ავტორი: მერაბ მეგრელიშვილი

 

მე-20საუკუნის პირველ ოცწლედში,სამხრეთ-დასავლეთსაქართველოში, დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკის მშენებლობის პერიოდში კიდევ უფრო გაძლიერდა ანტირუსული მოძრაობა. 1919 წელს გურიაში მოქმედმა ქართველ მაჰმადიანთა განმათავისუფლებელმა კომიტეტმა დიდი მუშაობა გასწია რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ, ქრისტიან და მუსულმან ქართველთა გასაერთიანებლად. ოზურგეთის სამაზრო ერობასთან დაფუძნდა ქართველ მეომართა დამხმარე კომიტეტი. ასეთივე კომიტეტები დაარსდა გურიის ყველა სოფელში.

1919 წლის 25 დეკემბერს გაზეთ ,,შრომა-ში’’ გამოქვეყნდა ნოე ჟორდანიას მიმართვა მუსულმანი ქართველებისადმი: ,,ძმებო მუსულმანებო! თქვენი საბოლოო დამონების მსურველნი გაშინებენ ქრისტიანი ქართველების შურისძიებით. თქვენი მოძმეები თქვენსკენ მოეშურებიან არა შურის საძიებლად, არამედ თავისუფლების დროშით, რომელიც წინამორბედია თქვენი საბოლოო განთავისუფლების. გაითვალისწინეთ ის უბედურებანი, რაც თქვენ თავს დაგატეხათ რუსეთის მეფის  მთავრობამ. მხოლოდ საქართველოს დემოკრატიული მთავრობა იცავს ხალხისუზენაეს უფლებებს და მხოლოდ ის მოგანიჭებთ თქვენ სრულ თავისუფლებას. ამ პერიოდში ანტირუსული მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე იყო გურიის სოფელ შემოქმედის მკვიდრი თეოფილე ოქროპირისძე-ერქომაიშვილი.1886-1929 წლებში მან კარლო ჩხეიძის და ისიდორე რამიშვილის დავალებით სოფელ ვაიოს (ქედა) ლაზარევის სპილენძის-მადნის საწყობიდან გაიტაცა დიდი რაოდენობის დინამიტი, რომელიც გამოყენებული იქნა საბრძოლო იარაღად რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ. 1886-1929 წლებში იგი ხელმძღვანელობდა ხულოს, გოდერძის უღელტეხილის, ახალციხის, არდაგანის, ნატანების საგზაო და ოზურგეთის სარკინიგზო მშენებლობას [ასს. ფ. რ-4, ან. 1, ს. 383, ფურც. 252]

რუსი გენერლის მეუღლეები მფარველობას უწევდნენ იმ პროტესტანტ ქართველებს, რომმელთაც რუსები აიძულებდნენ დაეტოვებინათ სამშობლო. ამათგან ერთ-ერთი იყო მარია ნიკოლოზის ასული ფესენკო. იგი თანაუგრძნობდა გადასახლებიდან გამოქცეულ ყადირ დევაძეს და დურსუნ ქიქავას. 1914 წელს ისინი კავკასიის მოსახლეობას მოუწოდებდნენ ბრძოლისკენ რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ [ასს. ფ. ი-3, ან. 1, ს. 13, ფურც. 43]

1918 წლის 28 თებერვალს  ბათუმის თვითმმართველობის სხდომაზე დააფუძნეს გაზეთი ,, თავისუფლების დღე’’ [ასს. ფ. ი-7, ან. 1, ს. 710 ფურც. 6]

ხშირად რუსეთის ხელისუფლება გვაყვედრის, რომ ქართული მიწების განთავისუფლებისთვის რუსთა სისხლი დაიღვარა, მაგრამ არაფერს ამბობენ რუსეთის სამამულო ომებში მილიონობით ქართველის დაღვრილ სისხლზე.1992-2008 წლებში რუსეთმა ქართველთა გენოციდი და იძულებითი მიგრაციამოაწყო.

