ზაზა დამენია დაიბადა 1972 წლის 22 ოქტომბერს ქ. ოზურგეთში. სწავლობდა ყაზანის სამშენებლო ინსტიტუტში 19901992 წლებში. 2003 წელს დაუსწრებლად დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალი სამრეწველო სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით.

1992 წლიდან მსახურობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სადაზვერვო ბატალიონში; 1993 წელს იბრძოდა აფხაზეთის ომში1995 წელს იყო გურიის სამხარეო შს სამმართველოს განსაკუთრებულ დავალებათა სამსახურის უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსი.

2002 წელს ჩაირიცხა ვაზიანის მე-11 მექანიზებული მსუბუქი ქვეითი კომანდოს მესამე ასეულში. 2004 წლის აგვისტოში იბრძოდა ცხინვალის მისადგომებთან. 16 აგვისტოს იმ სანგარზე, სადაც ზაზა დამენია იმყოფებოდა, განხორციელდა მძლავრი შეტევა. მოწინააღმდეგემ სანგარში ხელყუმბარის ჩაგდება მოახერხა, მას ზაზა გადაეფარა და საკუთარი სიცოცხლის ფასად თანამებრძოლები დაღუპვისგან იხსნა. დაღუპვამდე ორი დღით ადრე, დამენიას ჭურვის აფეთქების შედეგად მხედველობა დაუქვეითდა. მიუხედავად ამისა, დამენიამ უარი განაცხადა პოზიციის დატოვებაზე და ბოლომდე დარჩა თანამებრძოლებთან ერთად.

დაკრძალულია ქალაქ ოზურგეთში, ომში დაღუპულთა სახელობის პარკში.

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის 2004 წლის 26 აგვისტოს განკარგულებით ზაზა დამენიას ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა „სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისა და გამორჩეული გმირობისათვის“.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლას საქართველოს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას სახელი მიენიჭა  აგრეთვე, ოზურგეთის ერთ-ერთი ქუჩა მის სახელს ატარებს.

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 45
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 44
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 44
    დღეს, საქართველოს ეროვნული გმირის ზაზა დამენია დაბადების დღეადღეს, საქართველოს ეროვნული გმირის ზაზა დამენიას დაბადების დღეა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ და ომის ვეტერანებმა ყვავილების გვირგვინებით შეამკეს ეროვნული გმირის საფლავი. -ზაზას ბავშვობიდან ვიცნობდი. ერთად დავდიოდით ცეკვაზე ანზორ გვარამაძის ქორეოგრაფიულ ჯგუფში. მისი გმირობა სამაგალითოა. პატივს მივაგებთ მის ხსოვნას _თქვა კონსტანტინე შარაშენიძემ. საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ და აღმოსავლეთ სარდლობის ხელმძღვანელმა…
  • 39
    საქართველოს ეროვნული გმირის ზაზა დამენიას გარდაცვალებიდან 18 წელი გავიდაგურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, მოადგილესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ეროვნული გმირის ზაზა დამენიას საფლავი ყვავილებით შეამკო. _ ,,დღეს, საქართველოს ეროვნული გმირის ზაზა დამენიას გარდაცვალებიდან 18 წელი გავიდა. ზაზა დამენია არის ვაჟკაცობის, გმირობისა და თავგანწირვის ნამდვილი მაგალითი. ჩვენ მუდამ გვემახსოვრება გმირები, რომლებმაც ქვეყნის ერთიანობისა და მთლიანობისათვის ბრძოლას შესწირეს…
  • 38
    ზაზა დამენიას დღეს 49 წელი შეუსრულდებოდასაქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ეროვნულ გმირს, ზაზა დამენიას დღეს 49 წელი შეუსრულდებოდა. ამ დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო რწმუნებულმა ლანჩხუთის, ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში გიორგი ურუშაძემ, მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილთან ერთად, ზაზა დამენიას საფლავი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო ეროვნული გმირის ხსოვნას, ასევე შეხვდა მის ოჯახის წევრებს და კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა გმირის…