახალგაზრდა თაობის აღზრდის მიმართულებით.

შეხვედრა 2 საათს გაგრძელდა. მხარეებმა მოისმინეს საინტერესო მოსაზრებები, არგუმენტები და რეკომენდაციები.

საბჭოს გასვლითი სახის შეხვედრები ბახვი ჰესის ინიციატივით იმართება და ემსახურება ერთის მხრივ კომპანიის პორტფოლიო პროექტების გაცნობა – დათვალიერებას, მეორეს მხრივ კი, ადგილობრივი ბიზნესის წახალისებას და გაძლიერებას. ამჯერად შეხვედრა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში არსებულ ოჯახურ სასტუმროში, სკიჯის სახლში გაიმართა.

შეგახსენებთ, ბახვი ჰესის გარემოს დაცვითი და სოციალური საკითხების  მრჩეველთა საბჭო კომპანიის ინიციატივით შექმნილი სათათბირო ორგანოა, რომლის მიზანიცაა,  დაინტერესებული მხარეების მეტი ჩართულობა და ჰიდროელექტროსადგურების პროექტების მეტი გამჭვირვალობა. საბჭო ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებიდან ნომინირებული 12 დამოუკიდებელი წევრისაგან შედგება. საბჭოში სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები არიან გაერთიანებულები, კერძოდ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია და ბიზნესი.

 

 

დამატებითი კითხვებით მოგვმართეთ:

ნიცა ჩოლოყაშვილი

საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

ტელ: 591217711

E-mail: ncholokashvili@bakhvi.com..ge

 

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 80
    ბახვი ჰესის მრჩეველთა საბჭოს სამუშაო შეხვედრა2022 წლის8ივნისს, ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის ოზურგეთის ოფისში (მ. კოსტავას 25, ოზურგეთი) პროექტის მენეჯმენტისა და გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო,მრჩეველთა საბჭოს წევრებისთვის  ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის სკოპინგის ანგარიშისწარდგენის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. კომპანიამ სკოპინგის ანგარიში გარემოს ეროვნულ სააგენტოში განსახილველად 2022 წლის 2 ივნისს წარადგინა. კომპანიის მენეჯმენტის…
  • 76
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 74
    „ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის“ პროექტის გარემოს დაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა2022 წლის 3 თებერვალს, „ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის“ ოზურგეთის პროექტის მენეჯმენტის ინიციატივით გარემოს დაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო, საბჭოს წევრებისთვის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის გაზიარება. შეგახსენებთ, „ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის“ გზშ-ს ანგარიში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩაბარდა 2021 წლის 20 დეკემბერს და…
  • 72
    ახალქალაქი ჰესი - კომპანია CCEH -ის მშენებარე პროექტი ახალქალაქშიკავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის (CCEH)პორტფელი ოპერირებად („ბახვი 3 ჰესი“ და „ლახამი ჰესი“), მშენებლობის ეტაპზე („ახალქალაქი ჰესი“) და შესწავლის სტადიაში („ბახვი 1 ჰესი“) არსებულ ჰიდროელექტროსადგურებს მოიცავს. „ბახვი 1“ ჰიდროელექტროსადგურის პროექტის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს წევრები 2021 წლის 8-9 სექტემბერს, ახალქალაქს სტუმრობდნენ.ვიზიტის დროს,მრჩეველთა საბჭოს წევრები, სხდომის ფარგლებში, რომელიც ახალციხეში…
  • 67
    უნდა აშენდეს თუ არა „ბახვი -1“ ჰესი?ადგილობრივები და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლები კვლავ ვერ თანხმდებიან 4 ივნისს, კომპანია „სი-სი-ი-ეიჩ-ის“ მენეჯმენტმა ოზურგეთში გამართა შეხვედრა. სტუმრებმა ოზურგეთის მერს, კონსტანტინე შარაშენიძეს და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს „ბახვი 1 ჰესის“ შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მასპინძლების კითხვებსაც უპასუხეს. პროექტის ხელმძღვანელმა, გიგლა სიხარულიძემ, გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერმა, ნანა ბერძენიშვილმა და…