დღეს, ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში ცნობილი ლოტბარის, ხელოვნების ქურუმის, ღირსების ორდენის კავალერის, სახალხო ანსამბლ „შვიდკაცას“ ხელმძღვანელის ტრისტან სიხარულიძის სახელობის ვასკვლავი გაიხსნა.

გახსნის ცერემონიალი ფოლკლორის ცენტრის ფოეში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ანსამბლები „შვიდკაცა“, „შემოქმედი,“ ტრიო „შალვა ჩემი“ და ფოლკლორის ცენრტრთან არსებული ბავშვთა ხალხური ანსამბლი.

იუბილარს მიესალმნენ: გურიის გუბერნატორი გიორგი ურუშაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ სურგულაძე.

შეხვედრის ორგანიზატორებმა სიურპრიზი მოუწყვეს ცნობილ ლოტბარს; მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მას მიესალმნენ ქართული ხალხური სიმღერების თაყვანისმცემლები, ტრისტან სიხარულიძის მასტერ-კლას გავლილნი კარლ ლინიქი და ანსამბლი „მარანი“-, ზოე პერე საფრანგეთიდან, ფრეკ კეინი, ჯონ გრემი ამერიკიდან, ფრენკ შერბაუნი გერმანიიდან,იოსეფ ჟორდანია ავსტრალიიდან, ანდრია კუზმიჩი, შალვა მახარაშვილი კანადიდან, მარინა ლექსისტოფორი ამერიკიდან.

იუბილარსაც ათქმევინეს სიტყვა. რის შემდეგაც საზეიმოდ გახსნეს ტრისტან სიხარულიძის ვარსკვლავი.

ტრისტან სიხარულიძის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით საიუბილეო საღამო 1 ოქტომბერს, ქ. თბილისში, რუსთაველის თეატრში გაიმართება.

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 49
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 37
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 36
    საკრებულომ წლევანდელ რიგით მეორე სხდომაზე ათი საკითხი განიხილაოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ წლევანდელი, რიგით მეორე სხდომა 16 თებერვალს გამართა და დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 10 საკითხი განიხილეს. იმსჯელეს `ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ~ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს…
  • 35
    ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში ხელოვნების ქურუმის ტრისტან სიხარულიძის ვარსკვლავი გაიხსნაოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში კულტურის დამსახურებული მოღვაწის, ლოტბარის, ქართული ხალხური (გურული) სიმღერების გამორჩეული შემსრულებლის, ღირსების ორდენის კავალერის, ხელოვნების ქურუმის - ტრისტან სიხარულიძის ვარსკვლავი გაიხსნა. ცერემონიალს გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. ტრისტან სიხარულიძე ქართული ხალხური სიმღერის გამორჩეული შემსრულებელი და შეუდარებელი იმპროვიზატორია. მან მოიძია და აღადგინა…
  • 35
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…