„ქართული ღვინის ფესტივალი 2022“ კახეთის რეგიონში, კერძოდ, გურჯაანში 15 ოქტომბერს გაიმართა. კახეთში „გურიის სტუმარ მასპინძლობის გზის“ და „ჩაის გზის ასოციაციის“ წევრების ვიზიტი, USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის და ბახვი ჰესის ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელდა.
გურულმა მეწარმეებმა ფესტივალზე წარადგინეს ადგილობრივი პროდუქცია: გურული ღვინო, ჩაი, თაფლი, ჩირი და ჩურჩხელა. კახეთის რეგიონში გურულმა პროდუქტმა დიდი მოწონება დაიმსახურა როგორც ვიზუალური, ასევე საგემოვნო თვალსაზრისით.
„ასოციაცია ჩაის გზის ჩამოყალიბების მიზანი, ადგილობრივი, სამეწარმეო და ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაციაა. მიზნის მისაღწევად ასოციაცია პარტნიორი ორგანიზაციების; ბახვი ჰესის და USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით აწყობს და მონაწილეობას ღებულობს საქართველოს რეგიონებში, აგრო, ტურისტულ ფესტივალებში. გურჯაანის ფესტივალში მონაწილეობა ახალი გამოწვევაა ასოციაციის წევრებისთვის. ჩაი, ღვინო, ჩურჩხელა, მშრალი ხილი, თაფლი, დიდი ინტერესით სარგებლობს ფესტივალის ვიზიტორებში“ _ განაცხადა ჩაის გზის ასოციაციის ხელმძღვანელმა, ალეკო მამეშვილმა.
„ასოციაცია ჩაის გზის გაძლიერება, ერთ-ერთი ჩვენი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელსაც USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროექტთან პარტნიორობით ვახორციელებთ. ჩვენი მიზანია, ერთის მხრივ გავაძლიეროთ ასოციაცია, რომლის პირდაპირი მოვალეობაა თავის მხრივ, იზრუნოს გურული ჩაის ბრენდის განვითარებაზე, და მეორეს მხრივ ვახალისებთ და ვქმნით გურიაში სტუმარ-მასპინძლობის სრულიად ახალ გამოცდილებას, რომელიც გამასპინძლების კომპონენტში გამოიყენებს იმ აუთენტურ შესაძლებლობებს, რომელიც განასხვავებს გურიის რეგიონს საქართველოს სხვა რეგიონებისგან, და რასაც ტურისტი მხოლოდ აქ , მწვანე გურიაში ნახავს და გამოცდის“ _ განაცხადა ბახვი ჰესის გარემოსდაცვისა და სოციალური პროექტების მენეჯერმა, დავით კობერიძემ.
კახა ნაჭყებია (მეწარმე): _ მსგავსი ფესტივალი, თითოეულ მეწარმეს გვეხმარება, როგორც ჩვენი ბიზნესის განვითარებაში, ასევე, თანამედროვე ბაზრის მოთხოვნების შეფასებაში.
მეწარმეები, რომლებიც წარმოდგენილნი იყვნენ გურჯაანის ფესტივალზე: მზია შარაშიძე (ჩურჩხელის წარმოება) – „მზიას ჩურჩხელები“, დავით ბეჟუაშვილი – „ეგზოფრუტი“ (ჩირების წარმოება), ზაზა ცინცაძე – „გურული თაფლი“, ია ურუშაძე – „ფუტკრის ნობათი“, ალექსანდრე შეწირული (ჩაის, ღვინის წარმოება) – „ცხრა მთა“, ლანა ჟღენტი (ჩაის წარმოება) –„პლანტაცია“, კახა ნაჭყებია – „ნაგომრის ჩაი“, გენო ხუჭუა – „ანასეული“.
დაფინანსებული ფართი
მსგავსი სტატიები
- 69
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 60
26 ოქტომბერს, სოფელ მელექედურში, ლანა ჟღენტის მამულში, „ასოციაცია ჩაის გზის“პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ, როგორც ასოციაციის მოქმედი და პოტენციური წევრები, ასევე, ტურისტული პროექტის დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. კერძოდ კი, საქართველოში USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოებისპროგრამის ხელმძღვანელი, მარკ მაკკორდი და კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის დირექტორი მიხეილ ნიბლაძე, „ ბახვი 1 ჰესის“ პროექტის გარემოს დაცვითი…
- 57
https://www.youtube.com/watch?v=amcybw72QmU „გურიის ჩაის გზის პროექტი“, რეგიონის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას და ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერას ითვალისწინებს. გურიაში, ჩაის კულტურასთან დაკავშირებული ტრადიციების აღდგენა და ტურისტებისთვის გამოცდილების შეთავაზების შესაბამისი ფორმების ძიება-განვითარება, ასევე, გურული ჩაის ხარისხის სტანდარტიზაცია, გასაღების ბაზრების მოძიება, შეთავაზებების მომზადება და ბრენდინგისა და შეფუთვების შექმნა, იქნება ის საქმიანობა, რომლითაც უნდა დაკავდეს „ასოციაცია ჩაის…
- 57
2022 წლის 24-26 ოქტომბერს იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ასოციაცია, DMO იმერეთმა ასოციაცია „ჩაის გზის“ 12 წევრს და პროექტის „გურიის სტუმარ-მასპინძლობის გზის“ მონაწილეებს უმასპინძლა.გურიიდან იმერეთში დელეგაციის ჩასვლის მიზანი იყო იმერეთში არსებული საოჯახო სასტუმროების მონახულება და იმ სპეციფიკაციების გაცნობა, რაც ამ ბიზნესს ახასიათებს. ინფო-ტურის მონაწილეებს ჩაუტარდათ სასწავლო-გაცნობითი ტრენინგი, იმერული სამზარეულოს კერძების მასტერკლასები.…
- 56
სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…