პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტით პენსიის ზრდა იგეგმება.

როგორც მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 440 ლარი იქნება, სხვაგან კი 365 ლარი.

„რაც შეეხება სოციალურ მიმართულებას, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დაფინანსება 770 მილიონი ლარით იზრდება, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია გახდება მაღალმთიან დასახლებებში 440 ლარამდე – თითქმის 440 ლარი იქნება პენსია, სხვაგან 365 ლარი. 70 წლამდე პირთა პენსია გახდება თითქმის 300 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 70 წლამდე პირთა პენსია გახდება 355 ლარი.

გარდა პენსიისა, მინდა ვთქვა, რომ გათვალისწინებული გვაქვს, მკვეთრად გამოხატული შშ პირთა სოციალური დახმარებების ზრდა 65 ლარით, ასევე დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემელიც გაიზრდება.

მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ ბავშვთა დახმარება უკვე თითქმის გავასამმაგეთ, იყო 50 ლარი და ახლა არის 150 ლარი. შარშან იყო 100 ლარი, შემდეგ კიდევ გავზარდეთ 150 ლარით და ეს გაგრძელდება. ჩვენი სურვილია, იმისდა მიხედვით, როგორი ბიუჯეტი გვექნება 2023 წელს და როგორი შემოსავლები, გვინდა რომ კიდევ გავზარდოთ. ამის თაობაზე მოგვიანებით მოგახსენებთ“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, ასევე იგეგმება დევნილთა სახლების მშენებლობა.

„მოგეხსენებათ, დევნილთა სახლების მშენებლობას ვიწყებთ. 7 ათას ბინაზე გათვლილი საცხოვრებლის მშენებლობა იწყება, ტენდერები ჩატარებულია და ძალიან მალე დასრულდება, ამისთვის 250 მილიონი ლარია გამოყოფილი 2023 წელს“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი სტატიები

  • 60
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 59
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 59
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 53
    ასაკობრივი პენსიის მოცულობა გაიზარდა2024 წლის იანვრიდან საქართველოში ასაკობრივი პენსია გაიზარდა. კერძოდ, 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია 50 ლარით გაიზარდა და 415 ლარის ოდენობით განისაზღვრა. მაღალმთიან დასახლებებში ამ პირთა პენსიის მოცულობა თითქმის 500 ლარი გახდა. ამასთან, 70 წლამდე პირთა პენსია 20 ლარით გაიზარდა და შეადგინა 315 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთათვის 378…
  • 51
    70 წლამდე პენსიონერთა პენსია 20 ლარით იზრდება, ხოლო 70 წლის ზემოთ – 25 ლარითსაქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2022 წელს 2 მილიარდ 885 მილიონი ლარი მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფაზე მიიმართება. ამის შესახებ ხუციშვილმა პარლამენტში, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის წარდგენისას განაცხადა. 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია 70 წლამდე პენსიონერთა პენსიის ზრდა 20 ლარით და შესაბამისად, პირველი იანვრიდან მათი პენსია 260 ლარი იქნება. მაღალმთიან…