რუსეთმა პირველი მსოფლიოს ომის წინ მიიღო გადაწყვეტილება აჭარისტანის ტერიტორიალური ათასეულის დაარსების შესახებ. რუსეთის გენერალიტეტმა პირველ მსოფლიო ომში ჩაქვის საუფლისწულო მამულიდან ჯარში გაიწვია ასეულობით ქართველი. წარმოგიდგენთ ომში გაწვეულთა ერთ ნაწილს:1)ივანე გაბრიელის ძე კუკულავა. 1911 წლიდან მუშობდა ჩაქვის საუფლისწულო მამულში,ოზურგეთის მაზრის, აკეთის მკვიდრი 2)კირილე დიმიტრის ძე კუკულავა. 1906 წლიდან მუშობდა ჩაქვის მამულში. 3) ვარლამ ქრისტოფორეს ძე კვიტაიშვილი ქუთაისის გუბერნიის, რაჭის მაზრის სოფელ ველევის მკვიდრი. 1916 წლიდან ჩაქვის ბამბუკის ნაკრძალში ასრულებდა ინსტრუქტორის მოვალეობას 4) კირილე კონსტანტინეს ძე ტუღუში, ოზურგეთი-ხვარბეთი, 1912 წლიდან ჩაქვის საუფლისწულო მამულის მებაღე. 5) ნიკო რეჯების ძე გვიბირიძე, ოზურგეთი-აცანა, 1914 წლიდან. 6) ალფესი მიხეილის ძე ხუხუნაიშვილი აკეთი, 1911 წლიდან. 7) ბართლომე ივანეს ძე ტუღუში, ჩოჩხათი 1911 წლიდან. 8) ბართლომე ქაიხოსროს ძე გურგენაძე, ჩოჩხათი 1907 წლიდან. 9) დავით გიგოს ძე მალაზონია, ხვარბეთი 1913 წლიდან. 10) თეოფილე ოქროპირისძე კუკულავა, აკეთი, 1915 წლიდან. 11) პოლიო კაკაბის ძე გუჯაბიძე, ჩოჩხათი 1919 წლიდან. 12) კონსტანტინე ივანეს ძე ტუღუში, ჩოჩხათი, 1910 წლიდან. 13) კირილე ქაიხოსროსძე  ხუხუნაიშვილი, აკეთი, 1910 წლიდან. 14) ანტონ ბეჟანის ძე ხუხუნაიშვილი, აკეთი, 1908 წლიდან. 15) ერასტო სოლომონის ძე გუჯაბიძე, ჩოჩხათი, 1907 წლიდან. 16) არჩილ გრიგოლის ძე ხუხუნაიშვილი, აკეთი, 1906 წლიდან. 17)ბენიამინ არსენის ძე დარჩია, გურიანთა, 1916 წლიდან,  ჩაის წარმოების უფროსი ინსპექტორი. 18) სამუელ გიგოს ძე გოგუაძე, დვაბზუ, ჩაის ფაბრიკის უფროსი ოსტატი, 1910 წლიდან. 19) კონონ სიმონის ძე გულდედავა, ქუთაისის გუბერნია, ჩაგანის საზოგადოება, 1912 წლიდან სავაჭრო განყოფილების გამგე. 20) ანტონ ვლადიმერის ძე ქუტიძე, ხვარბეთი, ოსტატი 1909 წლიდან. 21) ვალერიან სტეფანეს ძე ტარანტაძე, სამტრედია, 1915 წლიდან სავაჭრო განყოფილების გამგის მოადგილე. 22) ვლადიმერ გიორგის ძე ტუღუში, ხვარბეთი, 1914 წლიდან ოსტატი. 23) ივლიანე გოგუაძე, დვაბზუ, 1913 წლიდან ოსტატი. 24) ლევან პეტრეს ძე ალავიძე, ლეჩხუმი, სოფელი საირხე ,1915 წლიდან ელექტრო ოსტატი. 25) ირემია არქიპოს ძე ლორია, აბაშა, 1916 წლიდან ოსტატი. 26) სერგო სილვესტრესძე გოგეშვილი, ბახვი, 1908 წლიდან უფროსი ინსპექტორი. 27) მელქისედექ ალექსისძე თავამაიშვილი,დვაბზუ, 1906 წლიდან სამანქანო განყოფილების ოსტატი. 28) ვიქტორ კონსტანტინესძე გუჯაბიძე, ჩოჩხათი, 1904 წლიდან ბრიგადირი. 29) ბეგლარ წულეისკირი, სენაკის მაზრა, სოფელი ეკი, 1915 წლიდან მექანიკოსი. 30) მიხეილ ხურცილავა, სენაკის მაზრა სოფელი სალხინო, 1914 წლიდან ინსტრუქტორი. 31) არსენ მიხეილისძე ქიქოძე, ბახვი, 1910 წლიდან ოსტატი. 32) მელიტონ ალექსანდრეს ძე ანდღულაძე, ბახვი, 1908 წლიდან განყოფილების გამგე. 33) პროკოფი იაკობის ძე ოზეროვი, თბილისი, თავადი, 1916 წლიდან ჩაის ფაბრიკის განყოფილების გამგის თანაშემწე. 34) კალისტრატე ნიკოს ძე კეჭაყმაძე, ოზურგეთი, სასულიერო პირი, 1901 წლიდან ოსტატი. 35) ტროფიმე ანდრიაძე პატარავა, ამაღლება, ოსტატი. 36) ირაკლი იოსების ძე სურგულაძე, დვაბზუ, 1917 წლიდან ოსტატი. 37) ნიკოფორე ზურაბის ძე მანჯგალაძე, ქუთაისი, 1915 წლიდან ელექტრიკოსი. 38) გიორგი გურგენაძე, ჩოჩხათი, 1907 წლიდან მედროგე. 39) ალექსანდრე დავითის ძე ხომერიკი, ბახვი, 1912 წლიდან მედროგე. 40) გრიგორი იასეს ძე დევიძე, სოფელი ქვარხამი, მთარგმნელი. 41) ნიკიფორე პავლეს ძე ვასაძე, შემოქმედი, 1917 წლიდან ოსტატი. [ასს. ფ. ი-22, ან. 1, ს. 403, ფურც. 15]

