კურორტ ბახმაროს ცენტრალური ქუჩის 4.5 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთი ენერგო ეფექტური LED განათების სისტემით განათდა.  განათებული ლამპიონები 19 აგვისტოდან  მოსახლეობის და ბახმაროს სტუმრების ფოტო კამერების ობიექტივებში ხვდება და სოციალურ ქსელშიც აქტიურად ზიარდება. ჩვენ მოვამზადეთ ვიდეო, რომლის ფარგლებშიც გაიცნობთ პროექტის ინვესტორ კომპანიებს, კერძოდ ბახვი ჰესსის და USAID – ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის წარმომადგენლებს. ინვესტორებმა პროექტი ოფიციალურად 2022 წლის 22 აგვისტოს ჩაიბარეს და  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს გადასცეს მართვაში. მიღება  – ჩაბარების აქტს ხელი ჩოხატაურის მერმა, დავით შარაშიძემ და ბახვი ჰესის დირექტორმა, გიორგი აბრამიშვილმა, ასევე USAID – ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ხელმძღვანელმა ალექსეი სანკოვსკიმ მოაწერეს.

გთხოვთ იხილოთ ვიდეო

https://www.youtube.com/watch?v=z3k08r-fbRg

მსგავსი სტატიები

  • 59
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 55
    ბახმაროს ცენტრალური ქუჩა ენერგოეფექტური LED განათებების სისტემით განათდა2022 წლის 22 აგვისტოს კურორტ ბახმაროს ცენტრალურ ქუჩაზე 4.5 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე ენერგო ეფექტური LED განათების სისტემა შეამოწმეს ინვესტორებმა. კომპანია ბახვი ჰესის, რომელიც მდინარე ბახვისწყალზე ორი ჰიდროელექტროსადგურის პროექტის (ბახვი 1 და ბახვი 2) განმახორციელებელი კომპანიაა და USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის წარმომადგენლებმა პროექტი ჩაიბარეს და საკუთრებაში გადასცეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს. ღონისძიებას…
  • 52
    „ბახვი 1“ ჰიდროელექტროსადგურის სოციალური პროექტი მთისპირშიმდინარე ბახვისწყალი, (სიგრძე 42კმ.), რომელიც მესხეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთ კალთაზე, სამთო დასახლება ზოტიყელის სიახლოვეს იღებს სათავეს, იერთებს 90-ზე მეტ სამთო შენაკადს, რომელთა საერთო სიგრზე 127 კილომეტრს შეადგენს,  გაივლის კურორტ ბახმაროს, სოფლებს უკანავა, ვანისქედი, მთისპირი, ოქროსქედი, მშვიდობაური, ფამფალეთი, ზედა ბახვი  და სოფელ ნაგომართან ერთვის მდინარე სუფსას. მდინარე ბახვისწყლის საშუალო წლიური ხარჯი 6,18…
  • 47
    მიხეილ ხერგიანის გახსენებაავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
  • 44
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…