დღეს, დილით, ქ. ოზურგეთში, ლესელიძის ქუჩაზე მოხდა მკვლელობა. სავარუდოდ, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე ყოფილმა ქმარმა  ი.ტ-მ მეუღლე, 38 წლის შ. ზ-ი მოკლა. ი.ტ. პოლიციამ დააკავა.  შ.ზ-ი ძალადობის მსხვერპლი იყო და მეუღლე ამის გამო სასჯელს იხდიდა. მას, როგორც სოციალურად დაუცველს, ბინის ქირას ოზურგეთის მუნიციპალიტეტი უხდიდა. გარდაცვლილს სამი შვილი დარჩა. უფროსები 17 და 14 წლის ვაჟები (პირველი მეუღლიდან) და უმცროსი _ 4 წლისაა.

შ.ზ სოფელ ასკანიდან (მზიანი) იყო.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის მოადგილე მალხაზ სირაძე, ოზურგეთის პოლიციის უფროსის მოადგილე გიორგი შარაშენიძე და ექსპერტი ნიკა გიორგაძე.

როგორც ოზურგეთის პროკურატურაში გვითხრეს, მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და  გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 57
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 56
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 41
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 40
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 39
    ბავშვთა და მოზარდთა მიმართ ძალადობის პრევენციამუნიციპალიტეტების ვალდებულებაა შეიქმნას  ბავშვისა და ოჯახის მხარდაჭერის სამსახურები მშობლებს ვასწავლოთ  რა არის პოზიტიური აღზრდა „კავშირი ქალთა ცენტრი" ძდექ-ის გურიის რეგიონული კომიტეტის ჩართულობით, ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია ოჯახში ძალადობის და აგრეთვე ბავშვზე ძალადობის და უგულებელყოფის შემთხვევების ადრეული იდენტიფიკაცია და მათზე რეაგირების მიზნით საბავშვო ბაღის დონეზე პრევენციის მექანიზმების შემუშავება, აგრეთვე მოზარდებში სტრესის…