ავტორი საბა სირაძე

გუშინ ჩემპიონთა ლიგის მატჩების დაწყებამდე, დაახლოებით 1 საათით ადრე, ფეხბურთის       გულშემატკივრებისთვის ცნობილი გახდა , რომ „რეინჯერსის“ ინგლისელ მარჯვენა მცველს , ჯეიმს ტავერნიეს უდიდესი ტვირთი მოეხსნა მხრებიდან , მას მატჩის სტარტზე არ მოუწევდა ხვიჩა კვარაცხელიას მეურვეობა. სპალეტიმ კვარაცხელიასთან ერთად ნაპოლის კიდევ 3 მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაასვენა გუშინდელ მატჩში (ოსიმენი , ზელინსკი , ლოზანო) , თუმცა ამის მიუხედავად ,  ისევე როგორც მთელი სეზონია ,  იტალიურმა გუნდმა ამჯერადაც დამაჯერებლად მოიგო. „ნაპოლი“ – „რეინჯერსი“ 3:0. ერთადერთი უცნაურობა , რაც თვალში შეიძლებოდა მოგხვედროდათ იყო ის, რომ 3 გოლიდან ქართველ შემტევს არცერთში მონაწილეობა არ მიუღია , კვარაცხელია არც მეორე ტაიმში გამოუყვანია „ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელს მოედანზე.

ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში 4 ძირითადი ფეხბურთელის დასვენების შესაძლებლობა სპალეტის  სეზონის ზღაპრულმა სტარტმა მისცა , როცა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის  საწყის 4 ტურში 12 ქულა აიღო , ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა  და ქვა-ქვაზე არ დატოვა ჯერ ვარსკვლავებით დახუნძლული „ლივერპულისგან“ , ხოლო შემდეგ ტალანტებით გამოვსებული „აიქსისგან“.

ქართველი ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის გულდასაწყვეტია , როცა შენი ქვეყნის პირველ ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგის მატჩში სათადარიგოთა სკამზე ტოვებენ , მაგრამ მოდით ამ ყველაფერს მეორე მხრიდან შევხედოთ და დავსვათ კითხვა: _ ბოლოს როდის ვნახეთ ჩემპიონთა ლიგაზე ქართველი , რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით უმნიშვნელო მატჩში შანს კი არ აძლევენ ,  არამედ ასვენებენ იმიტომ რომ გუნდის ლიდერია .

ფეხბურთის იმ გულშემატკივრებმა , რომლებმაც მისი აქტიური ყურება 21-ე საუკუნეში დავიწყეთ , ქართული სანაკრებო და საკლუბო ფეხბურთის მდგომარეობიდან გამომდინარე კარგად ვიცოდით , რომ ერთადერთი შანსი ქართული საფეხბურთო გენი დიდ საფეხბურთო ფორუმებზე დაბრუნებულიყო, იყო ლეგიონერი , რომელიც დაწყევლილ წრეს გაარღვევდა და ტოპ ჩემპიონატებსა თუ ტოპ გუნდებში ითამაშებდა. მთელი ამ დროის განმავლობაში ვინ იცის რამდენი ტალანტი გამოჩნდა და გაქრა უკვალოდ ჰორიზონტზე , ვინ იცის რამდენი საფეხბურთო სეზონი დასრულებულა ისე , რომ ყველაზე დიდ ყურადღებას რუსეთის პრემიერ ლიგას ვუთმობდით , რადგან ველოდებოდით კიდევ ერთ საგოლე გადაცემას ჯანო ანანიძისგან „მახაჩკალის“ , „ანჟის“ ან გროზნოს „ტერეკის“ წინააღმდეგ . მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ჩვენი ახდენილი ოცნებაა და (სანამ შემდეგ წინადადებას წაიკითხავთ ხეზე ხელი სამჯერ დააკაკუნეთ) მან ახლავე რომ დაამთავროს საფეხბურთო კარიერა ,  დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ,  ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფეხბურთის თამაში უკვე მოასწრო.

კვარაცხელიას და მის „ნაპოლის“  მერვედფინალებში ველოდებით. ვინ იცის იქნებ სეზონის ისეთივე ზღაპრული დასარული გველოდება როგორც დაიწყო.

 

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 63
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 60
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 60
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 58
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 50
    იმ ადამიანის მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ, უსამართლოდ გამოტანილ განაჩენს _დახვრეტას ჩამოხრჩობით რომ შეუცვლიან28 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…