ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ უკრაინის დამარცხება რუსეთის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომში ნატოს დამარცხებასაც ნიშნავს. ამის შესახებ სტოლტენბერგმა ნატოს მინისტერიალამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ მოიგოს ბრძოლა, ომი რუსეთის ჯარების წინააღმდეგ, რადგან თუ პუტინი გაიმარჯვებს, ეს იქნება არა მხოლოდ დიდი მარცხი უკრაინისთვის, არამედ ეს იქნება ყველა ჩვენგანის დამარცხება და საშიში, რადგან ეს სამყაროს უფრო სახიფათოს გახდის, ჩვენ კი დაუცველს რუსეთის შემდგომი აგრესიისთვის“, – განაცხადა მან.

გარდა ამისა, მან დასძინა, რომ ნატო ჯერ ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ რუსეთი ემზადება ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებისთვის.

„რუსეთმა იცის, რომ ბირთვულ ომში გამარჯვება შეუძლებელია და ის არასდროს უნდა მოხდეს. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით რუსეთის ბირთვულ ძალებს. რუსეთის პოზიციებში რაიმე ცვლილება არ გვინახავს, მაგრამ ფხიზლად ვრჩებით“, – აღნიშნა მან.

სტოლტენბერგმა, ასევე, განაცხადა, რომ ალიანსი აძლიერებს საკუთარი კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას, ასევე დაზვერვის საქმიანობას და დაზვერვის გაზიარებას.

„ჩვენ მივიღებთ შემდგომ ზომებს ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად, ხოლო მოკავშირეების კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიზანმიმართული თავდასხმა მიიღებს საერთო და გადამწყვეტ პასუხს“, – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

pia.ge

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 51
    რას ფიქრობენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ დეპუტატობის კანდიდატები.რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…
  • 50
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 46
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 44
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 44
    იმ ადამიანის მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ, უსამართლოდ გამოტანილ განაჩენს _დახვრეტას ჩამოხრჩობით რომ შეუცვლიან28 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…