2022 წლის 25 ოქტომბერს „ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქველმოქმედო ფონდი“ დაფუძნდა.
ფონდის ძირითადი მისია იქნება სხვადასხვა სასტიპენდიო პროგრამებით ქართული სიმღერისა და გალობის სფეროში საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ბავშვების ხელშეწყობა, რომლებიც გამორჩეულები იქნებიან თავიანთი ინტერესებითა და უნარებით.
ფონდის დამფუძნებლები:
ანზორ ერქომაიშვილის მეუღლე ლალი სეთურიძე, ბიზნესმენები, „სმარტ კაპიტალ ჯგუფისა“ და ფონდ „ქართული გალობის“ დამფუძნებელი, ივანე ჩხარტიშვილი და „ასკანელი ჯგუფის“ დამფუძნებელი, გოჩა ჩხაიძე.
ფონდს ჟურნალისტი, ანსამბლ „მართვეს“ აღზრდილი ლევან ჯავახიშვილი უხელმძღვანელებს.
ფონდის მმართველი ბორდის წევრები:
ვახტანგ კახიძე, დავით მათიკაშვილი, გიორგი დონაძე, ჯანგულაშვილი, მიხეილ ჯავახიშვილი, გიორგი ნატროშვილი, დავით ზაუტაშვილი.
დახურული ღონისძიება გაიმართა ანზორ ერქომაიშვილის საცხოვრებელ სახლში, რომელიც მზადდება სამუზეუმოდ. ღონისძიებას ესწრებოდნენ ფონდის მმართველი ბორდის წევრები, ფონდ „ქართული გალობის“ დამფუძნებელი ნანა გოთუა, პარლამენტარები რიმა ბერაძე, ქეთევან დუმბაძე და ანზორ ერქომაიშვილის ოჯახის წევრები.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ანსამბლებმა „რუსთავი“ და „მართვე“.
აღნიშნულ ინფორმაციას ფონდი „ქართული გალობა“ ავრცელებს.
მსგავსი სტატიები
- 54
ავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
- 50
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 43
საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
- 40
საქართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა. გთავაზობთ აღნიშნული განჩინების ოქმს: „მიმდინარე წლის 11 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). 1.წმინდა სინოდის…
- 38
ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…