ტყის განაშენიანების პროექტი
კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის, CCEH-ის პორტფელში არსებული ჰიდროელექტროსადგურის ლახამი ჰესის გარემოსდაცვითიკომპონენტის ფარგლებში არსებული ტყის განაშენიანების პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. ტყის განაშენიანების ინიციატივა ჰიდროელექტროსადგურის გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების მართვის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა 2021 წლის 19 ოქტომბერს.
„დარგვიდან ერთი წელი გავიდა ზუსტად და დღეს, შემიძლია ვთქვა, რომ 100%-იანი შედეგი გვაქვს, რადგან ჩვენს მიერ დარგულმა ყველა ნერგმა გაიხარა. ცხადია, ჩვენის მხრივ არ ვაკლებთ მოვლასა და ზრუნვას. ჩვენ, ჩვენი პროექტების ფარგლებში ვზრუნავთ, როგორც ბუნებაზე და ადამიანებზე, ასევე, სოფლების და რეგიონების განვითარებაზე, სწორედ ასეთი, მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების განხორციელებით. აღსანიშნავი ფაქტია ისიც, რომ სვანეთში, ნერგების დარგვაში გვეხმარებოდნენ გურიიდან მოწვეული სტუმრები, კერძოდ ბახვი ჰესის პროექტების მრჩეველთა საბჭოს წევრები. მადლობა მინდა გადავუხადო მათ კიდევ ერთხელ და გავახარო, რომ მათმა შრომამ ნაყოფი გამოიღო“ _ განაცხადა ლახამი ჰესის გარემოსდაცვისა და სოციალური პროექტების მენეჯერმა, დავით კობერიძემ.
2021 წლის ოქტომბერის თვეში ერთ ჰექტარ მიწის ფართობზე სვანეთში, ლახამი ჰესის საპროექტო ტერიტორიის სამ მონაკვეთზე, კერძოდ, ზედა წყალმიმღებთან, ჰესის შენობასთან და ასევე ადგილზე, რომელიც ადგილობრივ მაცხოვრებლებთან კონსულტაციის შედეგად შეირჩა, ლახამი ჰესის თანამშრომლებმა 3000 ცალი ქართული მუხისა და ნეკერჩხლის ნერგი დარგეს.
ლახამი ჰესი კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის CCEH-ის პორტფელში არსებული ჰიდროელექტროსადგურია, რომელიც სოფელ ლახამში მდებარეობს (მესტიის მუნიციპალიტეტი. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი). ლახამის ჰიდროელექტროსადგური მცირე ზომის, მდინარის მოდინებაზე არსებული კასკადური ტიპის ჰესია. მისი ჯამური დადგმული სიმძლავრე 15.9 მეგავატია, წლიური გამომუსავება კი 87 მილიონი კილოვატსაათი.
ჩვენ ვზრუნავთ, ადამიანებზე, ბუნებასა და რეგიონის განვითარებაზე
მსგავსი სტატიები
- 80
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 71
ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 69
სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
- 68
"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 67
1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…