დღეს, ოზურგეთის ცენტრალურ სტადიონზე ოზურგეთის „არწივებმა“ გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი თბილისის არმია დაამარცხეს (28:24)  და 23 ქულით გათამაშების ცხრილს ჩაუდგნენ სათავეში.

თბილისის „არმია“ პირველი ლიგის გუნდებს შორის 2021-22 წლის გათამაშებაში პირველ ადგილზე გავიდა. თუმცა შემდეგ პლეი ოფში წაიფორხილა და უმეღლესი ლიგის საგზური ვერ მოიპოვა.

მე-5 ტურის წინ არმიას და  „არწივებს“ ქულათა თანაბარი ოდენობა (20-20 ქულა) ჰქონდათ.

შეხვედრის დასაწყისი სტუმრების მცირე უპირატესობით დაიწყო და ჯერ საჯარიმო დარტმა შეასრულეს ზუსტად, შემდეგ, 36-ე წუთზე  კარგად ისარგებლეს მასპინძლების შეცდომით და  სანდრო ნახუცრიშვილმა ლელო გაიტანა. ამას ზუსტი გარდასახვა მოჰყვა და სტუმრები წინ გავიდნენ 10:0.

„არწივები“ მაქსიმალურად ცდილობდა წარმატების მიღწევას  და პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ლელო დადო. გარდასახვა ზუსტად შეასრულა  მარვინ ფრედერიკსმა,_7:10.

მეორე ტაიმის მე-10 წუთზე კვლავ მასპინძლების შეცდომა და გიორგი ლოდიამ სტუმრები კიდევ უფრო დააწინაურა,_7:17.

ოზურგეთელეი რაგბისტების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ფარ-ხმალი არ დაუყრიათ და კიდევ უფრო გააძლიერეს შეტევები. ამას შედეგი მოჰყვა_ ლელო და ზუსტი გარდასახვით ანგარიში კვლავ სამ ქულამდე შეამცირეს: _14:17.

ოზურგეთელების უხეში შეცდომა დაცვაში და „არმია“ კვლავ წინ გაიჭრა. 24:14.

ამის შემდეგ ოზურგეთელმა რაგბისტებმა თავი არ დაზოგეს და 23- წუთზე ლელო დადეს, მარვინ ფრედერიკსის კვლავ ზუსტად შესრულებული გარდასახვა _21:24.

თამაშის ბოლო წუთებში ოზურგეთელება შეძლეს კიდევ ერთი ლელოს დადება და 28:24 დაწინაურდნენ.

სტუმრებმა მთელი მათი  საბრძოლო ენერგია დახარჯეს. ბოლო წუთზე ჯარიმის დარტყმის უფლებაც მოიპოვეს, მაგრამ 3 ქულა მათ წაგებისაგან ვერ იხსნიდა და ჯარიმა გაითამაშეს. მათ იერიშებს შედეგი არ მოჰყვა და დამარცხებულებმა დატოვეს მოედანი.

ამ შეხვედრაში ოთარ მჟავიამ 2 ლელო გაიტანა, თითო ლელო ლეგიონერებმა ჯაბულანი მკულვანი და ილისონი გალალა გაიტანეს.

სამოელმა მარვინ ფრედერიკსმა ყველა გარდასახვა ზუსტად შეასრულა.

საოცარი ზეიმი იყო შეხვედრის შემდეგ ოზურგეთის სტადიონზე. ოზურგეთელ რაგბისტებს, მწვრთნელებს ტექნიკურ მუშაკებს გამარჯვებას ულოცავდნენ გახარებული გულშემატკივრები.

„არწივებმა“ 5 შეხვედრა მოიგეს (გ/მ 174:120) და 23 ქულით გათამაშების ერთპიროვნული ლიდრები არიან: თბილისი „არმიას“ (4 მოგება, 1 წაგება) 20 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-2 პოზიციაზეა: სამცხე -ჯავახეთის „ტაოს“ დღეს თბილისში შეხვედრა ჰქონდა მცხეთის „არმაზთან,“(ეს მატჩი არ დასრულებულა, „ტაოს“ 19 ქულა აქვს).

დღეს გამართული სხვა შეხვედრების შედეგები:

„ვეფხვები“_„გორი“ 56:15;

„ბაგრატი“_„იუნკერები“ 28:15;

„ბორჯომი“_„მათე“(ჭიათურა) 18:17.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 93
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 88
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 87
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 85
    წარმატების გასაღები და გზა, გაღებულ კარს მიღმა არსებულიბევრი საინტერესო ფორმატის მოფიქრება და შეთავაზება შეიძლება დაინტერესებული ჯგუფისთვის, ცოდნის და გამოცდილების მისაღებად, მათ შორის ტრენინგები, თუნდაც დახურულ სივრცეში. გამოცდილ ტრენერთა, ან მეწარმეთა თანამონაწილეობით. გადავწყვიტე,  განსხვავებული ფორმატი შემეთავაზებინა ჩემი  გოგონებისთვის და ვფიქრობ, გაამართლა - აღნიშნა ჩვენთან საუბარში ,,გურიის განვითარების კავშირის'' და მიმდინარე პროექტის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა თამარ კუპრაძემ. პროექტს ახორციელებს ,,გურიის…
  • 85
    ბეჭდური მედიის მონიტორინგის წინასწარი ანგარიშიდღეს,  მუნიციპალური არჩევნების „ინტერნიუს საქართველოს“  მედიამონიტორინგის წინასწარი ანგარიშის ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა. ონლაინ პრეზენტაციის მონაწილეებს მიესალმნენ ანა ჩერნიშოვა, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილე; ევია კოტანი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის  პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილე. პრესა და რადიოში მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა პროექტის მენეჯერმა ეკა ბერიძემ_„ინტერნიუსი-საქართველო“. „ინტერნიუს…