საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ინფორმაციით, სინოდური კომისიის დასკვნის საფუძველზე პატრიარქმა ილია მეორემ მთავარეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული) 2022 წლის 16 ნოემბრიდან დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის ხელმძღვანელობიდან გაათავისუფლა. ოფიციალური ინფორმაციითვე, მას შეუნარჩუნდა დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიის მმართველობა. საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად კი საკითხი წმინდა სინოდის სხდომაზე განიხილება.

საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმად მეუფე ზენონი დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის ხელმძღვანელობიდან გაათავისუფლეს, სასულიერო პირი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მას ებრძვიან.

მისი განცხადებით არსებობენ კონკრეტული პირები, რომლებიც აიძულებენ პატრიარქს, რომ ის დიდი ბრიტანეთის ეპარქიას ჩამოაშორონ.

„აქ მიმდინარე პროცესებთან, აი, ამ დესტაბილიზაციასთან, რომელიც ჩემს ეპარქიაში წამოიშვა, კავშირში არიან მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი, მიპტოპოლიტი შიო მუჯირი, მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და პროცესში, რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, ჩართულია ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი“, – განაცხადა მეუფე ზენონმა სატელევიზიო კომენტარში და დასძინა, რომ მის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობს ასევე, ორი დიპლომატი, რომელთა დასახელებისგან მეუფემ თავი შეიკავა.

მისი თქმით, ის ელოდება საპატრიარქოსგან წერილის მიღებას, რის შემდეგაც უფრო ვრცლად ისაუბრებს.

მეუფე ზენონის განცხადებასთან დაკავშირებით Pia.ge ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილს დაუკავშირდა. ბიზნესმენი მეუფე ზენონის ბრალდებებს უსაფუძვლოსა და აბსურდულს უწოდებს.

ვანო ჩხარტიშვილი ამბობს, რომ სასულიერო პირის კომენტარით გაკვირვებულია, რადგან მას არანაირი ბერკეტი ან ინტერესი არ გააჩნია დიდი ბრიტანეთის ეპარქიის ხელმძღვანელის ბედის გადასაწყვეტად:

„დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქია განსაკუთრებით ძვირფასია ჩემი ოჯახისთვის, რადგან ლონდონში დევნილობისას ჩვენთვის ის იყო სულიერი თავშესაფარი და იქ მყოფ საეკლესიო წრეებთან ჯანსაღი და წმინდა ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა. ამიტომ გაკვირვებული ვარ თუ რატომ თქვა მეუფე ზენონმა ის, რაც თქვა. შეიძლება მხოლოდ ვივარაუდო, რომ ეპარქიისადმი მხარდაჭერისათვის მეუფე ეპარქიის უმაღლესი ორდენით აჯილდოებს ხოლმე ადამიანებს, ხოლო „არდაჭერისთვის“ცილისწამებით.

ჩემთვის სრულიად გაუგებარია მეუფე ზენონის ლოგიკა – როგორ უნდა დამეჭირა მისთვის მხარი და როგორ უნდა მემოქმედა სინოდის გადაწყვეტილებაზე, ან რა ინტერესი უნდა მქონდეს ან ბერკეტი დიდი ბრიტანეთის ეპარქიის ხელმძღვანელის ბედის გადასაწყვეტად?! ეს ხომ აბსურდია. ეკლესიის შიდა საქმეებში გარედან ჩარევა, ვინც ოდნავ მაინც ჩახედულია ამ სფეროში, კარგად იცის, რომ არის შეუძლებელი და ვინც ასეთ სიცრუეს ავრცელებს, სწორედ მას სურს, გარედან მოახდინოს ეკლესიის შიდა პროცესებზე ზეგავლენა. სხვა თუ არაფერი, იგი ამით ჩრდილს აყენებს და შეურაცხყოფს უწმინდესს, წმინდა სინოდს და ქართული ეკლესიის იერარქებს. უსაფუძვლო ტყუილის გავრცელება და ჭორაობა კი ნამდვილად არ არის მეუფის შესაფერი და საკადრისი საქციელი.

სამწუხაროდ, მეორე შემთხვევაა, როცა არის მცდელობა, ჩემი განსაკუთრებული ურთიერთობები და სიყვარული უწმინდესისადმი, ჩემს წინააღმდეგვე, საკუთარ თავში მოხარშული აბსურდული შეთქმულების თეორიების წონის შესაძენად გამოიყენონ. კატეგორიულად ვემიჯნები ასეთ ავადმყოფურ ნარატივებს და ვაცხადებ, რომ უწმინდესის კურთხევით, ჩემს ოჯახს, ერთობლივი კულტურული, საგანმანათლებლო, საქველმოქმედო და სოციალური პროექტების განხორციელებით, მოკრძალებული წვლილი შეაქვს და შეიტანს მომავალშიც ქართული ეკლესიისა და მრევლის მხარდაჭერისა და გაძლიერების საქმეში“, – განაცხადა ვანო ჩხარტიშვილმა.

მეუფე ზენონი ამჟამად ლონდონში ცხოვრობს. მთავარეპისკოპოსი დაბარებულია საპატრიარქოში, მაგრამ უცნობია, ჩამოვა თუ არა საქართველოში, ან როდის.

pia.ge

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 90
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 89
    „ამერიკის ელჩთან შეხვედრა 21 მარტს ნამდვილად შედგა“ - ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებსსაქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს. როგორც ივანიშვილი განცხადებაში აღნიშნავს, მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა, სწორი და პრინციპული პოზიცია დაიკავა და მთავარი სირთულე, ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა. მისივე თქმით, ამ ძალისხმევის წყალობით, საქართველოს ომში ჩათრევის უშუალო საფრთხე დღეს მაქსიმალურად არის განეიტრალებული: „უპირველეს ყოვლისა, მინდა, ჩემი ღრმა პატივისცემა კიდევ…
  • 87
    „ჯუმა“, ჯუმათელები და... სამოქალაქო აქტივობაჯუმათი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფელია. მაღალმთიანი, ულამაზესი, უძველესი კულტურის მქონე, აქ ადამიანთა დასახლების ისტორია ჩვენს წელთაღრიცხვამდე იწყება... ალბათ, ადრეული ცივილიზაციის გაგრძელებაა, რომ სოფელში სამოქალაქო აქტიურობით გამორჩეული ახალგაზრდობა ცხოვრობს და საქმიანობს კიდეც. ქალბატონი მაკა ჩხარტიშვილი ჯუმათის სათემო ორგანიზაციის „ჯუმას“ ერთ-ერთი ხელმძღვანელია. „ჯუმა“ კი არასამთავრობო ორგანიზაციის „გურიის მედიატორთა ასოციაცია“ ქოლგის ქვეშ საქმიანობს.…
  • 84
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 84
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…