შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო. ამის სესახებ ინფორმაციას შსს პრესსამსახური ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს, 6 პირი დააკავეს, ერთი კი ამხილეს.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1972 წელს დაბადებული გ.მ. ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო „ეფ-1“-ის ტიპის ხელყუმბარა.

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1963 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ბ.ნ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ, ბ.ნ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღები, 128 ვაზნა და 4 მჭიდი.

ამავე დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კი, 1941 წელს დაბადებული ო.ო. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე ამხილეს.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ო.ო.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, 680 ვაზნა, 3 ხელყუმბარა და 5 სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი პისტოლეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1967 წელს დაბადებული ა.მ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
პოლიციამ, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1996 წელს დაბადებული ე.ა. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულის ავტომობილის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო რევოლვერი და 28 ვაზნა.

გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1952 წელს დაბადებული გ.წ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
პოლიციამ, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო: სხვადასხვა სისტემის 2 პისტოლეტი, შაშხანა, ფეთქებადი ნივთიერება, 2 ხელყუმბარა, 12 მჭიდი და სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 293 ვაზნა.

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1991 წელს დაბადებული დ.ჯ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვის ბრალდებით დააკავეს.
პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო „ნაგანის“ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, 16 ვაზნა, გადაჭრილი სანადირო თოფი და მცირეკალიბრიანი შაშხანა – ე.წ. გეკო.

დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების, ასევე, ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

მსგავსი სტატიები

  • 74
    პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღოშინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს და 10 პირი დააკავეს. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, 1961 წელს დაბადებული გ.ხ. თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა მის…
  • 66
    ამოღებული ავტომატები, პისტოლეტები და საბრძოლო მასალა - პოლიციამ 14 პირი დააკავაშინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს. დაკავებულია 14 პირი. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი სამი პირი -…
  • 65
    უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის ფლობისთვის ერთი პირი დააკავესგურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.მ. დააკავეს. დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია პისტოლეტი, მჭიდი, 4 ვაზნა და კარაბინი. დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის…
  • 55
    პოლიციამ, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ფაქტებზე, 62 პირი დააკავა, მათ შორის 46 ნარკორეალიზატორიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 62 პირი დააკავა, მათ შორის 46 ნარკორეალიზატორია. ნარკორეალიზატორები დაკავებული არიან სხვადასხვა ქალაქში: ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ოზურგეთში, გორში, მარნეულსა და რუსთავში, ასევე, თბილისის სხვადასხვა უბანში, მათ შორის ფონიჭალის დასახლებაში. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების…
  • 48
    პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღოპოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო. გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთისა და ჩოხატაურის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა დროს ორი პირი დააკავეს. 1987 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ზ.ს.-ის…