1916 წლის 22 ნოემბერს გენერალ-ლეიტენანტ ვოლსკის განკარგულებით ის ჯარისკაცები, რომლებიც ნებადაურთველად მიატოვებდნენ საჯარისო ნაწილებს, ჩამოერთმევოდათ სახელმწიფო ულუფის მიღების უფლება, ის  ვინც შეიფარებდა გაქცეულებს, მიეცემოდა სამხედრო პასუხისმგებლობაში. საჯარისო ნაწილებიდან ნება დაურთველად წასულ სამხედრო მოსამსახურეებს ასამართლებდნენ სამხედრო დროისკანონით  [ასს. ფ. ი-22, ან. 1, ს. 403, ფურც. 86]

1917 წლის 30 მაისს ჩაქვის საუფლისწულო მამულის ადმინისტრაცია სთხოვს ბათუმის სამხედრო კომისარს, რომ მუშები, რომლებიც მუშაობდნენ ბათუმი-ტრაპეზუნდის სამხედრო რკინიგზის მშენებლობაზე არ გაიწვიონ რუსის ჯარში, რადგან აღნიშნული გზის მშენებლობის ლიკვიდაცია მოხდა.  ქართველებს შორის დასახელებულია იოსებ ანტონის ძე ორაგველიძე, აქვსენტი ხარლამპის ძე ასკურავა, გერმანე გიორგის ძე ორაგველიძე, პორფირე ივანის ძე კალანდარიშვილი, მელქისედეკ პავლეს ძე ტიკარაძე, ივლიანე დავითის ძე მშვიდობაძე, დიმიტრი მიხეილის ძე გოგუაძე, თეოფილე საბას ძე ფირცხალაიშვილი, გიორგი ზაალის ძე ფირცხალაიშვილი, ფილიპე სოფრომის ძე თავდიშვილი, სამსონ იესეს ძე ხიტირი, ვასილი ივანეს ძე გუჯაბიძე, ირაკლი ლუკას ძე პიპაიშვილი, ლუკა მიხეილის ძე გოგუაძე. [ასს. ფ. ი-22, ან. 1, ს. 403, ფურც. 180]

