დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად ლაითური-ნარუჯის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ენმ  წევრმა რაინდი დუმბაძემ დატოვა.

რაინდი დუმბაძემ სხდომის დასაწყისში სთხოვა საკრებულოს თავმჯდომარეს მისთვის მიეცათ სიტყვა, რაზედაც უარი მიიღო.

_ რეგლამენტის თანახმად, რომ დასრულდება სხდომა, ყველა დეპუტატი ადგილზე იქნება და მოგცემთ სიტყვას _უპასუხა დავით დარჩიამ.

_არ მაქვს არანაირი ინტერესი, ხელი შევუშალო საკრებულოს საქმიანობას. რამდენიმე სხდომის წინ ხომ თქვენ განაცხადეთ, რომ სხდომის დასაწყისში ყველას მოგვეცემოდა უფლება გაგვეკეთებინა განცხადება _ უთხრა დარჩიას დუმბაძემ…

სხდომა დუმბაძესთან ერთად,ფრაქცია  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სხვა დეპუტატებმაც დატოვეს.

რაინდი დუმბაძემ სხდომის დატოვების შემდეგ მედიასთან განაცხადა:

_ბატონმა დავით დარჩიამ რამდენიმე სხდომის წინ დაგვპირდა, რომ სხდომის დასაწყისში ყველას მოგვეცემოდა განცხადების გაკეთების საშუალება.

ჩემს მაჟორიტარულ ოლქში არსებულ პრობლემებზე მინდოდა გამეკეთებინა განცხადება. სხდომის თავმჯდომარემ არ მომცა სიტყვა და მირჩია, სხდომის დასრულების შემდეგ მომცემდა სიტყვას. ამ დროს ბევრი დეპუტატი დარბაზში აღარ არის.

ლაითური-ნარუჯის მაჟორიტარულ ოლქში მთავარი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურაა. მინდოდა გამეცნო ეს პრობლემები საკრებულოსათვის, რომ შემდეგ მისი აღმოფხვრა მოხდეს.

კონკრეტულად კი, _ შიდა გზების პრობლემაა.

მაგალითად ოზურგეთიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადა 10-15 წუთში ამოდის ლაითურის ცენტრში. იქედან კი, მაგალითად მე-9 რაიონამდე 2 კილომეტრის გავლას 20 წუთზე მეტი აგვინდება. ეს მინდოდა მეთქვა _გვითხრა რაინდი დუმბაძემ.

მსგავსი სტატიები

  • 64
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 64
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 61
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 61
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 59
    იმ ადამიანის მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ, უსამართლოდ გამოტანილ განაჩენს _დახვრეტას ჩამოხრჩობით რომ შეუცვლიან28 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…

არ გამოტოვოთ