მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან 11 ნოემბრის ჩათვლით, ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით უპრეცედენტო მასშტაბის გასტროლებს მართავს თბილისში, რუსთავსა და გორში.

1 -8 ნოემბრის ჩათვლით , ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი, თბილისის ხუთი თეატრის სცენაზე  7 სპექტაკლს წარმოადგენს. საგასტროლო სპექტაკლებად შეირჩა ოზურგეთის თეატრის ბოლო პერიოდის საუკეთესო დადგმები, რომლებიც ოზურგეთის თეატრში სხვადასხვა თაობის ცნობილმა ქართველმა სათეატრო რეჟისორებმა დადგეს.

1 ნოემბერი – ,,რესპუბლიკა გურია“- ნიკოლოზ  საბაშვილის  საავტორო სპექტაკლი – შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრი

19:00 საათი

2 ნოემბერი – ,,ცის კარი“  (ნოდარ დუმბაძე)  ელენე მაცხონაშვილის  საავტორო  სპექტაკლი-   ნოდარ დუმბაძის  მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო  პროფესიული  თეატრი

19:00 საათი

3 ნოემბერი- ,,3+3“  მ. დოიაშვილი,  რეჟ. იოანე  (ვანო) ხუციშვილი,

     მიხეილ თუმანიშვილის  კინომსახიობთა  თეატრი

                                                                                                                          20:00 საათი

4 ნოემბერი- – ,,დონ კიხოტი“,  მიგელ დე სერვანტესის  მიხედვით,  ელენე მაცხონაშვილის საავტორო სპექტაკლი-  თავისუფალი  თეატრი

                                                                                                                          19:00 საათი

5 ნოემბერი – ,,იმერული რეკვიემი“, რ. კლდიაშვილი,  რეჟ.  ვასო ჩიგოგიძე, ოთარ კუტალაძე, ალექსანდრე  გრიბოედოვის  სახელობის  რუსული  დრამატული  თეატრი

19:00 საათი

6  ნოემბერი – ,,დედაომი“ დ. თავაძე, რეჟ. საბა ასლამაზიშვილი,

 მიხეილ  თუმანიშვილის  კინომსახიობთა თეატრი

                                                                                                                          18:00  საათი

7 ნოემბერი -,,ცის კარი“ , ელენე მაცხონაშვილის საავტორო სპექტაკლი,

ნოდარ დუმბაძის  მოზარდ  მაყურებელთა სახელმწიფო  პროფესიული თეატრი

12:00  საათი

8  ნოემბერი –   ,,გურიის დედოფალი“,  თ. პაპავას ნაწარმოებების მიხედვით,

რეჟ. გოჩა კაპანაძე- ალექსანდრე  გრიბოედოევის  სახელობის  რუსული  დრამატული  თეატრი                                                                                                                          

                                                                                        19:00 საათი

             თბილისური ტურნეს ფარგლებში, ოზურგეთის თეატრი მონაწილეობს კომედიის საერთაშორისო ფესტივალში რუსთავში სტუმრის სტატუსით, შესაბამისად  9 ნოემბერს- გიგა ლორთქიფანიძის სახელობის დრამატულ თეატრში  ფესტივალის ფარგლებში, ოზურგეთის თეატრი გოჩა კაპანაძის სპექტაკლს „გურიის დედოფალი“ წარმოადგენს, ხოლო 11 ნოემბერს ოზურგეთის თეატრს გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრი უმასპინძლებს. გორელ მაყურებელს საშუალება ექნება ოზურგეთის თეატრის ორი სპექტაკლი იხილოს- 14: 00 საათზე წარმოდგენილი იქნება ელენე მაცხონაშვილის საავტორო სპექტაკლი „ცის კარი“, რომელიც ნოდარ დუმბაძეს ეძღვნება, ხოლო 19:00 საათზე, გორის თეატრის დიდი სცენა გოჩა კაპანაძის სპექტაკლს „გურიის დედოფალი“ დაეთმობა.

 

 

მსგავსი სტატიები

  • 55
    ოზურგეთის თეატრის საგასტროლო ტურნე რუსთაველის თეატრში ნიკოლოზ საბაშვილის სპექტაკლით დაიწყო1-11 ნოემბერს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი უპრეცედენტო მასშტაბის გასტროლებს მართავს თბილისში, რუსთავსა და გორში. შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრში მაყურებელმა ნახა პირველი წარმოდგენა - რეჟისორ ნიკოლოზ საბაშვილის საავტორო სპექტაკლი ,,რესპუბლიკა გურია“. სპექტაკლს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა…
  • 48
    ოზურგეთის თეატრში ნოდარ დუმბაძის სახელობის მესამე საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნასაქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში, ნოდარ დუმბაძის სახელობის მესამე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიხსნა. მაყურებელმა თეატრის მცირე სცენაზე რეჟისორ ელენე მაცხონაშვილის მიერ დადგმული საავტორო სპექტაკლი „ცის-კარი“, ხოლო დიდ სცენაზე რეჟისორ რობერტ სტურუას სპექტაკლი ,,ვანო და ნიკო“ იხილა. ფესტივალის გახსნასკულტურის მინისტრი თეა…
  • 39
    „მაუგლი“ ოზურგეთის თეატრის სცენაზედღეს, ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის სცენაზე თბილისის გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა რუსულმა თეატრმა რადიარდ კიპლინგის მოთხრობების მიხედვით ერთმოქმედებიანი მუსიკალური სპექტაკლი „მაუგლი“ წარუდგინა ოზურგეთელ  მაყურებელს. აღნიშნული დადგმა რეჟისორ ვახტანგ ნიკოლავას ეკუთვნის. მუსიკალურ სპექტაკლში,  თითქმის მთელი დასი მონაწილეობს. ეს არის ბიჭის, მეტსახელად მაუგლი, არაჩვეულებრივი ამბავი. ბავშვობაში იგი დაიკარგა ჯუნგლებში. მგლებმა გადაარჩენეს და თავიანთ…
  • 37
    „გურიის დედოფალი“გრიბოედოვის თეატრშიოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის საგასტროლო ტურნეს ფარგლებში, ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრში, წარმოდგენილი იქნა თ. პაპავას ნაწარმოებების მიხედვით რეჟისორ გოჩა კაპანაძის სპექტაკლი ,,გურიის დედოფალი" , რიგით მეშვიდე სპექტაკლი, რომელიც დედაქალაქში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. აღნიშნული სპექტაკლით ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის საგასტროლო ტურნე დედაქალაქში დასრულდა.…
  • 37
    ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიმართება2022 წლის 5-15 ივლისს, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი ნოდარ დუმბაძის სახელობის მესამე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს, რომელშიც მონაწილეობას 8 უცხოეთის ქვეყანა 9 სპექტაკლით, ხოლო საქართველოდან 15 თეატრი 17 სპექტაკლით მიიღებს . XX საუკუნის ქართული მწერლობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მიზანი გახლავთ, ხელი შეუწყოს ქართული თანამედროვე…

არ გამოტოვოთ