29 ნოემბერს, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ნიკოლოზ საბაშვილის საავტორო სპექტაკლის ,,რესპუბლიკა გურია” ჩვენება განხორციელდა, რომლის დასრულების შემდეგ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასო ჩიგოგიძემ , გურიის მხარის ადმინისტრაციასა და მასში შემავალ სამივე მუნიციპალიტეტს ანგარიში ჩააბარა.
🎭ნიკოლოზ საბაშვილის საავტორო სპექტაკლს ,,რესპუბლიკა გურია”, გურიის მხარის ადმინისტრაცია, სამივე მუნიციპალიტეტიდან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასო ჩიგოგიძემ, სპექტაკლის დასრულების შემდეგ დასის წევრებს ღირსეული აღიარება მიულოცა და გააჟღერა, რომ საქართველოს თეატრალური საზოგადოების ყოველწლიური პრემიის ,,თეატრალური სეზონის საუკეთესო ნამუშევრებიდან”, კონკრეტულად 14 ნომინაციიდან ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა სამი ნომინაცია მოიპოვა, აღნიშნული წარმატება მსახიობ ციცი ბუცხრიკიძეს, რეჟისორებს საბა ასლამაზიშვილს, ნიკოლოზ საბაშვილს და თეატრმცოდნე მაკა ვასაძეს მიულოცა, შემდეგ კი მოწვეული სტუმრების წინაშე ანგარიშით წარსდგა.
🎭ვასო ჩიგოგიძემ სამივე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, განსაკუთრებით ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერა, რომლის გარეშეც თეატრის 155-ე საიუბილეო სეზონისადმი მიძღვნილი საგასტროლო ტურნე თბილისში, რუსთავსა და გორში არ შედგებოდა. მან მოწვეულ სტუმრებს აღნიშნული გასტროლის მასშტაბურობის შესახებ კიდევ ერთხელ შეახსენა. ოზურგეთის თეატრმა დედაქალაქში, ხუთი სხვადასხვა თეატრის სცენაზე ჯამში 9 სპექტაკლი, ბოლო პერიოდის საუკეთესო დადგმები წარადგინა, მონაწილეობა მიიღო რუსთავში კომედიის საერთაშორისო ფესტივალში სტუმრის სტატუსით, ხოლო გორის თეატრში საგასტროლო ტურნე დახურა.
🎭სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასო ჩიგოგიძემ, სამომავლო გეგმებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ტრადიციულად თეატრი პატარა მაყურებელს საახალწლო მუსიკალურ, გასართობ შოუ-პროგრამას წელსაც შესთავაზებს, სპექტაკლი მზადების პროცესშია, წელს არჩევანი ვარიაციებზე კონკიას მიხედვით გაკეთდა, და სპექტაკლის ნახვა პატარებს 25 დეკემბრიდან შეეძლებათ, მან მოწვეულ სტუმრებს, ბიზნესმენებს და სხვადასხვა დაწესებულების ხელმძღვანელებს ბენეფიციარი ბავშვებისთვის ახალი წლის გალამაზების მიზნით, ბილეთების შეძენა შესთავაზა, შეხვედრის ბოლოს მოწვეულ სტუმრებს მადლობა გადაუხადა და გურიის 200 წლოვანი ისტორიის თემატიკაზე შექმნილი ტრილოგიის მესამე ნაწილის წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის შესახებ სპექტაკლის პრემიერის დღედ 2023 წლის 17 ოქტომბერი დაასახელა. 17 ოქტომბერი წმიდა ექვთიმეს წმინდანად შერაცხვის დღეა.

მსგავსი სტატიები

  • 71
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 58
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 57
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 56
    ოზურგეთის თეატრის განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები   დღეს, ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი  ვასილ ჩიგოგიძემ  რადიოთეატრის სტუდიაში ჟურნალისტებს შეხვდა და თეატრის მიერ განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. _ ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა 153-ე სათეატრო სეზონი ახლადრეაბილიტირებულ შენობაში 2021 წლის 14 მაისს გახსნა. სეზონის გახსნამდე დასმა 6 პრემიერა მოამზადა. ოზურგეთის თეატრის ისტორიაში…
  • 56
    ვასილ ჩიგოგიძემ წარმატებული გასტროლების შემდეგ ჟურნალისტებთან პრესკონფერენცია გამართაოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასო ჩიგოგოძემ პრესკონფერენცია გამართა. ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასილ ჩიგოგიძემ პრესკონფერენციაზე 155-ე საიუბილეო სეზონისადმი მიძღვნილ უპრეცედენტო მასშტაბის გასტროლზე თბილისში, რუსთავსა და გორში ისაუბრა და შეაჯა, რომელიც საქართველოს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. 1-8 ნოემბრის ჩათვლით, დედაქალაქში ხუთი თეატრის სცენაზე,…

არ გამოტოვოთ