2022 – 2023 სასწავლო წლისთვის შპს ბახვი ჰესმა მოსახლეობასთან შეთანხმებული სოციალური პროგრამის  საგანმანათლებლო  პროექტების ფარგლებში, არაფორმალური სახის სასწავლო ტრენინგ კურსის პროგრამა განაახლა. სიახლეა ის ფაქტი, რომ პროგრამა 2022 წლის შემოდგომიდან არა მხოლოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის საჯარო სკოლაში, არამედ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ჩხაკაურას ახლადგახსნილ საჯარო სკოლაშიც ტარდება. ტრენინგი უფროსკლასელთათვის, კერძოდ 9,10,11,12 კლასების მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი და მიზნად ისახავს ბავშვებში ცნობიერების ამაღლებას გარემოს დაცვით საკითხებში, ასევე, ცოდნის გაზიარებას განახლებადი ენერგიის წყაროების შესახებ და ინფორმაციის მიწოდებას პროფესიულ ორიენტაციის საკითხების ირგვლივ, რათა უფროსკლასელებმა იცოდნენ რომელი პროფესიებია დღესდღეობით მოთხოვნადი და რა არჩევანი აქვთ, როცა იღებენ გადაწვეყილებას იმის შესახებ, თუ რომელ ფაკულტეტზე გააგრძელონ სწავლა.

ბახვი ჰესის საგანმანათლებლო პროგრამა 1 წლიანია და მოიცავს 8 შეხვედარს, მათ შორის ერთ ექსკურსიას. შეხვედრები თვეში ერთხელ ჩატარდება. გარემოს დაცვით საფუძვლებსა და განახლებადი ენერგიის მოდულს წარუძღვება გიორგი ბერეჩიკიძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის ტყის დაცვის სამმართველოს უფროსი; პროფესიული ორიენტაციის შესახებ ისაუბრებს  ქეთევან ლობჟანიძე, ფსიქოლოგი, „ინსაით“ ჯგუფის დამფუძნებელი და HR მენეჯერი. პროფესიული ორიენტაცია განსაკუთრებით საჭიროა უფროსკლასელთათვის და მიზნად ისახავს აბიტურიენტების დახმარებას, რათა მათ შეძლონ მომავლის პროფესიის სწორად შერჩევა; კომუნიკაციების შესახებ  შეხვედრას ჩაატარებს ხათუნა იოსავა, საზოგადოებასთან ურთიერთობის ექსპერტი, კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი 2015 წლიდან. კომუნიკაციის ლექციის ფარგლებში, ახალგაზრდები ბევრს გაიგებენ მედიაზე და მის როლსა და ფუნქციაზე საზოგადოებაში, ასევე, ისწავლიან როგორ განასხვავონ ნამდვილი და „ფეიკ“ ანუ გამოგონილი, გაყალბებული ამბავი ერთმანეთისგან.

„ჩვენი საგანმანათლებლო პაკეტის მნიშვნელოვანი შემადგენელია ტრენინგ კურსი, რომელიც შარშან მთისპირის საჯარო სკოლის უფროსკლასელებს ჩავუტარეთ. ჩვენ დანაპირები შევასრულეთ და წელს სოფელ ჩხაკაურას საჯარო სკოლაც ჩავრთეთ ამ პროგრამაში. ვფიქრობ, უფროსკლასელთათვის მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი იქნება ამ კურსის მოსმენა. ბავშვები ბევრ სიახლეს გაიგებენ როგორც გარემოს დაცვაზე, ასევე განახლებად ენერგიებსა და მათ მნიშვნელობაზე, რა დადებითი ფაქტორები აქვს ეკომეგობრული გენერაციის ობიექტების მშენებლობას და ზოგადად ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას სოფლებსა თუ რეგიონებში.  დღეს, ჩვენ უკვე შეგვიძლია გამოცდილებაზეც ვისაუბროთ და შემიძლია ვთქვა, რომ წინა სემესტრის კურსით ფრიად კმაყოფილები იყვნენ როგორც ბავშვები, ასევე მათი პედაგოგებიც. იმედია, წელსაც საინტერესოდ ჩაივლის სწავლება და ახალგაზრდა თაობას ბევრი რამ დაამახსოვრდება ჩვენი ტრენერების ლექციებიდან, აქ გაგონილს და ნასწავლს კი გამოიყენებენ ყოველდღიურ ცხოვრებაში“ – განაცხადა ბახვი ჰესის დირექტორმა, გიორგი აბრამიშვილმა.

ბახვი ჰესი მდინარე ბახვისწყალის ხეობაში ბახვი 1 და ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურების განმავითარებელი კომპანიაა. ბახვი 1 ჰესის პროექტს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მიანიჭა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ნებართვა. ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგური კი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მზადების ეტაპზეა.

მსგავსი სტატიები

  • 100
    უნდა აშენდეს თუ არა „ბახვი -1“ ჰესი?ადგილობრივები და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლები კვლავ ვერ თანხმდებიან 4 ივნისს, კომპანია „სი-სი-ი-ეიჩ-ის“ მენეჯმენტმა ოზურგეთში გამართა შეხვედრა. სტუმრებმა ოზურგეთის მერს, კონსტანტინე შარაშენიძეს და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს „ბახვი 1 ჰესის“ შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მასპინძლების კითხვებსაც უპასუხეს. პროექტის ხელმძღვანელმა, გიგლა სიხარულიძემ, გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერმა, ნანა ბერძენიშვილმა და…
  • 100
    ბახვი ჰესის წლის შემაჯამებელი ექსკურსია _ მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლების უფროსკლასელებმა ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი დაათვალიერეს2023 წლის 10 ივნისს, ბახვი ჰესის საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურას საჯარო სკოლის 39-მა უფროსკლასელმა (8, 9, 10, 11, 12 კლასი) ვანის არქეოლოგიური მუზეუმი და ვანის ნაქალაქარი დაათვალიერა. მთისპირისა და ჩხაკაურას საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მოისმინეს ისტორია ვანის ნაქალაქარისა და არქეოლოგიური მუზეუმის შესახებ, დაათვალიერეს…
  • 100
    ეკოლოგია, კლიმატი, განახლებადი ენერგიები და უსაფრთხოება  - ბახვი ჰესის ტრენინგები განახლდა წელი2023წლის სექტემბრის თვიდან, შპს ბახვი ჰესისმიერ, ადგილობრივმოსახლეობასთან შეთანხმებული სოციალური პროგრამის  საგანმანათლებლო  პროექტების ფარგლებში, არაფორმალური სახის სასწავლო ტრენინგ კურსი მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებში განახლებულიპროგრამით დაიწყო. პროგრამას 2023 წლიდან დაემატა ისეთი საკითხები, როგორიცაა ინფორმაცია კლიმატის ცვლილების შესახებ და მისი მართვა, ეკოლოგია,  ბუნებრივი კატასტროფების ამოცნობის ნიშნები და  საჭირო უსაფრთხოების ზომების გატარება. გასულ წლებთან…
  • 94
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 91
    ხალხი, რომელიც გვაძლიერებს - ბახვი ჰესის ახალი თაობა                                                      ოზურგეთის ოფისი                                                                                                                            ბახვი ჰესი საქართველოში რეგისტრირებული  კომპანიაა, რომელიც ბახვისწყლის ხეობაში „ბახვი 1“…