საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ოზურგეთის ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში,ოზურგეთისსაჯარო სკოლების პედაგოგებისთვის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მოწვეულმა მომხსენებელმა, „სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა, ჟურნალისტმა და სამხედრო ექსპერტმა გიორგი ცხვიტავამ ნატო – საქართველოს ურთიერთობებსა და არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ღია კარის პოლიტიკასა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მიღწევებზეისაუბრა. ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს მონაწილეობაზე, საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების უალტერნატივობასა და სამომავლო პერსპექტივებზე.

შეხვედრას მოდერაცია გაუწია საინფორმაციო ცენტრის გურიის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირაკლი პაპავამ, რომელმაც მონაწილეებს გააცნო საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და ხაზი გაუსვა ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტების შესახებ საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერისა და ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ მისი მედეგობის გაზრდისგანსაკუთრებულ მნიშვნელობას.

შეხვედრის დასასრულს ყველა მონაწილეს საინფორმაციო ცენტრის მასალები გადაეცათ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 98
    ოზურგეთელ პედაგოგებთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართასაგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ოზურგეთის ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში, ოზურგეთის საჯარო სკოლების პედაგოგებისთვის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მოწვეულმა მომხსენებელმა, „სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა, ჟურნალისტმა და სამხედრო ექსპერტმა გიორგი ცხვიტავამ ნატო - საქართველოს ურთიერთობებსა და არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ღია კარის პოლიტიკასა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მიღწევებზე…
  • 79
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 77
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
  • 73
    ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეებთან შეხვედრა გაიმართასაგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ევროკავშირი - საქართველოს თანამშრომლობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა. 60-ზე მეტ მონაწილესთან  სამართლის დოქტორმა, კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა, ასოციაციის „ევროპის დროით“ თავმჯდომარე ეკატერინე ქარდავამ, ვრცლად ისაუბრა…
  • 67
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…