6 ოქტომბერს 90 წელი შეუსრულდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში მცხოვრებ ლოტბარ ნინო ნიშნიანიძეს. განათლებისა და მომავალი თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, 2015 წელს, მას საპატიო ლიხაურელის წოდება მიენიჭა
ნინო ნიშნიანიძე დაიბადა 1932 წელს ქალაქ ბათუმში. დედა ყურაშვილის ქალი იყო. მისი თქმით, სიმღერის ნიჭი სწორედ დედისგან ერგო. ნინო და მისი პატარა ძმა, ადრეულ ასაკში დაობლდნენ. ობლებს ბებია ზრდიდა. როცა წამოიზარდნენ ისევ მამას დაუბრუნდნენ. მამამ გურული ქალი შეირთო ცოლად. ომის დაწყების შემდეგ, ბავშვები ბათუმიდან გურიაში, სოფელ ლიხაურში წაუყვანია დედინაცვალს. სწორედ იქ იწყება ნინოს ურთიერთობა მუსიკასთან.
ნინოს მუსიკის პირველი მასწავლებელი, სოფელ ლიხაურში მოღვაწე პედაგოგი თინა ჩხაიძე იყო, რომელსაც ჰყოლია როგორც სკოლის მოსწავლეებისგან შემდგარი ბავშვთა გუნდი, აგრეთვე ქალთა და მამაკაცთა შერეული გუნდი.
სწავლის დასრულების შემდეგ ნინო ნიშნიანიძე გურიას დაუბრუნდა, შექმნა ოჯახი და საბოლოოდ დამკვიდრდა სოფელ ლიხაურში. სწორედ ამ დროიდან ერთვება იგი სოფლის მუსიკალურ ცხოვრებაში.
თავდაპირველად მუშაობდა სოფლის სკოლაში. შემდგომ ჩამოაყალიბა ქალთა ანსამბლი, რომელიც 15 წევრისაგან შედგებოდა. ანსამბლი – სოფელ ლიხაურის ქალთა გუნდის სახელით იყო ცნობილი
გარდა ქალთა გუნდისა, ნინო წლების მანძილზე ასვე ხელმძღვანელობდა შერეულ გუნდს, რომელიც მახარაძის საყოფაცხოვრებო ანსამბლის სახელით ყოფილა ცნობილი
ლოტბარი კარგად ფლობდა ხალხურ საკრავებს: ის დღემდე უკრავს ფანდურსა და ჩონგურზე, აგრეთვე ფორტეპიანოსა და აკორდეონზე.
ამ უკანასკნელზე წლების მანძილზე უსასყიდლოდ უკრავდა ოზურგეთის ერთ-ერთ ქორეოგრაფიულ ანსამბლში. მის ოჯახში ინახება 1937 წელს დამზადებული ფანდური, მინაწერით: პატრონი აგახმიანებს უვარი არა თქვა ფანდურო / ასაკი შემოგპარვია შენ გაჭირვების თავმდგმურო. საკრავზევეა ამოტვიფრული ოსტატის ხელმოწერაც: ა. ბოლქვაძე
ნინო ნიშნიანიძეს ახლო კონტაქტები ჰქონდა ცნობილ ლოტბარებთან – მიხეილ შავიშვილთან, აპოლონ ჩავლეიშვილთან, ვლადიმერ ერქომაიშვილთან; შემოქმედებითი ურთიერთობებით მიღებული გამოცდილება არაერთხელ გამხდარა მისი წარმატების საწინდარი.
ნინოს აპოლონ ჩავლეიშვილისაგან უსწავლია სიმღერები: “აჭის წყალო ანკარაო” და “დედის ალერსი”. ეს სიმღერები გადმოცემის თანახმად ნესტორ კონტრიძეს ეკუთვნის.
“აჭის წყალო ანკარაო” გურულებისთვის, განსაკუთრებით კი აჭის წყლის პირას მცხოვრები ლიხარულებისთვის კარგადაა ცნობილი. ამ სიმღერის მელოდიას ლოტბარი აჭის წყლის დინებას ადარებს და ამბობს: ნამღერი აჭის წყლის ლოდებზე მიხეთქებას უნდა ჰგავდესო.
ნინო ნიშნიანიძის წვლილი სოფელ ლიხაურში მცხოვრები ახალგაზრდების ქართული მუსიკალური ფოლკლორით დაინტერესებაში დიდია. მან მრავალი თაობა აღზარდა ქართული კულტურის სიყვარულით.
ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გურიის რეგიონალური წარმომადგენლობა ულოცავს ქალბატონ ნინოს 90 წლის იუბილეს და მადლობას უცხადებს ლიხაურში მცხოვრები ახალგაზრდების მუსიკალური ფოლკლორით დაინტერესებასა და მრავალი თაობის აღზრდაში გაწეული ღვაწლისთვის.
✎მასალა მომზადდა მარიამ დუმბაძის მიერ მოწოდებულ მასალებზე დაყრდნობით.
მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 70
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 68
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 56
    1964. პირველი ტრიუმფი! "ლელოს" რეპორტაჟი ტაშკენტიდან: „დინამოელები ნიაღვარივით ანგრევდნენ „ტორპედოს“ დაცვის ყველა ჯებირს1964 წლის 18 ნოემბერს, თბილისის „დინამომ“პირველად მოიპოვა სსრ კავშირის ჩემპიონის წოდება. იგი გადამწყვეტ მატჩში, ნეიტრალურ მოედანზე,  ტაშკენტში „პახტაკორის“ სტადიონზე მოსკოვის „ტორპედოს“ შეხვდა.დანარჩენს ამ ისტორიული მატჩის შესახებ, რომელიც „ოქროს მატჩის“ სახელით შევიდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში,  გაზეთ „ლელოს“ სპეციალური კორესპონდენტები მ. კაკაბაძე და ბ. ქორქიას რეპორტაჟი მოგითხრობთ. „მატჩის დაწყების დრო ამ დღეს…
  • 54
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 54
    მიხეილ ხერგიანის გახსენებაავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…