1-11 ნოემბერს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი უპრეცედენტო მასშტაბის გასტროლებს მართავს თბილისში, რუსთავსა და გორში. შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრში მაყურებელმა ნახა პირველი წარმოდგენა – რეჟისორ ნიკოლოზ საბაშვილის საავტორო სპექტაკლი ,,რესპუბლიკა გურია“.
სპექტაკლს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.
„რესპუბლიკა გურია“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით დაიდგა. ეს არის ინოვაციური წარმოდგენა თხრობის განსხვავებული, არავერბალური მანერით. სპექტაკლის სიუჟეტი ეყრდნობა საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილ დოკუმენტურ მასალებს. წარმოდგენაში გაცოცხლებულია პატარა ქალაქი ოზურგეთი, რომელიც თავს ითავისუფლებს და შიშის ზარს სცემს რუსეთის უზარმაზარ იმპერიას. სპექტაკლში გამოკვეთილია უბრალო ადამიანის როლი თავისუფლებისათვის ბრძოლაში. მთავარი პერსონაჟები, გლეხები ღირსების დასაცავად იბრძვიან. სპექტაკლში ოზურგეთის თეატრის მთელი დასი მონაწილეობს.
1-ლი ნოემბრიდან 8 ნოემბრის ჩათვლით ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი თბილისის ხუთი თეატრის სცენაზე წარმოადგენს შვიდ სპექტაკლს. საგასტროლო სპექტაკლებად შეირჩა ოზურგეთის თეატრის ბოლო პერიოდის საუკეთესო დადგმები, რომლებიც ოზურგეთის თეატრში სხვადასხვა თაობის ცნობილმა რეჟისორებმა დადგეს.
,,რესპუბლიკა გურიის“ შემდეგ, 2 ნოემბერს, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი ,,3+3“ (რეჟისორი იოანე (ვანო) ხუციშვილი), 3 ნოემბერს თავისუფალ თეატრში მაყურებელი ნახავს ელენე მაცხონაშვილის საავტორო სპექტაკლს „დონ კიხოტი“ (მიგელ დე სერვანტესის მიხედვით), 4 ნოემბერს ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრი უმასპინძლებს სპექტაკლს „იმერული რეკვიემი“ (რეჟისორები ვასო ჩიგოგიძე, ოთარ კუტალაძე), 5 ნოემბერს კვლავ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში გაიმართება სპექტაკლი ,,დედაომი“ (რეჟისორი საბა ასლამაზიშვილი), 6 ნოემბერს ნოდარ დუმბაძის მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში მაყურებელი იხილავს ელენე მაცხონაშვილის საავტორო სპექტაკლს ,,ცის კარი“, 8 ნოემბერს კი ისევ ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრში წარმოდგენილი იქნება რეჟისორ გოჩა კაპანაძის სპექტაკლი „გურიის დედოფალი“.
ტურნეს ფარგლებში ოზურგეთის თეატრი მონაწილეობს „კომედიის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში“, რომელზეც 9 ნოემბერს გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის დრამატულ თეატრში წარმოდგენილი იქნება რეჟისორ გოჩა კაპანაძის სპექტაკლი „გურიის დედოფალი“, 11 ნოემბერს კი ოზურგეთის თეატრს გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრი უმასპინძლებს. მაყურებელს საშუალება ექნება ოზურგეთის თეატრის ორი სპექტაკლი ნახოს – 14:00 საათზე წარმოდგენილი იქნება ელენე მაცხონაშვილის საავტორო სპექტაკლი „ცის კარი“, რომელიც ნოდარ დუმბაძეს ეძღვნება, ხოლო 19:00 საათზე გორის თეატრის დიდი სცენა დაეთმობა გოჩა კაპანაძის სპექტაკლს „გურიის დედოფალი“.
მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 60
    „გურიის დედოფალი“გრიბოედოვის თეატრშიოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის საგასტროლო ტურნეს ფარგლებში, ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრში, წარმოდგენილი იქნა თ. პაპავას ნაწარმოებების მიხედვით რეჟისორ გოჩა კაპანაძის სპექტაკლი ,,გურიის დედოფალი" , რიგით მეშვიდე სპექტაკლი, რომელიც დედაქალაქში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. აღნიშნული სპექტაკლით ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის საგასტროლო ტურნე დედაქალაქში დასრულდა.…
  • 55
         ოზურგეთის თეატრის უპრეცედენტო მასშტაბის გასტროლი დედაქალაქშიმიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან 11 ნოემბრის ჩათვლით, ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით უპრეცედენტო მასშტაბის გასტროლებს მართავს თბილისში, რუსთავსა და გორში. 1 -8 ნოემბრის ჩათვლით , ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი, თბილისის ხუთი თეატრის სცენაზე  7 სპექტაკლს წარმოადგენს. საგასტროლო სპექტაკლებად შეირჩა ოზურგეთის…
  • 45
    ოზურგეთის თეატრში ნოდარ დუმბაძის სახელობის მესამე საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნასაქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში, ნოდარ დუმბაძის სახელობის მესამე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიხსნა. მაყურებელმა თეატრის მცირე სცენაზე რეჟისორ ელენე მაცხონაშვილის მიერ დადგმული საავტორო სპექტაკლი „ცის-კარი“, ხოლო დიდ სცენაზე რეჟისორ რობერტ სტურუას სპექტაკლი ,,ვანო და ნიკო“ იხილა. ფესტივალის გახსნასკულტურის მინისტრი თეა…
  • 45
    ვასილ ჩიგოგიძემ წარმატებული გასტროლების შემდეგ ჟურნალისტებთან პრესკონფერენცია გამართაოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასო ჩიგოგოძემ პრესკონფერენცია გამართა. ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასილ ჩიგოგიძემ პრესკონფერენციაზე 155-ე საიუბილეო სეზონისადმი მიძღვნილ უპრეცედენტო მასშტაბის გასტროლზე თბილისში, რუსთავსა და გორში ისაუბრა და შეაჯა, რომელიც საქართველოს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. 1-8 ნოემბრის ჩათვლით, დედაქალაქში ხუთი თეატრის სცენაზე,…
  • 44
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…