2022 წლის 22 აგვისტოს კურორტ ბახმაროს ცენტრალურ ქუჩაზე 4.5 კილომეტრის
სიგრძის მონაკვეთზე ენერგო ეფექტური LED განათების სისტემა შეამოწმეს
ინვესტორებმა. კომპანია ბახვი ჰესის, რომელიც მდინარე ბახვისწყალზე ორი
ჰიდროელექტროსადგურის პროექტის (ბახვი 1 და ბახვი 2) განმახორციელებელი
კომპანიაა და USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის
წარმომადგენლებმა პროექტი ჩაიბარეს და საკუთრებაში გადასცეს ჩოხატაურის
მუნიციპალიტეტს. ღონისძიებას ესწრებოდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი,
დავით შარაშიძე და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს
წარმომადგენლები.
კურორტი ბახმაროს ცენტრალური ქუჩის განათება ბახვი ჰესის სოციალური
პროგრამირების ნაწილია, რომლის ფარგლებშიც კომპანია დაპირდა მოსახლეობას
ბახმაროში განათების სისტემის დამონტაჟებას. აღნიშნული პროექტი, ბახვი ჰესმა
პარტნიორ ორგანიზაციასთან, USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის
პროგრამასთან ერთად განახორციელა. პროექტი 2022 წლის 1 ივლისს დაიწყო და
საკმაოდ სწრაფი ტემპით დასრულდა. დამონტაჟდა და ენერგოეფექტური LED
განათების სისტემით აღიჭურვა 128 ცალი ახალი ბოძი. ეს კი, თავის მხრივ გულისხმობს,
ბახმაროს დასახლებული ნაწილის, კერძოდ, სატყეო და აჭარის ქუჩების ახალი სისტემით
განათებას. პროექტი, რომელიც სექტემბრის ბოლოსთვის უნდა დასრულებულიყო, უკვე
ოფიციალურად ჩაბარდა ადგილობრივ მუნიციპალიტეტს და მოსახლეობასა. მიღება –
ჩაბარების აქტზე ხელი ერთის მხრივ USAID-ის ენერგეტიკული მომავლის
უზრუნველყოფის პროგრამის უფროსმა ალექსეი სანკონსკიმ, ბახვი ჰესის დირექტორმა,
გიორგი აბრამიშვილმა და მეორეს მხრივ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით
შარაშიძემ მოაწერეს.
„მოგეხსენებათ, USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის
პროგრამასთან თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი ჩვენმა კომპანიამ 2021 წლის 25
ოქტომბერს გააფორმა. მოხარული ვარ, რომ ჩვენმა გუნდებმა უნიკალური პროექტი
მოიფიქრეს ბახმაროსთვის. ენერგოეფექტური სისტემით ცენტრალური ქუჩის განათება
საჭირო და დროული იყო, რადგან სრულად იყო ამორტიზირებული ძველი სისტემა. 4.5
კილომეტრიან მონაკვეთზე გამოვცვალეთ ბოძები, სულ 128 ცალი, ელექტროგადამცემი
ხაზი, რომლიც მიწაში მოთავსდა მეტი დაცულობისთვის და დავამონტაჟეთ
ენერგოეფექტური სისტემა. აღსანიშნავია, რომ ბახვი ჰესის სოციალური პროგრამის
თანახმად, პროექტზე ადგილობრივი მოსახლეობის, კონკრეტულად კი სოფელ
ჩხაკაურაში მაცხოვრებელი 8 ადამიანის დასაქმება მოხდა. მადლობა მინდა გადავუხადო