1914 წლის 27 ნოემბერს გამოქვეყნდა კავკასიის არმიის მთავარსარდალ, გრაფ ვორონცოვ დაშკოვის ბრძანება ბათუმის ოლქში მცხოვრები ადგილობრივი და უცხოელიმოქალაქეების ვალდებულებებისშესახებ.  სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა ყველ იმ პირს  1) ვინც შეუერთდებოდა თურქთა რაზმებს და ხელს აღმართავდა რუსეთის არმიის წინააღმდეგ ან ზიანს მიაყენებდა ფოსტა ტელეგრაფს, ხიდებს, გზებს, გაანადგურებდა იარაღის საწყობს, გადასცემდა რუსეთის მტერს ცნობას არმიის განლაგების და რაოდენობის შესახებ დასაერთოდ ვინც ჩაიდენდა პროვოკაციულ ქმედებას რუსეთის არმიის წინააღმდეგ. კატორღა ემუქრებოდა ყველა იმ პირს, ვინც რუსეთის მტერს გაუწევდა მეგზურობას, დაეხმარებოდა საკვებით, იარაღით, ცხენით და საქონლით, ვინც შეუერთდებოდა თურქებს და ჩაიდენდა ყაჩაღობას, მკვლელობას და ა.შ. გამონაკლისის გარეშე დამნაშავე პირის ოჯახის წევრებს ასახლებდნენ კავკასიის გარეთ და მათი ქონება გადაეცემოდა სახელმწიფოს საკუთრებაში.

ჯერ კიდევ 1906 წლის 21 მაისს ბათუმის დაცვის უფროსი ქალაქის მერს ადრონიკაშვილს, ქალაქის მმართველობის წევრებს ჟურულს და ვოლსკის აფრთხილებდა, რომ სამხედრო პირებზე თავდასხმის შემთხვევაში მოსახლეობის წინააღმდეგ რეპრესიები განხორციელდებოდა [ასს. ფ. ი-82, ან. 1, ს.10, ფურც. 5]

1908 წელს ბათუმის დაცვის უფროსი იუწყებოდა, რომ ბათუმის ვაჟთა გიმნაზიის შენობაში მოხდა აფეთქება და დაიწყო არეულობა. სამხედრო გუბერნატორის ბრძანებით გიმნაზიიდან გააძევეს მასწავლებლები და დახურეს უფროსი საფეხურის კლასები. მოსწავლეებმა გააპროტესტეს თანასკოლელი გუგუშვილის გარიცხვა. პედსაბჭომ მოსწავლის გარიცხვის მიზეზად დაასახელა ფრანგულის მასწავლებელ საბიოს მიმართ უხეში მოპყრობის ფაქტი. ვაჟთა გიმნაზიის დირექტორი იყო გერცი. სოციალ-დემოკრატიული, სოციალ-რევოლუციური და სომხური ,,დაშნაკცუტუნის“ ახალგაზრდა ორგანიზაციიების სახელით ბათუმში გავრცელდა ანტისახელისუფლებო  ხასითის პროკლამაციები. ,,დაშნაკცუტუნის“ ახალგაზრდა ორგანიზაციას გააჩნდა ჟურნალი ,,ბრძოლა’, რომელსაც ეპიგრაფად წამძღვარებული ჰქონდა სიტყვები ,,სიკვდილი ან თავისუფლება“ . ჟურნალი ერევანში იბეჭდებოდა. პროტესტანტ ქართველ ახალგაზრდებს შორის დასახელებულნი არიან ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ბერძენიშვილი და ალექსანდრე ციცნცაძე [ასს. ფ. ი-82, ან. 1, ს. 10, ფურც. 51]

რუსებივერ ეგუებოდენ და ებრძოდნენ აჭარაში მოღვაწე დამსახურებული ავტორიტეტის მქონე პიროვნებებს. ერთი ამათგანი იყო ექიმი ტიმოთე პერიკლეს ძე ტრიანტაფალიდესი. ეს კარგად იცოდნენ პროვოკატორებმა. მათ მოაწყვეს ექიმის გატაცება და მის მეუღლეს ვერა ლაზარევას (აჭარაში პირველი გინეკოლოგი ქალი) მოსთხოვეს გამოსასყიდი 30 000 რუბლი. შემსრულებლებმა საწადელს, რომ ვერ მიაღწიეს, მსხვერპლად ქცეულ ექიმს ყელი გამოჭრეს და გვამი სოუქ-სუს მიდამოებში დააგდეს. ამ შემზარავ ფაქტს დაპირისპირება მოჰყვა სომხებსა და აფხაზებს შორის. რუსები აკვირდებოდნენ და სწავლობდნენ მუსულმან ქართველთა ხასიათს. მათი დაკვირვებით მუსულმან ქართველებთან საჭირო იყო თანმიმდევრული, მიზანმიმართული და შეუპოვარი მუშაობა, რადგან მათი აზრით ისინი ძნელათ ეგუებოდნენ ახალს, ხოლო თუ მას მიიღებდნენ, მაშინ მას მტკიცედ იცავდნენ  [ასს. ფ. ი-82, ან. 1, ს. 10, ფურც. 51-56]

