ავტორი ქეთევან კუკულავა

დრიფტი- ჯაბა სოროზანაშვილის სერიოზული გატაცებაა.

ჯაბა სოროზანაშვილმა 2014 წელს დაამთავრა ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლა, შემდეგ კი სწავლა განაგრძო ტექნიკურ უნივერსიტეტში. იგი პროფესიით მშენებელი ინჟინერია.

ჯაბა ავტომობილებით ბავშვობიდან იყო დაინტერესებული და ყოველთვის ცდილობდა საჭესთან ხშირი შეხება ჰქონოდა. 10 წლიდან დაიწყო მანქანის დამოუკიდებლად მართვა და სპორტული ელემენტების შესწავლა. მას შემდეგ დიდი ინტერესი გაუჩნდა მონაწილეობა მიეღო ოფიციალურ შეჯიბრებებში.

2014 წელს შედგა ჯაბა სოროზანაშვილის პირველი შეჯიბრი და საოჯახო მანქანით, რომელსაც მხოლოდ გადაადგილების დანიშნულება ჰქონდა, მონაწილეობა მიიღო წყვილთა რბოლაში და წარმატებაც მოიპოვა. შემდეგ შეიძინა სპორტული მანქანა, რომლითაც თამამად შეეძლო პაექრობა სხვა მრბოლელებთან.

წყვილთა რბოლების შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო, ბედი ეცადა დრიფტში, რომელიც ავთო სპორტის ყველაზე სანახაობრივი სახეობაა. 2019 წელს მისი დებიუტი შედგა სპორტის ამ სახეობაში. აღმოჩნდა, რომ დრიფტი მისთვის ძალიან კომფორტული იყო და სპეციალისტების დიდი მოწონებაც დაიმსახურა. ჯერ მოყვარულთა კლასში იყო. 2022 წლის დასაწყისში კი აიღო პროფესიონალი მრბოლელის ლიცენზია და ამჟამად ჩართულია საქართველოს დრიფტის სერიების პროფესიონალთა კლასში.

2022 წლის – 11 სექტემბერს ჩატარდა შეჯიბრი ( kind of drift) რომელშიც 40 – მდე მოყვარული და პროფესიონალი მრბოლელი მონაწილეობდა. შეჯიბრში ჯაბა სოროზანაშვილმა პირველი ადგილი მოიპოვა. ვულოცავთ ნიჭიერ ახალგაზრდას ამ გამარჯვებას და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ.

 

 

 

 

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 71
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 69
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 57
    1964. პირველი ტრიუმფი! "ლელოს" რეპორტაჟი ტაშკენტიდან: „დინამოელები ნიაღვარივით ანგრევდნენ „ტორპედოს“ დაცვის ყველა ჯებირს1964 წლის 18 ნოემბერს, თბილისის „დინამომ“პირველად მოიპოვა სსრ კავშირის ჩემპიონის წოდება. იგი გადამწყვეტ მატჩში, ნეიტრალურ მოედანზე,  ტაშკენტში „პახტაკორის“ სტადიონზე მოსკოვის „ტორპედოს“ შეხვდა.დანარჩენს ამ ისტორიული მატჩის შესახებ, რომელიც „ოქროს მატჩის“ სახელით შევიდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში,  გაზეთ „ლელოს“ სპეციალური კორესპონდენტები მ. კაკაბაძე და ბ. ქორქიას რეპორტაჟი მოგითხრობთ. „მატჩის დაწყების დრო ამ დღეს…
  • 55
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 53
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…