ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი განცხადებას ავრცელებს.

ჩხარტიშვილი უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ სასანქციო სიას ეხმაურება, რომელშიც ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და საქართველოს კიდევ 10 სხვა მოქალაქესთან ერთად თავადაც მოხვდა._აღნიშნულ განცხადებას IPN ავრცელებს.

როგორც ჩხარტიშვილი განცხადებაში აღნიშნავს, არ არსებობს ფაქტი, ან მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მის კავშირს რუსულ კომპანია „როსნეფტთან“, „პეტროკასა“,“ გალფთან“ და „ფოთის პორტთან“.

ამასთან, ჩხარტიშვილის განმარტებით, ლონდონის ავტორიტეტული საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების მიერ უკვე მიმდინარეობს მისთვის და მასთან დაკავშირებული კომპანიებისთვის აღნიშნული ბრალდებებით მიყენებული ზარალის მასშტაბების შესწავლა, რომლის შემდეგაც იგეგმება სასამართლო პროცედურების დაწყება საერთაშორისო, მათ შორის, გაერთიანებული სამეფოს სასამართლო იურისდიქციაში.

„ქართულ საინფორმაციო საშუალებებში, ერთ-ერთ უკრაინულ საიტზე სანქციების „მომლოდინე“ ქართველი ბიზნესმენების სიის თაობაზე გუშინ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით იმთავითვე მინდა განვაცხადო, რომ ადგილი აქვს მცდელობას, რამდენიმე კვირის წინ ელენე ხოშტარიას და „ნაციონალური მოძრაობის” წევრებისა მიერ ხელოვნურად აგორებული ცილისმწამებლური კამპანიის საერთაშორისო არენაზე გატანა მოხდეს.

გამოქვეყნებული სია არის მტკნარ სიცრუეზე აგებული მორიგი „ფეიკი“, რომელსაც ქართველი ავტორები ჰყავს, იქნება ეს „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი, თუ რადიკალების მედია რუპორები, რომლებმაც კონკრეტულად ჩემს წინააღმდეგ საჯაროდ არაერთხელ გაავრცელეს ცრუ ინფორმაცია სანქცირებული რუსული ნავთობის შემოტანის მიზნით რუსულ კომპანია „როსნეფტთან“ ჩემს ღია და ოფიციალურ პარტნიორობაზე.

რეალობა კი ისაა, რომ არ არსებობს არანაირი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ჩემს კავშირს მათ მიერ დასახელებულ რუსულ კომპანია „როსნეფტთან“ ან „პეტროკასა“, თუ“ გალფთან“ და „ფოთის პორტთან“. ბრალდებების გამიზნულ ფალსიფიკაციაზე მეტყველებს ისიც, რომ ოფიციალურმა უწყებებმა კატეგორიულად უარყვეს მითითებული პირების მიერ დასახელებული სანქცირებული ტვირთების საქართველოში შემოტანის ფაქტი.

ჩემი დაფუძნებული კომპანიები, რომლებიც „სმარტ კაპიტალის“ ჰოლდინგის ქოლგის ქვეშ საქმიანობენ, არიან ღია და გამჭვირვალე ბიზნეს სტრუქტურები. ჩვენ გამიზნულად არ ვმონაწილეობთ სახელმწიფო ტენდერებში, ხოლო ჩვენს საქმიანობას ყოველწლიურად აუდიტს უკეთებს მსოფლიოს ოთხეულში შემავალი აუდიტორული კომპანია „დელოიტი“, რომელიც ჰოლდინგში შემავალ ყველა ფირმას ფარავს. მისი დასკვნა არის საჯარო და ყველა მსურველს შეუძლია ნახოს და დარწმუნდეს, რომ არანაირი კავშირი რუსულ კომპანიებთან ჩვენ არ გვაქვს.

ზემოაღნიშნულმა პირებმა ეს კარგად იციან, მაგრამ არც მალავენ ამდაგავარი დაუსაბუთებელი ბრალდებების მიზანს, რომ დასავლეთის ქვეყნებმა კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ სანქცირების გადაწყვეტილებები მიიღონ და ამით ქვეყანაში გარკვეული დაძაბული პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნან. ამასვე ემსახურებოდა გუშინ გამოქვეყნებული სიაც, რათა რადიკალების „ფეიკებს“, საერთაშორისო ფიასკოს ფონზე, რამენაირი „საერთაშორისო“ ლეგიტიმაცია მაინც მისცემოდა.

სასაცილოა ეს ყველაფერი, რომ არ იყოს დაკავშირებული ისეთ სენსიტიურ სფეროსთან, როგორიცაა ბიზნესი. მსგავსი შინაარსის ცრუ ინფორმაციები ჩემთვის საფინანსო ინსტიტუტებთან თუ საქმიან წრეებთან ურთიერთობაში შეიძლება აღმოჩნდეს გარკვეული რეპუტაციული ზიანის მომტანი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ლონდონის ავტორიტეტული საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების მიერ უკვე მიმდინარეობს ჩემთვის და ჩემთან დაკავშირებული კომპანიებისთვის უსაფუძვლო ბრალდებებით მიყენებული ზარალის მასშტაბების შესწავლა, რომლის შემდეგაც იგეგმება სასამართლო პროცედურების დაწყება საერთაშორისო, მათ შორის, გაერთიანებული სამეფოს სასამართლო იურისდიქციაში.

გასაგები რომ იყოს, განვმარტავთ, რომ ჩემს მიმართ გავრცელებულმა ცრუ ბრალდებებმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას ჩემს პარტნიორ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს, რომელთა კომპანიების საქმიანი რეპუტაციის შელახვისა და მიყენებული ზიანის შესაძლო ფაქტი გაერთიანებული სამეფოს სასამართლოს იურისდიქციას განეკუთვნება. შესაბამისად, ოპონენტებს სათანადო ფასის გადახდა მოუწევთ და შესაძლებელია, გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობით სოლიდური კომპენსაციის გადახდა დაეკისროთ. ანალოგიური რეაგირება გვექნება ნებისმიერ მცდელობებზე, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს იგი, ცრუ ინფორმაციების ტირაჟირებით საქმიანი რეპუტაცია შემილახონ მე და ჩემს კომპანიებს”, _ აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი სტატიები

  • 73
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 73
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 66
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 65
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 63
    რატომ არ უნდა სამინისტროს ოზურგეთში მავნე საწარმოს აგების გარემოსდაცვითი ზემოქმედების ანგარიში მოსახლეობის მონაწილეობით განიხილოს…28 იანვარს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ონლაინ რეჟიმში ქ. ოზურგეთში, ექადიის უბანში შპს „არერსა მეტალის“მიერ მეტალურგიული საწარმოს მშენებლობისა და ექსპლოატაციის პროექტს განიხილავს. ქ. ოზურგეთი რუსთავის, ზესტაფონის შემდეგ  მძიმე მრეწველობის მესამე ქალაქი ხდება..მშენებელი შპს „არერსა მეთალი“ შპს „ჯეოგადამამუშავებელის“ კუთვნილ ტერიტორიაზე ააგებს მძიმე მეტალურგიულ კომბინატს. ერვინ კურამ შარმა „მანსაროვარის“,…