სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ლევან ჯაფარიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან ფეისბუქგვერდზე შემდეგი ტექსტი გაავრცელა:
ბოლო ერთი წლის მანძილზე მომიწია მუშაობა და ცხოვრება საქართველოს ულამაზეს კუთხეში-გურიაში. ბევრი სათქმელი დამიგროვდა და არც კი ვიცი, შევძლებ თუ არა იმ ყველაფრის გადმოცემას რაც ,ამ ხნის, განმავლობაში ვნახე და შევიგრძენი, უმაგრესი და უთბილესი ადამიანებისგან. უამრავი მეგობარი შევიძინე და დაუვიწყარი დღეები გავატარე მათთან.
ჩემო თანამებრძოლებო, ჩემო მეგობრებო, მადლობა, თითოეულ თქვენგანს საერთოდ ყველაფრისთვის, თქვენ მომეცით საშუალება, შემეგრძნო გურია თავისი განსაკუთრებულობით.
მინდა სიყვარულით და პატივისცემით უდიდესი მადლობა ვუთხრა სახელმწიფო რწმუნებულს, ბატონ გიორგი ურუშაძეს, რომელმაც მომცა შესაძლებლობა, მასთან და ჩვენი გუნდის სხვა წევრებთან (ავთო თალაკვაძესთან,ალეკო სარიშვილთან, დათო შარაშიძესთან,ირაკლი კუჭავასთან, დავით დარჩიასთან და ბესიკ ტაბიძესთან )ერთად განმეხროციელებინა არაერთი იდეა თუ პროექტი, ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის. ქედს ვიხრი მუნიციპალიტეტებისა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ყველა თანამშრომლის წინაშე, რომლებთან ერთადაც მომიწია მუშაობა გურიაში ყოფნის დროს. ჩვენ, ერთად ვცდილობდით მაქსიმალურად დავხარჯულიყავით და კიდევ უფრო მეტი გაგვეკეთებინა გურიის რეგიონისთვის.
ვტოვებ გურიას… ცხოვრებაში დგება ისეთი მომენტი, როცა საინტერესო საქმესთან ერთად, გიწევს საყვარელ ადამიანებთან განშორება, მაგრამ აუცილებლად ვიქნები გურიისა და გურულების მხარდამჭერი ყველგან და ყოველთვის. მაქსიმალურად ვეცდები ჩემს თბილ, იუმორით აღსავსე, კოპწია მოკრიმანჭულე გურულებს, ოდესმე ორმაგად დავუბრუნო ამ დროის განმავლობაში, მოცემული სითბო, სიყვარული და განცდები.
„აქ მზეც კი უფრო სხვანაირია
უფრო თბილია, უფრო ტკბილია,
გული ოცნებით გადაირია…
გული ვარდებით- დაბარდნილია.
მე- აქაურზე, აქაური ვარ
მე- გურიაში მყოფნა მწყურია,
რადგან გურია თავისუფლების
და სილამაზის ნავსადგურია.
ამიერიდან აქ დავსახლდები,
ჩემი სამშობლო არის გურია…
სტუმარს, მოყვარეს აქვე დავხვდები,
მე სხვა სამშობლო არა მწყურია.“ – გიორგი ლეონიძე.

მსგავსი სტატიები

  • 94
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 91
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 91
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 90
    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება…
  • 90
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…