უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვით ის ჩეჩნეთის იჩქერიის რესპუბლიკის დამოუკიდებლობას აღიარებს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“იუწყება.

გადაწყვეტილების მიხედვით, რესპუბლიკის ტერიტორია რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულად არის გამოცხადებული, დადგენილებას მხარი დაუჭირა 287-მა დეპუტატმა, ხოლო 64-მა თავი შეიკავა.

დადგენილების პროექტის ერთ-ერთი ავტორი დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო იყო.

„იმედი მაქვს, რომ იჩქერიის რესპუბლიკის დამოუკიდებლობას სხვა ქვეყნებიც აღიარებენ. ახლა საერთაშორისო დონეზე უნდა დავაყენოთ საკითხი, რომ ჩეჩნეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული,“ – განაცხადა დეპუტატმა. გონჩარენკოს თქმით, აუცილებელია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან მუშაობა და იმ ხალხების გათავისუფლება, რომლებიც კრემლის მიერ არიან ოკუპირებულები.

იჩქერიის დევნილმა პრემიერ-მინისტრმა ახმედ ზაკაევმა ამ გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდა და „ჩეჩნებისთვის და კრემლის მიერ ოკუპირებული ყველა ერისთვის“.

დადგენილების მიხედვით უმაღლესი რადა ჩეჩენი ერის გენოციდს აღიარებს და იჩქერიის სუვერენიტეტს აღიარებს, რომლის ტერიტორია რუსეთს დროებით აქვს ოკუპირებული.

ჩეჩნეთის იჩქერიის რესპუბლიკა, (1994 წლის 14 იანვრამდე – ჩეჩნეთის რესპუბლიკა) არის თვითგამოცხადებული სახელმწიფო წარმონაქმნი, რომელიც არსებობდა სსრკ-ს დაშლის შემდეგ ყოფილი ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ტერიტორიის ნაწილზე. 1993 წლის 9 იანვრიდან რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებამ ეს ტერიტორია  რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში გამოაცხადა.

ჩეჩნეთის იჩქერიის რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა  1991 წლის ივლისში გამოაცხადა; პირველი პრეზიდენტი ჯოხარ დუდაევი გახდა. ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის ცალმხრივი გამოცხადების შემდეგ დაიწყო სამხედრო კონფლიქტი რუსეთის მთავრობასა და აჯანყებულებს შორის, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი მსხვერპლი და ნგრევა. 1994-1996 წლების საომარი მოქმედებების შედეგად რუსული არმია ცდილობდა იჩქერიის რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციას ძალით დაებრუნებინა, მაგრამ ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. 1996 წელს რუსეთის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა გაეყვანა ჯარები ჩეჩნეთიდან და გადაედო გადაწყვეტილება მისი სტატუსის შესახებ 2001 წლამდე, რითაც დე ფაქტო აღიარა აჯანყებულთა ხელმძღვანელობა. 1999 წელს რუსეთის სათავეში ვლადიმერ პუტინის მოსვლის შემდეგ დაიწყო ჩეჩნეთის მეორე ომი და 2000 წლის გაზაფხულისთვის იჩქერიის რესპუბლიკა, როგორც სახელმწიფო, დე ფაქტო ლიკვიდირებული იყო.

pia.ge ინფორმაცია

მსგავსი სტატიები

  • 56
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 55
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 53
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 50
    იმ ადამიანის მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ, უსამართლოდ გამოტანილ განაჩენს _დახვრეტას ჩამოხრჩობით რომ შეუცვლიან28 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…
  • 47
    რას ფიქრობენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ დეპუტატობის კანდიდატები.რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…

არ გამოტოვოთ