სამტრედიაში დასრულდა რესპულიკური საჭადრაკო,ტურნირი,რომელიც ტრადიციულად ყოველ წელს იმართება და ჭადრაკის ცნობილი მწვრთნელ-მასწავლებლის, ანზორ მაჩიტიძის ხსოვნას ეძღვნება. წელს მასში 190-მოჭადრაკე იყო ჩართული, რომლებიც ქვეყნის 15-მდე მუნიციპალიტეტს და ქალაქს წარმოადგენდა. ტურნირში გურიიდან 20 მოჭადრაკე მონაწილეობდა, რომელთა შორის უმეტესობა ლანჩხუთის საჭადრაკო სკოლის აღსაზრდელები ( მწვრთნელები ადამ და ტარიელ ხუხუნაიშვილები) იყვნენ, ხოლო ოზურგეთი სამი მოჭადრაკით იყო წარმოდგენილი. სამწუხაროდ ჩოხატაურლებმა , რომლებიც გასულ წლებში მსგავს ტურნირებში აქტიურობით გამოირჩეოდნენ, ამჯერადაც ვერ მოახერხეს ამ, საკმაოდ პრესტიჟულ ღონისძიებაში მონაწილეობა,
ტურნირი, რომელიც შვეიცარული სისტემით, 7 ტურად ჩატარდა, ექვს საკვალიფიკაციო ჯგუფში მიმდინარეობდა. OPEN მამაკაცები, OPEN ქალები, 10 წლამდე ასაკის გოგონები და ჭაბუკები(ცალცალკე) და 8 წლამდე ასაკის გოგონები და ჭაბუკები (ცალცალკე) .
თავშივე უნდა ავღნიშნოთ 8 წლამდე ასაკში მოასპარეზე, ოზურგეთელი ლაზარე ჩხარტიშვილის წარმატება(მწვრთნელი ელგუჯა ურუშაძე), რომელმაც თეორიული ცოდნით ,და გააზრებული თამაშით ბრწყინვალე შედეგი აჩვენა. მან 7 შესაძლებლობიდან 6,5ქულით, 50 მონაწილეს შორის ერთპიროვნულად მოიპოვა პირველი ადგილი . მასვე ერგო ,ჩემპიონის ოქროს მედალი , თასი და დაწესებული ფულადი პრიზი 250 ლარი.. ლანჩხუთელი მოჭადრაკეებიდან, განსაკუთრებით გოგონებმა იყოჩაღეს.. 10 წლამდე ასაკში, ფინიშთან 5,5,- 5,5 ქულით მივიდა ანასტასია კვირკველია (მწვრთნელი ადამ ხუხუნაიშვილი) და მისი ქუთაისელი “სეხნია“ ა.ჭიჭინაძე. მხოლოდ დამატებითი კრიტერიუმით მოუწია ანასტასიას ვერცხლის მედალზე და შესაბამის საპრიზო ფულად ჯილდოზე(150 ლ)დაყაბულება. შექებას იმსახურებს ასევე ვერცხლის მედალოსანი ანასტასია ებრალიძე. მან 24 მონაწილეს შორის, 5,5 ქულით, დამაჯერებლად და ერთპიროვნულად დაიკავა პირველი ადგილი და ფულადი ჯილდოც დაიმსახურა .
სამეულს მიღმა დარჩენილებიდან შექებას იმსახურებს ოზურგეთელი სანდრო გოგუაძე,რომელიც მხოლოდ ერთი ქულით ვერ მიწვდა მედალს, თუმცა კარგად ითამაშა და შინაარსიანი პარტიებიც ჰქონდა. OPEN ქალებში კარგი თამაში აჩვენა ლილე ფირცხალაიშვილმა, თუმცა ამ ნიჭიერ გოგონას ნადვილად შეეძლო უკეთესი შედეგის დადება. წელს მას კარგი სეზონი ჰქონდა და თავიც კარგად წარმოაჩინა. ვფიქრობთ გურიის ქალთა წლევადელ ჩემპიონატში ლანჩხუთელთა სახელით გამოვა და თავის სიტყვასაც იტყვის. წარმატებულად უნდა ჩაითვალოს 8 წლამდე ასაკში მოასპარეზე მარიამ გოგუაძის თამაშიც, მითუმეტეს როცა მას ოფიციალურ და მასშტაბურ ტურნირებში თამაშის გამოცდილება ნაკლები აქვს.
კარგ შედეგს ველოდით ლანჩხუთის მოქმედი ჩემპიონიდან, მიხეილ აფხაზავადან, რომელმაც სულ რაღაც ერთი თვით უკან , ბათუმის საერთაშორისო ტურნირი მოიგო.სამაგიეროდ ამ ჯგუფში საკმაოდ კარგად ითამაშა „ძველმა გვარდიამ“,რომელსაც გამოცდილი და ტიტულოვანი „დუეტი“- ნუგზარ გვარჯალაძე და ტარიელ ხუხუნაიშვილი წარმოადგენდა. მათ შესაბამისად 4,5 და 4,0 ქულა დააგროვეს. 75 წლის ნუგზარისათვის კი ეს 4.5 ქულა ვეტერანთა შორის ოქროს მედალის მომტანი აღმოჩნდა, რასაც გურიის მოჭადრაკეთა ოჯახი ერთთსულოვნად ვულოცავთ.

მსგავსი სტატიები

  • 97
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 94
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 94
    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება…
  • 94
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 94
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…

არ გამოტოვოთ