ავტორი ლია კილაძე

 ოზურგეთში, ჭანიეთის ულამაზეს ქაქუთის უბანში საჯაიების კომლი სახლობს მე-19-საუკუნის ბოლოდან.  მას შემდეგ, რაც ჭაბუკი სილიბისტრო აქ დასახლდა. სილიბისტრო, როგორც ტიპური გურული, პოლიტიკაში ჩართული იყო და ქვეყნის უკეთეს დღეებთან ხედავდა საკუთარი ოჯახის წინსვლას…  დღემდე  მათ ულამაზეს ეზოში მინიმუმ 20 ქორწილი გადახდილა… პირველი კი სილიბისტროს და ათინო ქარცივაძის ქორწილი იყო.

საჯაიების სათავეს შეერთო სხვა გვარები, მათ შორის ჩხატარაშვილები, გობრონიძეები, სურგულაძეები, კვერღელიძეები, სირაძეები…

2022 წლის ფერიცვალებას, ქაქუთში საჯაიები შეიკრიბნენ. გვარის ისტორიის კვლევა და შეხვედრის ორგანიზება სოსო საჯაიას დედამ,  ქალბატონმა ფოთოლა არობელიძემ ითავა:

ფოთოლა არობელიძე: „ _ გვარი ცოცხალი ისტორია, ქართველი კაცის სინდის-ნამუსის, ოჯახის სიმტკიცის და პატიოსნების, ადამიანებთან თავაწეული  ურთიერთობის, მამულიშვილობის ფენომენს წარმოადგენს. ამ შეგნებით იზრდებოდა გვარი საჯაია, რომელიც უძველესი, ფეოდალური წარმოშობისაა. მე-11-ე,  მე-12 -ე საუკუნეში საჯაიები არიან აზნაურები და ცხოვრობენ ჩხოროწყუსა და მთლიანად სამეგრელოში. 5 და 7 წლის ძმები – სილიბისტრო და სოლომონი – მამამ ბეჟანი (ბუჟუკი) საჯაიამ ჩამოიყვანა გურიაში და დასახლდა დაბა ლაითურში.

სილიბისტრო დაოჯახდა, შეირთო აჭარელი ათინო ქარცივაძე და დასახლდა ჭანიეთში, ქაქუთში. ათინო მოიტაცა, რის გამოც, ქალის ოჯახი გაწყრა და ქალიშვილს მზითევი არ მისცა. წყვილს  ჰყავდა 6 შვილი, 16 შვილიშვილი. ახლა ჩვენთან ერთად არიან 7 მათგანი – სვეტლანა, ელეონორა, იამზე, სადიკო, ბუხუტი, ანზორი, რომანი. სილიბისტროს და ათინოს შვილიშვილები, შვილთაშვილები 2022 წლის 19 აგვისტოს არის  209 ადამიანი.“

მათი ერთ-ერთი შთამომავალი გახლავთ ავთანდილ სურგულაძე, ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელი:

„ – ბევრი მოსაგონარი გვაქვს, წინა თაობებმაც შემოგვინახა ისტორიები, მათ შორის სილიბისტროს ერთ-ერთი ფრაზა: „კაცმა ისე უნდა იცხოვროს, ცა ტყულა არ უნდა გაჭვარტლოსო“ – ჩვენც ვცდილობთ ტყულა არ ვიყოთ, რაღაც სასარგებლო გავაკეთოთ და მგონი ვახერხებთ კიდეც. სილიბისტრო აქტიური მენშევიკი იყო, მისმა ძმამ კი მშვენიერი ბიზნესი წამოიწყო ექადიაზე, ჰქონდა სააგურე ქარხანა, რომელიც მუშაობდა 1924 წლამდე… საბედნიეროდ, ძმებს რეპრესია არ შეხებია. მეტიც, ღრმა მოხუცებული სილიბისტრო რაიკომში გამოცხადა და პენსიის მომატება მოითხოვა, რომელიც 7 მანეთს შეადგენდა. რაიკომში მისი მენშევიკური ისტორიების მოსმენის შემდეგ, რაც დამსახურებებში ჩამოთვალ,  მოხუცი სახლში გაისტუმრეს. თეთრი დათვები არ დაგატოვინონ უკან, ამ ამბებს ნუღარ გაიხსენებთო, დაარიგეს.“

სოლომონის ქარხნის აგური ინახება  მისი შვილიშვილის – ზურაბის ოჯახში.

გვარის შეხვედრაზე უხვად იყო მონატრება, გაცნობა, ღიმილი და თბილი გული, რაც ყველაზე მეტად ამშვენებს ადამიანის ყოფას… და რაც ქართველების ერთ-ერთი გამორჩეული ნიშაა – სიყვარულის გაზიარება და წინაპრების ხსოვნა.

 

 

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 93
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 91
    გაზეთი ,,ლანჩხუთი პლუსი“ ერთგულ მკითხველს დაემშვიდობა„ლანჩხუთი პლუსი“  ოთხმოცდაათიან  წლებში დაიბადა ლანჩხუთში და  თავისუფალი სიტყვის „ოაზისი“ გახდა ორიოდე დღის წინ, გაზეთი „ლანჩხუთ პლუსი“ დაემშვი­დ­ობა თავის ერთგულ მკითხველს, ამის შესახებ მისმა მთავარმა რედაქტორმა, ქალბატონმა ქეთ­ევან ნაკაშიძემ, გაზეთის ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა წე­რილი  სათაურით: „გამომშვიდ­ო­ბება ერთგულ მკითხველთან!“ „აი, დადგა დღე, როდესაც მე, თქვენი ერთგული და მოსიყვარულე ჟურნალისტი უნდა გამოგეთხოვოთ და…
  • 89
    ძუძუმწოვრების ლაყე კვერცხებიდან წიწილები არ იჩეკებათემურ მარშანიშვილი მგონი, წარსულს ჩაბარდა, ქართველ კაცს შემოდგომის დადგომა რომ უხაროდა. აფრასიონი რომ აფრასიონია, მატრონას პატრონი, უბედური აფრასიონი, ისიც კი ყოველ შემოდგომაზე წიწილების დათვლის მოლოდინში ხელებს იფშვნეტდა. ახლა წიწილების მაგიერ ხმები უნდა ითვალო მთელი ღვინობისთვის განმავლობაში და იმაზე უნდა იმტვრიო თავი, ვინ ვის აძლევს, სად და როდის?.. ხმებს ვგულისხმობ, რასაკვირველია,…
  • 88
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 87
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…