დღეს, ოზურგეთში თხილის მიმღების პუნქტების უმეტესობა მოსახლეობიდან თხილს არ იღებს. ის პუნქტები, რომლებიც მუშაობენ, თხილში საშუალოდ 1,50-დან 2 ლარამდე იხდიან.

 _სახელმწიფო მევენეხეებს სუბსიდია გაუკეტა  და კილოგრამ ყურძენში საკმაოდ კარგ ფასს უხდიან. ღმერთმა გაუმარჯოს_ქართ-კახეთი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი ჩვენი ქვეყანაა.  ჩაი გვქონდა და მოგვისპეს, ციტრუსსაც არ ადგას კარგი დღე. თხილი კარგიაო და დავრგეთ. ერთხანს კარგი ფასი ჰქონდა, მაგრამ რად გინდა, ახლა „ახეკვის“ ფასსაც ვერ ვანაღდებთ. ადრე კონკურენცია იყო ადგილობრივ და სხვა რეგიონებიდან ჩამოსულ ჩამბარებლებს შორის. ადგილობრივმა „მაფიამ“ ყველაფერი არია. ახლა, იმ მოტივით, თხილი ცუდიაო, დაადვეს „ტაქსა“და თუ არ შეეხვეწე, 2 ლარსაც არ გადაგიხდიან  კარგ თხილში.. . _გვითხრა ერთ-ერთი სოფლიდან ჩამოსულმა ქალბატონმა მ.ღ-მ.

შარშან, არჩევნების წინ აგვისტოს შუა რიცხვებში ჩამბარებლები ერთ კილოგრამ „ბერძნულაში“_4,50 ლარს იხდიდნენ, „გულშიშველაში“_4,20 ლარს. შემდეგ თანდათან დაიწყო კლება თხილის ფასმა.

_თხილის ხარისხი დაბალია, ჩამბარებლებს არ მიაქვთ, აა, გავტეხავთ და ნახავთ, რა გამოვა _გვითხრა ერთ-ერთმა ჩამბარებელმა „ვასაძის პურის“ უკან მდებარე თხილის მიმღებ პუნქტში.

_რას გადაგვიხდით? _შევეკითხეთ.

_30 თეთრს თითო კეკალში _გვიპასუხეს.

ააკაკუნეს- დააკაკუნეს ჩაქუჩი, გადაითვალეს-გადმოითვალეს, _ 1ლარი და 30 თეთრი იანგარიშეს 1 კილოგრამ „ბერძნულაში.“

პასუხი თხილის სხვადასხვა მიმღებ პუნქტთან ერთია _არ მიაქვთ, თხილის ხარისხი დაბალია, ამიტომ თუ მივიღებთ დაბალ ფასს გადავიხდით. აა, ბატონო წაბლი გააშენთ , ახლა 4 ლარად ვიღებთ კილოგრამს.

რამდენიმე წლის წინ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გამართულ ერთ შეხვედრას ვესწრებოდით, სადაც სოფლის მეურნების სამინისტროს წარმომადგენლები  რეგიონში გასაშენებელი კულტურების საკითხს განიხილავდნენ.

_არ ვარგა ბატონებო ძირითადად თხილზე აქცენტის გაკეთება. აგერ გვაქვს ჩაის მაგალითი.  მარტო ნიადაგის გამოფიტვაზე არ ვსაუბრობ. არ ვიცით, მომავალში რა დაავადებები გაჩნდება და რა მდგომარეობა იქნება მსოფლიო თხილის ბაზარზე _დაახლოებით ასეთი აზრი გამოთქვა, მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის სამსახურის წარმომადგენელმა კოტე სარიშვილმა.

რომ იტვიან, „დაესივნენ“ სოფლის მეურნეობაში „ჩახედული“ პირები. შემდეგ იგი საერთოდ ჩამოაშორეს ამ დარგს.

ყოველდღიურად იზრდება სურსათის ფასები. სოფლის მოსახლეობის ძირითადი შემოსავალი თხილია. მოსახლეობა წუხს, რომ ცუდი ზამთარი ელოდებათ. ისინი ვერ შეძლებენ საჭირო რაოდენობის სურსათის, თივის, ქატოს პირუტყვისათვის მომარაგებას.  დახმარებს ხელისუფლებას სთხოვს, მაგრამ საკითხავია, რამდენად ჩაერევა სახელმწიფო კერძო სექტორის საქმიანობაში.

 

 

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 68
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 63
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 61
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 55
    რატომ არ უნდა სამინისტროს ოზურგეთში მავნე საწარმოს აგების გარემოსდაცვითი ზემოქმედების ანგარიში მოსახლეობის მონაწილეობით განიხილოს…28 იანვარს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ონლაინ რეჟიმში ქ. ოზურგეთში, ექადიის უბანში შპს „არერსა მეტალის“მიერ მეტალურგიული საწარმოს მშენებლობისა და ექსპლოატაციის პროექტს განიხილავს. ქ. ოზურგეთი რუსთავის, ზესტაფონის შემდეგ  მძიმე მრეწველობის მესამე ქალაქი ხდება..მშენებელი შპს „არერსა მეთალი“ შპს „ჯეოგადამამუშავებელის“ კუთვნილ ტერიტორიაზე ააგებს მძიმე მეტალურგიულ კომბინატს. ერვინ კურამ შარმა „მანსაროვარის“,…
  • 54
    იმ ადამიანის მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ, უსამართლოდ გამოტანილ განაჩენს _დახვრეტას ჩამოხრჩობით რომ შეუცვლიან28 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…