1925 წლის 14 სექტემბერს აჭარის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის ბრძანებით როსტოვში გადასახლებულ ხიმშიაშვილებს, საბჭოთა ხელისუფლებისგან გაქცეულებს,აჭარაში დაბრუნების და ცხოვრების ნება დართეს მხოლოდ იმ პირობით, რომ მათზე არსებული უძრავი ქონება გადაეცემოდა სახელმწიფოს და ისინიარ იცხოვრებდნენ ხულოს მაზრაში. ხიმშიაშვილებს შორის დადსახელებულია: ასლან ბეგ მურთაზის ძე, ჯეფერ ბეგ შერიფის ძე, ჯელილ ბეგ ჯემალის ძე, ხასან ბეგ თეიმურაზის ძე, დევრიშ ბეგ თემურის ძე, ნიაზ ბეგ ჯემალის ძე ხიმშიაშვილები.[ასს. ფ. პ-1, ან. 1, ს. 78, ფურც. 307]

აჭარცაკის 1925 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით ქედიდან გასახლებულ თემურ ბეგ შერვაშიძეს, დედი ბეგ ბეჯანიძეს, ფიზულ ბეგ სურმანიძეს, შუქრი ბეგ შერვაშიძეს აჭარაში დაბრუნების ნება დართეს. [ასს. ფ. რ-4, ან. 1, ს. 99, ფურც. 10]

1912 წლის 20 ნოემბერს ბათუმის ოლქის უფროსი სამხედრო გუბერნატორს აცნობებდა, რომ სხალთის ხეობაში რელიგიური ნიშნით ვრცელდებოდა ანტირუსული პროკლამაციები, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ქართველმა მუსულმანებმა უნდა ილოცონ თურქეთის წარმატებისთვის და რუსეთის განადგურებისთვის. ბაღჩისარაისში გამოცემულ გაზეთ ,,თარჯიმანს“ (რედაქტორი რიზა ედინ ეფენდი) ეპიგრაფად წამძღვარებული ჰქონდა სიტყვები : ,, ხელისუფლება მოდის და მიდის, აიღებენ და არმოგცემენ“გაზეთი მოსახლეობას მოუწოდებდა ეცლოცად ღმერთის სახელით, რომ თურქეთმა მტრებს წაართვას კავკასიის მიწები, რომლებიც ადრე მათ ეკუთვნოდათ [ასს. ფ. ი-82, ან. 1, ს. 17, ფურც. 19]

1913 წლის 27 მაისს ჟანდარმთა კორპუსის როტმისტრი როზალინ სოლშანსკი იუწყებოდა, რომ ჯემალ ბეგ ხიმშიაშვილი და მისი ოჯახი რუსების მიმართ იყო კეთილგანწყობილი, რაც განსაკუთრებით გამომჟღავნდა რუსეთის პირველი რევოლუციის დროს, როცა მეზობელ გურიაში ალიხანოვ ავარსკის რუსის ჯარებმა იარაღის ძალით ჩააქრეს შეიარაღებული აჯანყება. აჭარაში კი ამ დროს იყო სიმშვიდე. აჯანყების მსვლელობის დროს მოსახლეობის ერთი ნაწილი გუბერნატორს დახმარებას სთავაზობდა, რაც მათდამი უნდობლობის გამო, რუსების მიერ უარყოფილი იქნა [ასს. ფ. ი-82, ან. 1, ს. 17, ფურც. 44]

ზემოდ მოცემული დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოში რუსეთის კოლონიური მმართველობის (,,დაჰყავი და იბატონე“) უტყუარ გამოხატულებას, რომელიც ემსახურებოდა მოსახლეობის დაპირისპირებას და მიმართული იყო საქართველოს ერთიანობის წინააღმდეგ. არსებულ დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია რუსეთის პირველი რევოლუციის დროს განვითარებულ მოვლენებზე, ხოლო თვით დოკუმენტი გამოქვეყნებულია პირველი მსოფლიო ომის წინ, როცა რუსეთმა აჭარლები ღალატში დაადანაშაულა.

