2022 წლის  7სექტემბერს,ბახვი ჰესის მენეჯმენტის დაკომპანიის ჰიდროენერგეტიკული პროექტებისგარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს მორიგი,შეხვედრა გაიმართა.ბახვი ჰესის გენერალურმა დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა  მრჩეველთა საბჭოს გააცნო ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის გზშ-ს ანგარიშის მომზადების პროცესი, ასევე წარადგინა მრჩეველთა საბჭოს ახალი წევრი, ალა მარი, რომელიც ჩხაკაურას საჯარო სკოლის დირექტორია.

შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებმა მრჩეველთა საბჭოს წევრებს გააცნეს კომპანიის მიერ მართული პროექტების განვითარების ფაზებიდა სამომავლო გეგმები.ბახვი ჰესის გენერალურმა დირექტორმა სპეციალურად საბჭოს წევრებისთვის მოდერაცია გაუწია ინტერაქციულ განხილვას, რომლის ფარგლებშიც მიმოიხილეს ენერგეტიკის სექტორში არსებული მითები,თუ რა უარყოფით გავლენას ახდენს დეზინფორმაცია და მითებიქართული ენერგეტიკის სფეროს განვითარებაზე.

„საკმაოდ საინტერესო განხილვა გამოგვივიდა მრჩეველთა საბჭოს წევრების მონაწილეობით. ჩვენთვის, როგორც დეველოპერებისათვის, ფრიად სასარგებლო იყო მოსმენა, თუ რა მითები არსებობს ჩვენს საზოგადოებაში და ამ მითების საპირწონედ რა რეალობა გვაქვს. ბევრი ჩვენთვის დამაფიქრებელი აქცენტი გაკეთდა. ცხადია და არახალია, რომ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან. აქვე აღვნიშნავ, რომ საინტერესო პროცესია, რომლის დროსაც ორივე მხარე იღებს ახალ ინფორმაციას და იზრდება.ამ გადასახედიდან, ჩვენ ბევრი მითი მოვიტოვეთ უკან, კონკრეტულად გურიის მაგალითზე. “ _ განაცხადა, ბახვი ჰესის დირექტორმა, გიორგი აბრამიშვილმა.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა ლელა მდინარაძე, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელია საბჭოში. მან საბჭოს წევრებს გაუზიარა ის დადებითი შეფასებები, რომელიც ბახმაროს ლედ განათების პროექტის  შესახებ გაკეთდა ბახმაროსა თუ ჩოხატაურის ადგილობრივი მოსახლეობის მიერ.

მრჩეველთა საბჭოს წევრებმა იხილეს ვიდეო, სადაც ნაჩვენები იყო ბახმაროს ლედ განათების პროექტის ვიდეო მიმოხილვა.

საბჭოს შეხვედრები ბახვი ჰესის ინიციატივით იმართება და ემსახურება ერთის მხრივ საბჭოს წევრებისთვის პროექტების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის დროულად და ეფექტიანად მიწოდებას, მეორეს მხრივ კი მათგან საინტერესო მოსაზრებების და რეკომენდაციებსი მოსმენას. შეხვედრა ოზურგეთში, ბახვი ჰესის ოფისში გაიმართა.

შეგახსენებთ, ბახვი ჰესის გარემოს დაცვითი და სოციალური საკითხების  მრჩეველთა საბჭო კომპანიის ინიციატივით შექმნილი სათათბირო ორგანოა, რომლის მიზანიცაა,  დაინტერესებული მხარეების მეტი ჩართულობა და ჰიდროელექტროსადგურების პროექტების მეტი გამჭვირვალობა. საბჭო ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებიდან ნომინირებული 12 დამოუკიდებელი წევრისაგან შედგება. საბჭოში სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები არიან გაერთიანებულები, კერძოდ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია და ბიზნესი.

დაფინანსებული ფართი 

 

 

 

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 81
    ბახვი ჰესის პროექტების მრჩეველთა საბჭოს სამუშაო შეხვედრა  2022 წლის 5 აგვისტოს, ბახვი ჰესის მენეჯმენტის და კომპანიის ჰიდროენერგეტიკული პროექტების გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს მორიგი, გასვლითი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებმა მრჩეველთა საბჭოს წევრებს გააცნეს კომპანიის მიერ მართული პროექტების განვითარების ფაზები და სამომავლო გეგმები.  მხარეებმა იმსჯელეს და განიხილეს ახალი გამოწვევები და პროექტით დაინტერესებული მხარეებისთვის აქტუალური საკითხები.…
  • 80
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 78
    „ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის“ პროექტის გარემოს დაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა2022 წლის 3 თებერვალს, „ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის“ ოზურგეთის პროექტის მენეჯმენტის ინიციატივით გარემოს დაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო, საბჭოს წევრებისთვის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის გაზიარება. შეგახსენებთ, „ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის“ გზშ-ს ანგარიში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩაბარდა 2021 წლის 20 დეკემბერს და…
  • 72
    ბახვი ჰესის მრჩეველთა საბჭოს სამუშაო შეხვედრა2022 წლის8ივნისს, ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის ოზურგეთის ოფისში (მ. კოსტავას 25, ოზურგეთი) პროექტის მენეჯმენტისა და გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო,მრჩეველთა საბჭოს წევრებისთვის  ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის სკოპინგის ანგარიშისწარდგენის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. კომპანიამ სკოპინგის ანგარიში გარემოს ეროვნულ სააგენტოში განსახილველად 2022 წლის 2 ივნისს წარადგინა. კომპანიის მენეჯმენტის…
  • 71
    ახალქალაქი ჰესი - კომპანია CCEH -ის მშენებარე პროექტი ახალქალაქშიკავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის (CCEH)პორტფელი ოპერირებად („ბახვი 3 ჰესი“ და „ლახამი ჰესი“), მშენებლობის ეტაპზე („ახალქალაქი ჰესი“) და შესწავლის სტადიაში („ბახვი 1 ჰესი“) არსებულ ჰიდროელექტროსადგურებს მოიცავს. „ბახვი 1“ ჰიდროელექტროსადგურის პროექტის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს წევრები 2021 წლის 8-9 სექტემბერს, ახალქალაქს სტუმრობდნენ.ვიზიტის დროს,მრჩეველთა საბჭოს წევრები, სხდომის ფარგლებში, რომელიც ახალციხეში…