2022 წლის 19-20 ნოემბერს, ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭო და ოზურგეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სამცხე-ჯავახეთს, კერძოდ ახალქალაქს ესტუმრნენ, სადაც დაათვალიერესკავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის, CCEH-ის პორტფელში არსებული ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგური. პროექტი 2 ჰიდროელექტროსადგურისგან, „ახალქალაქი 1“ და „ახალქალაქი 2“, შედგება.მისი ინფრასტრუქტურა მდებარეობს მდინარე ფარავანსა და მის მარჯვენა შენაკადზე, კორხისწყალზე.ახალქალაქის ჰიდროელქტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 9.1 მეგავატია, წლიური გამომუშავება კი 50 მილიონი კილოვატსაათი. ჰიდროელექტროსადგური 2022 წლის 5 ნოემბერს ოფიციალურად გაიხსნა და კომერციული ოპერირება დაიწყო.
ახალქალაქი ჰიდროელექტროსადგურის მენეჯმენტის წევრებმა „ბახვი ჰესის“ მრჩეველთა საბჭოს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნეს ჰესის მუშაობის პრინციპები.სტუმრებმა დაათვალიერეს ჰიდროელექტროსადგურის ინფრასტრუქტურა, სადაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნატურალიზირებული თევზსავალს და მისი ოპერირებისთავისებურებების გაცნობას. დღის მეორე ნახევარში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც, კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის დირექტორმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ფონდის ხედვა, მიზნები და სტრატეგია, ასევე, იმსჯელეს ფონდსა და მის პორტფოლიო პროექტებში არსებულ მიდგომებსა და სტანდარტებზე გარემოსდაცვით და სოციალური საკითხების მიმართ. ახალქალაქი ჰესის წარმომადგენლებმა კი დამსწრე საზოგადოებას გააცნეს პროექტის ფარგლებში გარემოსდაცვითი და სოციალური პროგრამა, მისი არსი და განხორციელების პოლიტიკა.
„დღეს, დიდი სიამოვნებით ვმასპინძლობთ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან სტუმრებს ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგურზე. გვსურდა, გვეჩვენებინა ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე სტანდარტებით აშენებული და სულ რაღაც 2 კვირის წინ ექსპლუატაციაში შესული სადგური „ბახვი ჰესის“ მრჩეველთა საბჭოსთვის და რეგიონში ყველაზე აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის. ერთხელ ნანახი ასჯერ მოსმენილს სჯობია ნამდვილად. ვფიქრობ, ახლა უფრო ცხადი იქნება დაინტერესებული მხარეებისთვის წარმოიდგინონ ჩვენს მიერ ბახვი ჰესის პროექტების განხილვებისას არაერთხელ ნახსენები დასავლური სტანდარტი და უმკაცრესი გარემოსდაცვითი და სოციალურ საკითხების მმართველობის პოლიტიკა, რომელსაც ვიყენებთ თითოეულ პროექტში და რომელიც ჩვენი, ასე ვთქვათ, განმასხვავებელი ნიშანია“ _ განაცხადა ბახვი ჰესის დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა.
კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგი (CCEH) არის საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია, რომელიც დაარსდა 2015 წელს და წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. მისი პორტფელი მოიცავს როგორც მოქმედ ჰიდროელექტროსადგურებს („ლახამი ჰესი“, „ახალქალაქი ჰესი“, „ბახვი 3 ჰესი“, „აჭი ჰესი“ და „ინწობა ჰესი“) ასევე, წინასამშენებლო ეტაპზე არსებული პროექტებს („ბახვი 1“ და „ბახვი 2“ ჰიდროელექტროსადგურები). კომპანიისთვის განსაკუთრებულად მნიშნელოვანია პროექტების გარემოსდაცვითი და სოციალური ასპექტების სწორი და თანამედროვე მიდგომებით მართვა. სწორედ ამიტომ, საქმიანობის განხორციელებისას იყენებს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების – IFC-ისა და EIB-ს გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვის სტანდარტებს, რომელიც ფართოდ არის მიღებული და აღიარებულია დასავლური სამყაროს მიერ.
დაფინანსებული ფართი
მსგავსი სტატიები
- 92
2022 წლის 27 ოქტომბერს, ბახვი ჰესის მენეჯმენტის და კომპანიის ჰიდროენერგეტიკული პროექტების გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა. ბახვი ჰესის გენერალურმა დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა მრჩეველთა საბჭოს გაუზიარა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის გზშ-ს ანგარიში კომპანიამ 20 ოქტომბერს წარუდგინა გარემოს ეროვნულ სააგენტოს განსახილველად. კომპანია საჯარო…
- 91
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 91
ადგილობრივები და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლები კვლავ ვერ თანხმდებიან 4 ივნისს, კომპანია „სი-სი-ი-ეიჩ-ის“ მენეჯმენტმა ოზურგეთში გამართა შეხვედრა. სტუმრებმა ოზურგეთის მერს, კონსტანტინე შარაშენიძეს და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს „ბახვი 1 ჰესის“ შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მასპინძლების კითხვებსაც უპასუხეს. პროექტის ხელმძღვანელმა, გიგლა სიხარულიძემ, გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერმა, ნანა ბერძენიშვილმა და…
- 90
2022 – 2023 სასწავლო წლისთვის შპს ბახვი ჰესმა მოსახლეობასთან შეთანხმებული სოციალური პროგრამის საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში, არაფორმალური სახის სასწავლო ტრენინგ კურსის პროგრამა განაახლა. სიახლეა ის ფაქტი, რომ პროგრამა 2022 წლის შემოდგომიდან არა მხოლოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის საჯარო სკოლაში, არამედ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ჩხაკაურას ახლადგახსნილ საჯარო სკოლაშიც ტარდება. ტრენინგი უფროსკლასელთათვის, კერძოდ…
- 86
სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…