რუსეთის პირველი რევოლუციის დროს საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საინტერესოა მემედ აბაშიძის მოგონება. იგი იხსენებს, რომ 1904 წელს ბათუმში ჩამოვიდა სანდრო გაბუნია და შექმნა სოციალ-ფედერალისტების პარტიის ბიურო, რომლისხელმძღვანელობა მას დაავალეს.განმათავისუფლებელ მოძრაობას ამიერკავკასიის მოსახლე ყველა ეროვნება შეუერთდა. ეროვნული მოძრაობა დღითი დღე იზრდებოდა, ხოლო მისი შესუსტებისთვის რუსეთი სიძულვილს და მტრობას თესდა ეროვნებებს შორის და მიზანსაც აღწევდა. მემედ აბაშიძე იხსენებს, რომ ერთ დღეს მასთან მივიდ 100 სომეხი, მათ შორის ქალები და ბავშვები, რომლებიც ტიროდნენ და აცხადებდნენ, რომ  მუსლიმებმა წითელი საღებავით მონიშნეს მათი სახლები და ისევე როგორც თურქეთში, აქაც უპირებდნენ მათ ამოჟლეტას. სომხები მემედ აბაშიძეს დაცვას და დახმარებას თხოვდნენ. მემედ აბაშიძემ მათ განუმარტა, რომ აჭარა არც თურქეთია და არც აზერბაიჯანი და სანამ ცოცხლები არიან, აჭარაში ეს არმოხდება. სინამდვილეში გუბერნატორ ფონპარკაუს ბრძანებით მოქმედებდნენ პოლიციის აგენტები. მემედ აბაშიძის ჩარევის შემდეგ ეს პროვოკაცია ვერ განხორციელდა [ასს. ფ. ი-82, ან. 1, ს. 34, ფურც. 11]

1924 წელს საქართველოში და მის გარეთ არსებული ძალების მთავარ მიზანს წარმოადგენდა დამოუკიდებლობის აღდგენა. 1924 წელს გურიაში გამოსვლებმა მასიური ხასიათი მიიღო. აჭარის ხელისუფლებამ გურიის რაზმის შემოსვლის შიშით გადაკეტა ბახმარო – ზოტის გზა. 1924 წლის 28 გავიტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით ოზურგეთში ეროვნული ძალების წიინააღმდეგ იბრძოდა ტყვიამრფქვევებით შეიარაღებული 400 კომუნარი, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ქავთარაძე, კილაძე, ახალაძე, რამიშვილი, ცხომელიძე, კომაროვსკი. კომუნარებმა დაიკავეს ნატანები, სუფსა და 1924 წლის 4 სექტემბერს ოზურგეთში დამატებით შეიყვანეს 100 კაცი. ფოთში შეფიცულთა წინააღმდეგ საბრძოლველად გაგზავნილი იქნა სამხედრო გემი ,,კორშუნი“ და 50 კომუნარი. ბათუმში დააპატიმრეს სამხედრო ორგანიზაციის ხელმძღვანელი წიტაიშვილი, გენერალი ყარალაშვილი, დასავლეთ საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი და ბათუმის  სამხედრო კომიტეტისწევრი საბაშვილი. 1924 წლის 28 აგვისტოს ანტისაბჭოთა გამოსვლა დაგეგმილი იყო ქობულეთში. მიიღეს რა ცნობა ამის შესახებ, ბოლშევიკებმა დაიწყეს მასიური დაპატიმრებები, კერძოდ დააპატიმრეს პარიტეტული კომიტეტის წევრები და სამხედრო შტაბი გენერალ ფურცელაძის ხელმძღვანელობით. ანტისაბჭოთა გამოსვლების წინააღმდეგ მებრძოლ ხუთეულს კორდინაციას უწევდა თახსიმ ხიმშიაშვილი, ხულოში კობახიძე, ქედაში თავდიშვილი, აჭარისწყალში სულუხია, ოზურგეთში ობოლაძე, 1924 წლის 8 სექტემბერს ბათუმში გამართულ მიტინგზე ფილიპე მახარაძემ შეაქო აჭარაში მოქმედი საგანგებო კომისია და იგი წითელი ვარსკვლავის ორდენით დააჯილდოვა [ასს. ფ. პ-1, ან. 1, ს. 232, ფურც. 1]