ჩვენს პარტნიორს USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამას,
რომ გაიზიარა ჩვენი ინიციატივა და ერთობლივი ძალისხმევით ბახმაროს ვაჩუქეთ
პროექტი, რომლიც მდგრადია თავისი ხასიათით და გრძელვადიანად იქნება აქ
მაცხოვრებელი თუ დასასვენებლად ჩამოსული მოსახლეობის სამსახურში“ _განაცხადა
ბახვი ჰესის დირექტორმა, გიორგი აბრამიშვილმა.
„ბახმაროს ენერგოეფექტური LED განათებების საპილოტე პროექტი
მნიშვნელოვანია სოფლის მაცხოვრებლებისა და ზოგადად ბიზნესის
უსაფრთხოებისთვის. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს ენერგოეფექტური განათების
გამოყენებას იმ რაიონებში, რომლებსაც აქვთ გაზრდილი ტურიზმის პოტენციალი“ –
განაცხადა ალექსეი სანკოვსკიმ USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის
პროგრამის ხელმძღვანელმა.
კურორტ ბახმაროს ცენტრალურ ქუჩაზე, ახალი ენერგოეფექტური LED სისტემის
ანთება 2022 წლის 22 აგვისტოს საზეიმო ვითარებაში შედგა. ღონისძიებას დაესწრნენ
ჩოხატაურის მერი დავით შარაშიძე, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, USAID-
ის, USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის და ბახვი ჰესის
წარმომადგენლები. პროექტი ბახვი ჰესისა და USAID-ის ენერგეტიკული მომავლის
უზრუნველყოფის პროგრამის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა და ბახვი ჰესის
სოციალური პროგრამის ნაწილს წარმოადგენს.

მსგავსი სტატიები

  • 62
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 62
    ახალი ენერგოეფექტური LED განათება ბახმაროშიკურორტ ბახმაროს დამსვენებლები, სოციალურ ქსელში ღამის ბახმაროს ფოტოებს ავრცელებენ, სადაც ახალი LED განათების სისტემა ჩანს. ენერგოეფექტური LED განათების სისტემა ბახვი ჰესისა და USAID-ის ენერგეტიკული მომავლის პროგრამის ინვესტიციით გახორციელდა. 4,5-კილომეტრიან მონაკვეთზე გამოიცვალა 128 განათების ბოძი, ელექტრო კაბელი მოთავსდა მიწის ქვეშ და დამონტაჟდა სრულად ენერგოეფექტური, LED განათების სისტემა.
  • 59
    კურორტ ბახმაროში ლედ განათების სისტემა დამონტაჟდებაკავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგსა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამას შორის 2021 წლის 25 ოქტომბერს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, კურორტ ბახმაროს ცენტრალურ ქუჩაზე 4.5 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე ლედ განათების სისტემა დამონტაჟდება. საპროექტო არეალი დაათვალიერეს „ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის“ პროექტის, USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის  და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა.…
  • 56
     ბახვი ჰესის ინიციატივა - USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოებისა და ენერგეტიკული მომავლის პროექტებთან პარტნიორობა და ერთობლივი პროექტები   ბახვი ჰესის ინიციატივით, საინტერესო პარტნიორობა შედგა კომპანიასა და  საერთაშორისო ორგანიზაციის, USAID-ის ორ პროექტთან. კერძოდ, 2021 წლის ოქტომბერში ბახვი ჰესმა გააფორმა თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი USAID -ის ეკონომიკური უსაფრთხოებისა და ენერგეტიკული მომავლის პროგრამებთან.  მემორანდუმის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ რამდენიმე პროექტის ერთობლივად განხორციელებაზე, რაც კერძო და საჯარო პარტნიორობის საუკეთესო მაგალითია.   2022 წლიდან…
  • 55
    კურორტ ბახმაროს ცენტრალური ქუჩის 4.5 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთი ენერგო ეფექტური LED განათების სისტემით განათდა.  განათებული ლამპიონები 19 აგვისტოდან  მოსახლეობის და ბახმაროს სტუმრების ფოტო კამერების ობიექტივებში ხვდება და სოციალურ ქსელშიც აქტიურად ზიარდება. ჩვენ მოვამზადეთ ვიდეო, რომლის ფარგლებშიც გაიცნობთ პროექტის ინვესტორ კომპანიებს, კერძოდ ბახვი ჰესსის და USAID - ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის…