16 ნოემბერს გენადი ტაკიძე 80 წლის გახდებოდა

1942 წლის 16 ნოემბერს ნატანებელი არტემ ტაკიძის ოჯახში გავარდნილმა თოფის ხმამ ვაჟის გაჩენა ამცნო სოფელს. იმ დღეს გენადი ტაკიძე მოევლინა ამ ქვეყანას! დიახ, ქვეყანას, რამეთუ, შემდგომში, ამ სახელისა და გვარის სახელოვნად მატარებელი კაცის ნაღვაწი საგრძნობლად გასცილდა სოფლის, რაიონის ფარგლებს და, თავისი კვალი ნათელით, უფრო მასშტაბურ ჩარჩოში განთავსდა.

ოზურგეთს არ უკვირს ყველა ადამიანური ღირსებით შემკული პიროვნებები, მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეულია ამ მომცრო წერილის პერსონაჟი, ვისი ცხოვრებისეული არც ისე გრძელი გზა მისაბაძია თაობებისთვის. ქართულ ოჯახურ ტრადიციებზე აღზრდილი გენადი ტაკიძე  სრულყოფილების განსახიერება იყო როგორც პირად, ოჯახურ, ისე საზოგადოებრივ საქმიანობაში.

ლიდერის საოცარი ალღო ჰქონდა და ამ თვისებით ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა. კარგად სწავლობდა. შეეძლო, ისეთ სპეციალობას დაუფლებოდა, დედაქალაქისკენ რომ გაუკვალავდა გზას, მაგრამ სოფელი არჩია, ამიტომაც ჩაირიცხა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, რომლის დამთავრების შემდეგ გახდა ჩაისა და სუბტროპიკულ კულტურათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ მუშაკი,  და კიდევ უფრო განიმტკიცა ცოდნა აგრარულ მეცნიერებაში.

სხვადასხვა წლებში მუშაობდა მშობლიურ სოფელში ჯერ პარტიის მდივნად, შემდეგ კოლმეურნეობის თავმჯდომარის მოადგილედ. ყველაზე დიდი ამაგი კი სოფელ მერიას დასდო, სადაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში იყო კოლმეურნეობის თავმჯდომარე. კოლმეურნეობის  დაშლის შემდეგ კი, მეგობრებთან ერთად, არანაკლებ უნარიანად შეუდგა ბიზნესსაქმიანობას.

ბოლომდე თავის ხალხთან იყო,  ხალხისთვის ირჯებოდა და იხარჯებოდა. გვერდზე არასოდეს გამდგარა. ჭირში ჭირისუფალი და ლხინში გვერდში მდგომი,  ყოველთვის იქ გაჩნდებოდა, სადაც სოფელს და მოსახლეობას სჭირდებოდა, საოცრად გრძნობდა სოფლისა და ხალხის მაჯისცემას. დიდთან დიდი იყო და პატარასთან პატარა.

ნატანებელებსა და მერიელებს რომ ჰკითხოთ, მაინც რით იყო გამორჩეული  თავკაცი გენადი ტაკიძე, გეტყვით, რომ ამ კაცს, უპირველესად, საოცარი მიზიდულობის ძალა ჰქონდა, ყოველგვარ სიტუაციაში შეეძლო სიტყვის საქმედ ქცევა და საქმის სიტყვით დაგვირგვინება. არ არსებობდა მისთვის გადადებული საქმე, რაც დღეს უნდა გაკეთებულიყო, იმას ხვალისთვის არ გადადებდა. იმასაც ამბობენ, დროს უსწრებდაო გენადი ტაკიძე.

ბატონი გენადის მთელი ნაღვაწის  ჩამოთვლა და ერთ წერილში თავმოყრა არ არის ადვილი საქმე, დიდ დროსა და არანაკლებ საგაზეთო ფართს მოითხოვს, ამ ეტაპზე, ალბათ, არც არის აუცილებელი, რადგან  ეს ისეთი ნაღვაწია, რომელსაც ხალხის მეხსიერებიდან ვერ წაშლი.

დიდი იყო ბატონი გენადის სამეგობრო წრე. იგი ამაყობდა დათო იმედაშვილთან, იური სიორიძესთან, გურამ ბურჭულაძესთან, თამაზ გოგეშვილთან, გივი კომახიასთან, იური ლომაძესთან, ნიკოლა ბურჭულაძესთან, თამაზ სიორიძესთან, ომარ ჭანუყვაძესთან, ალეკო ტუღუშთან, ვანო ქუთათელაძესთან, ია სურგულაძესთან, თემურ ჩანჩიბაძესთან, ილო ინწკირველთან და სხვებთან და სხვებთან მეგობრობით. ჩამოთვლილთაგან უმეტესობა ხომ ოზურგეთის კოლორიტია. ამ ხალხთან მეგობრობით გენადი ტაკიძეს არაერთი საქმე გაუკეთებია და არაერთი პრობლემაც გადაუწყვეტია, ამ ხალხსაც, ბატონ გენადისთან ურთიერთობით, აზრთა გაცვლითა და საქმეში ერთობლივობით, ბევრი ურგიათ ოზურგეთისა და ოზურგეთელებისთვის.

რომ არა საბედისწერო 1996 წელი, დღეს 80 წლისა გვეყოლებოდა გენადი ტაკიძე. 53 წლის ასაკში დაიღუპა ავტოავარიაში, ქალაქ სტამბოლთან ახლოს.

საბედნიეროდ, ტაკიძეების ოჯახში სიცოცხლე გრძელდება. მეუღლე ციცო თავს დასტრიალებს თავის  ჯალაბობას, რუდუნებით უვლის მეუღლის საფლავს, ჩაუქრობელი სანთლებით ნათელს ჰფენს მის ხსოვნას; კვიცი გვარზე ხტის და შვილები – გიორგი, გოჩა და თამარი  ღირსეულად მიჰყვებიან მამის კვალს; შვილიშვილები – საბა, ნინო, ნიკოლოზი, მარიამი, ლუკა და ანი, რომლებიც მხოლოდ სურათებით იცნობენ ბატონ გენადი ტაკიძეს, ამაყობენ, რომ ასეთი ბაბუა ჰყავდათ!

გენადი ტაკიძეს, როგორც შეუდარებელ ორგანიზატორს, უნარიან ხელმძღვანელს, ცხოვრებაში ქართული ტრადიციების დამცველ და გამტარებელ კაცს, მართალ, პრინციპულ და სამართლიან პიროვნებას არასოდეს დაივიწყებს ოზურგეთი.

გაზეთ „ალიონის“ რედაქცია

 

 

 

 

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 92
    1964. პირველი ტრიუმფი! "ლელოს" რეპორტაჟი ტაშკენტიდან: „დინამოელები ნიაღვარივით ანგრევდნენ „ტორპედოს“ დაცვის ყველა ჯებირს1964 წლის 18 ნოემბერს, თბილისის „დინამომ“პირველად მოიპოვა სსრ კავშირის ჩემპიონის წოდება. იგი გადამწყვეტ მატჩში, ნეიტრალურ მოედანზე,  ტაშკენტში „პახტაკორის“ სტადიონზე მოსკოვის „ტორპედოს“ შეხვდა.დანარჩენს ამ ისტორიული მატჩის შესახებ, რომელიც „ოქროს მატჩის“ სახელით შევიდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში,  გაზეთ „ლელოს“ სპეციალური კორესპონდენტები მ. კაკაბაძე და ბ. ქორქიას რეპორტაჟი მოგითხრობთ. „მატჩის დაწყების დრო ამ დღეს…
  • 90
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 90
    გურიიდან დაწყებული თავისუფლება, თუ თავისუფლების ფასი, „ბედის ბორბლის“ დაუნდობელ ტრიალშიავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ქალის მისია: მტკიცე ხასიათი ძალადობასთან შეუგუებლობის და ბოლო კითხვა, მაყურებლის ამოსახსნელი. ავანსცენა, სიჩუმე. ქალთა გუნდის მცდელობა სისხლიანი ნაკვალევის წაშლისა. ეს დასაწყისია. ხმა წარსულისკენ, ბედის ბორბალიც წარსულიდან. რეჟისორის ასისტენტი ეკატერინე ანთია; კოსტიუმების მხატვარი გია გვიჩია; სპექტაკლის წამყვანი ბონდო ჩხარტიშვილი; მუსიკალური გამფორმებელი თაზო იმნაძე; ქორეოგრაფი მარიკა ქვეითაია; ლოტბარები მამია…
  • 89
    ,,შალომ კლუბი“ 17 წლის გადასახედიდან„ალიონის“ სტუმარი „შალომ კლუბ გურიას“  შესახებ „შალომ კლუბ გურიას“ ჩვენი მკითხველისთვის განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. ამ კლუბის შესახებ დღეს გურიაში კარგად იციან  როგორც უფროსი თაობის წარმომადგენლებმა, ისე ახალგაზრდებმა და ბავშვებმაც, ანუ სამივე თაობამ. რასაკვირველია, „შალომ კლუბი“ სახელდებული და უკვე პოპულარულია ისრაელში. ნომრის სტუმარია „შალომ კლუბ გურიას“ პრეზიდენტი, ბატონი ზაურ ოსეფაიშვილი…
  • 84
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…