1925 წლის 4 აპრილს აჭარის სამხედრო კომისარიატი აწარმოებდა 1899-1902 წლებში დაბადებულთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას [ასს. ფ. პ-1, ან. 1, ს. 78, ფურც. 65]

1924 წლის 14 აგვისტოს ბათუმში გამართულ მიტინგზე ვ.ი თოდრიამ აღნიშნა, რომ ქობულეთის აგარაკებში ჩასახლებული იყო მეფის რუსეთის დროინდელი ,, ველიკო დერჟავიკული“  ელემენტები, რომლებიც ვერ ურიგდებოდნენ სახელმწიფოს მიერ მათი კუთვნილი აგარაკების ნაციონალიზაციას [ასს. ფ. პ-1, ან. 1, ს. 232, ფურც. 181]

საუკუნეების მანძილზე საქართველოს შავი ზღვისპირა პორტები რუსეთის და თურქების ინტერესების სფეროში შედიოდა. 1918 წლის 26 თებერვალს ამიერკავკასიის სეიმის სხდომაზე ნოე ჟორდანია აღნიშნავდა,რომ შავისზღისპირა პორტები ჩევენთვის იგივეა, რაც რუსებისთვის პეტროგრადი, სმირნა ოსმალებისთვის. ეს არის ერთადერთი გასავალი შავ ზღვაში და მხოლოდ ამის წყალობით ამიერკავკასიას  კულტურულად და ეკონომიკურად განვითარების შეძლება მიეცა, საზოგადოდ ის ევროპის კულტურულ ქვეყანას დაემსგავსა.

1914 წელს ვაჟა-ფშაველა წერილში ,,პოლიტიკური მსჯელობა’’ რუსეთთან მიმართებაში იმ დასკვნამდე მიდის, რომ თუ რუსეთი ეხლავე, ამთავით რასმე მოგვცემს და რეფორმებს შემოიღებს ჩვენში, ხომ კარგი, თუ არადა შემდეგ ჩვენ ვეღარას ვეღირსებით და არც არაფერს გვაღირსებენ. ამიერიდან რუსეთი გონებაზე მოვა თანდათან და ნამდვილის, ჭეშმარიტი ძლიერებით შეიძლება შეიმოსოს. მაშინ უფრო გაგვიჭირდება ჩვენ მასთან ბრძოლა და ამიტომ ვიდრე სნეული ლოგინში წევსო, ხომ გაგიგონია? და იქვე დასძენს- გამიგონია და ეგრეც არის სწორი. [ვაჟა-ფშაველა 2011:293]

დასკვნის სახით შეიძლება წარმოვაჩინოთ ვაჟა-ფშაველას წერილი: რა არის თავისუფლება?  სადაც იგი ამბობს,რომ დღემდის ჩვენ ცხვრები ვიყავით და ვართ კიდევაც, ხოლო ვინც მგლები არიან, ეს თქვენც კარგად იცით, ჩვენ მოვისურვეთ თავისუფლება. თავისუფლება ცოცხლებისთვის არის ხელსაყრელი და არა მკვდრებისთვის. იგი გამოიხატება ადამიანის მდომა-მისწრაფებაში. თავისუფლება მოქმედებაა, განხორციელებაა ნებისა, აზრისა, გრძნობისა და არა განსვენება, უქმად ყოფნა.თავისუფლება პიროვნებისა და ერის ერთმანეთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. თავისუფლება ხალხისთვის მტარვალთაგან წართმეული ბედნიერებაა. დღეს საქართველოში მწვავედ დგას ომის და მშვიდობის საკითხი. ამაზე უფრო მძიმე მდგომარეობაში ვყოფილვართ, გამოვსულვართ  და ფეხზე დავმდგარვართ. დღეს მთავარია სხვისი მიზნებიდან გამომდინარე, არ გავხდეთ ზვარაკად შესაწირი ხალხი.

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 63
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 54
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 53
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 53
    მიხეილ ხერგიანის გახსენებაავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
  • 52
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…

არ გამოტოვოთ