დღეს, ოზურგეთის სპორტის სასახლეში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების სპორტული სექციის მთავარმა სპეციალისტმა გოდერძი მახარაძემ გინესის 4 რეკორდი დაამყარა.

გოდერძიმ პირველი რეკორდი 10 წუთის განმავლობაში თავით ფეხბურთის ბურთის 17-მეტი აკენწვლა უნდა ყოფილიყო. რეკორედების დიდოსტატმა 10 წუთში ბურთი 2022-ჯერ აკენწლა.

პირველი რეკორდის შემდეგ გოდერძიმ ინდოელი კრიშნან კუმარაველუს 2 რეკორდი ზედიზედ დაამხო.

თავით ფეხბურთის ბურთის  კენწვლით 400 მეტრი 1,40 წუთში გაირბინა (კუმარაველუს რეკორდი 1,47); ხოლო შემდეგ თავით ფეხბურთის ბურთით კენწვლით 100 მეტრი გარბენის დრომ 19,66 წამი აჩვენა (რეკორდი 26,4 წამი).

ამის შემდეგ ბავშვთა სასკოლო ოლიმპიადის ფინალური მატჩი გაიმართა. ლაითურის საჯარო სკოლის ფეხბურთელთა  გუნდმა მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა ოზურგეთის წმინდა გებრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის გუნდი და სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა.

დაიწყო ხანგრძლივი და რთული  მარათონი. გოდერძი მახარაძეს ფეხით უკან სვლით, თავით ფეხბურთის ბურთით კენწვლით აგიმ ავუშის რეკორდი უნდა მოეხსნა 1 სთ. 32 წუთის განმავლობაში მან  ბურთის კენწვლით 50-ჯერ შემოუარა სპორტის სასახლის დარბაზს და ჯამში 5 300 მეტრი გაიარა.

_ ხომ იცით დედის გული როგორია, ძალიან ვინერვიულე. საბედნიეროდ გოდერძიმ დასახულ მიზანს მიაღწია _გვითხრა გოდერძი მახარაძის დედამ ჯულიეტა მახარაძემ.

გოდერძი მახარაძემ   პირველი რეკორდი 1996 წელს დაამყარა. იგი თავით ფეხბურთის ბურთს 8 საათისა და 12 წუთის განმავლობაში კენწლავდა. მას შემდეგ ათეულობით რეკორდი დაამყარა და დღევანდელი დღის შემდეგ მას ჯამში 58 გინესის რეკორდი ირიცხება.

ვულოცავთ გოდერძი მახარაძეს ამ დიდ გამარჯვებას!

ასპარეზობის მთავარი ორგანიზატორი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი და ოზურგეთის გაერთიანებული სპორტის განვითარების ცენტრი იყო. გენერალური სპონსორი _ „ტონუსი.“

მსგავსი სტატიები

  • 57
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 46
    მიხეილ ხერგიანის გახსენებაავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
  • 43
    საქართველოს მთავრობამ ხბოს დაცვის რეგლამენტი დაამტკიცა.საქართველოს მთავრობამ ხბოს დაცვის რეგლამენტი დაამტკიცა. რეგლამენტში განსაზღვრულია, რა პირობებში უნდა ცხოვრობდნენ ხბოები, რა უნდა იყოს მათი საკვები რაციონი, რა პირობები სჭირდებათ ქცევითი და ფიზიოლოგიური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, როგორ უნდა იყოს მოწყობილი სადგომი და როგორ უნდა დასუფთავდეს ის. ხბოს დაცვის ზოგადი მოთხოვნების მიხედვით: ხბოს სადგომის ასაშენებლად გამოყენებული მასალები, განსაკუთრებით ბაკი და…
  • 43
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 43
    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „იხარებდით მართალნი, მხიარულ იყვენით ცანი, იმღერდით მთანი, მეუფე იშვა, ქრისტე, ქალაქსა დავითისსა, ბეთლემს ჰურიასტანისასა“ (უძველესი იადგარი) მოვედით ერნო, რათა მადლიერებით მოვიხსენოთ ადამიდან…