მომღერალი მამუკა ონაშვილი, რამდენიმე წუთის წინ საუნივერსიტოტო კლინიკაში გარდაიცვალა.
ავტოსაგზაო შემთხვევა ნატახტართან 30 ივლისს მოხდა, რა დროსაც ორი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.
მამუკა ონაშვილი პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა, მართვით სუნთქვაზე. არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო.დაზიანებული ჰქონდა შიდა ორგანოები.
`აღარ მყავს ჩემი მამუკა! ჩემი ბაჯაღლო გულის კაცი, ცარიელი გული, უნიჭიერესი, უღალატო, თბილი, სიყვარულით სავსე,…
ეს რა ქენი ბიჭო?! როგორ გამოგვეცალე ძმაო! მოგიკვდეს ჩემი თავი! ცრემლები მახრჩობს…
გახსოვს კოვიდი რომ დაგემართა, აქეთ რომ გვამშვიდებდი არაფერი მომივა, ამან რა უნდა მიქნასო…
გახსოვს, პალატაში ცხელი ელარჯი რომ ამოგიტანე, შენ რომ ზეწარი აიფარე და საწოლის ქვეშ შეძვერი არ გადაგედოსო…
გახსოვს, დოიჯას ამბებს რომ ვიხსენებდით, სულ იმას იმეორებდი, როგორ დამტოვაო…
გახსოვს, სტუმრები რომ გყავდა, თამადა იყავი, ბანკეტიდან ფილარმონიაში კონცერტზე მკვდარი რომ მოხვედი და მთხოვე, აზრზე რომ მოვიდე ამ ვისკის ბოთლს ჩავცლი და სცენაზე გამიშვი, არაფერი შემეშლებაო… რომ გაგიშვი და მართლა არაფერი შეგშლია…
შენ არასოდეს, არავისთან არაფერი შეგშლია! კაცურად იცხოვრე და კაცის სახელით წახვედი!.. მაგრამ რატომ ასე ადრე?!.. რატომ?!…
გენაცვალე მამუკა, ღმერთმა დაგიმკვიდროს სასუფეველი ჩემო უსაყვარლესო ძმაო!~ _წერს გია ბაღაშვილი სოციალურ ქსელში.
გაზეთ „ალიონის“ რედაქცია სამძიმერს უცხადებს მამუკა ონაშვილის ოჯახს.
მსგავსი სტატიები
- 75
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 70
ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 67
"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 65
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კახა კუჭავა 86 ხმით აირჩიეს. კენჭისყრის პროცედურამდე, კახა კუჭავამ კოლეგებს სიტყვით მიმართა და ქვეყნის ინტერესებისთვის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, საქართველოს დასავლურ ინტეგრაციასა და გამოწვევებზე ისაუბრა. „მჯერა, რომ დღეიდან ჩვენ ვიწყებთ საპარლამენტო ცხოვრების ახალ ეტაპს - შედგა მრავალპარტიული პარლამენტი, ოპოზიციის ფართო სპექტრის მონაწილეობით, რაც იმას ნიშნავს,…
- 62
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს. როგორც ივანიშვილი განცხადებაში აღნიშნავს, მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა, სწორი და პრინციპული პოზიცია დაიკავა და მთავარი სირთულე, ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა. მისივე თქმით, ამ ძალისხმევის წყალობით, საქართველოს ომში ჩათრევის უშუალო საფრთხე დღეს მაქსიმალურად არის განეიტრალებული: „უპირველეს ყოვლისა, მინდა, ჩემი ღრმა პატივისცემა კიდევ…