2022 წლის 19-20 ნოემბერს, ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭო და ოზურგეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სამცხე-ჯავახეთს, კერძოდ ახალქალაქს ესტუმრნენ, სადაც დაათვალიერესკავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის, CCEH-ის პორტფელში არსებული ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგური. პროექტი 2 ჰიდროელექტროსადგურისგან, „ახალქალაქი 1“ და „ახალქალაქი 2“, შედგება.მისი ინფრასტრუქტურა მდებარეობს  მდინარე ფარავანსა და მის მარჯვენა შენაკადზე, კორხისწყალზე.ახალქალაქის ჰიდროელქტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 9.1 მეგავატია, წლიური გამომუშავება კი 50 მილიონი კილოვატსაათი. ჰიდროელექტროსადგური 2022 წლის 5 ნოემბერს  ოფიციალურად გაიხსნა და კომერციული ოპერირება დაიწყო.

ახალქალაქი ჰიდროელექტროსადგურის  მენეჯმენტის წევრებმა „ბახვი ჰესის“ მრჩეველთა საბჭოს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნეს ჰესის მუშაობის პრინციპები.სტუმრებმა დაათვალიერეს ჰიდროელექტროსადგურის ინფრასტრუქტურა, სადაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნატურალიზირებული თევზსავალს და მისი ოპერირებისთავისებურებების გაცნობას. დღის მეორე ნახევარში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც, კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის დირექტორმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ფონდის ხედვა, მიზნები და სტრატეგია, ასევე, იმსჯელეს ფონდსა და მის პორტფოლიო პროექტებში არსებულ მიდგომებსა და სტანდარტებზე გარემოსდაცვით და სოციალური საკითხების მიმართ. ახალქალაქი ჰესის წარმომადგენლებმა კი დამსწრე საზოგადოებას გააცნეს პროექტის ფარგლებში გარემოსდაცვითი და სოციალური პროგრამა, მისი არსი და განხორციელების პოლიტიკა.

„დღეს, დიდი სიამოვნებით ვმასპინძლობთ  ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან სტუმრებს ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგურზე. გვსურდა, გვეჩვენებინა ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე სტანდარტებით აშენებული და სულ რაღაც 2 კვირის წინ ექსპლუატაციაში შესული სადგური „ბახვი ჰესის“ მრჩეველთა საბჭოსთვის და რეგიონში ყველაზე აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის. ერთხელ ნანახი ასჯერ მოსმენილს სჯობია ნამდვილად. ვფიქრობ, ახლა უფრო ცხადი იქნება დაინტერესებული მხარეებისთვის წარმოიდგინონ ჩვენს მიერ ბახვი ჰესის პროექტების განხილვებისას არაერთხელ ნახსენები დასავლური სტანდარტი და უმკაცრესი გარემოსდაცვითი და სოციალურ საკითხების მმართველობის პოლიტიკა, რომელსაც  ვიყენებთ თითოეულ პროექტში და რომელიც ჩვენი, ასე ვთქვათ, განმასხვავებელი ნიშანია“   _ განაცხადა ბახვი ჰესის დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა.

კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგი (CCEH) არის საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია, რომელიც დაარსდა 2015 წელს და წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. მისი პორტფელი მოიცავს როგორც მოქმედ ჰიდროელექტროსადგურებს („ლახამი ჰესი“, „ახალქალაქი ჰესი“, „ბახვი 3 ჰესი“, „აჭი ჰესი“ და „ინწობა ჰესი“) ასევე, წინასამშენებლო ეტაპზე არსებული პროექტებს („ბახვი 1“ და „ბახვი 2“ ჰიდროელექტროსადგურები). კომპანიისთვის განსაკუთრებულად მნიშნელოვანია პროექტების გარემოსდაცვითი და სოციალური ასპექტების სწორი და თანამედროვე მიდგომებით მართვა. სწორედ ამიტომ, საქმიანობის განხორციელებისას იყენებს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების – IFC-ისა და EIB-ს გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვის სტანდარტებს, რომელიც ფართოდ არის მიღებული და აღიარებულია დასავლური სამყაროს მიერ.

დაფინანსებული ფართი

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 100
     ბახვი ჰესის ტრენინგების ფარგლებში მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებს გიორგი სუხიტაშვილი ესტუმრა  2023 წლის 6 მაისს, მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებს მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი ეწვია. მოსწავლეებთან შეხვედრა ბახვი ჰესის სოციალური პროგრამის საგანმანათლებლო პროეტის ფარგლებში გაიმართა. სტუმარმა მოსწავლეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და ისაუბრა ისეთ თემებზე, როგორიცაა განათლების მნიშვნელობა, კარიერული განვითარება, პასუხისმგებლიანი მოქალაქეობა, წარმატების მიღწევის გზები. გიორგი სუხიტაშვილის სტუმრობის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა ქვეყანაში…
  • 100
    „ძალიან მნიშვნელოვანია გამჭირვალობა, ჩართულობა, თანამშრომლობა ყველა დაინტერესებულ მხარესთან“მდინარე ბახვისწყლის ხეობაში „ბახვი 1“ და „ბახვი 2“ ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. მომავალი წლიდან კი ჰესების მშენებლობა დაიწყება.ამისთვის ისინი 250 მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავენ რეგიონში. ათეული წლების მანძილზე, გაზეთი „ალიონი“ სხვა მედიასაშუალებებთან  ერთად აშუქებს ეკოლოგიურ პრობლემებს რეგიონში. ეს არის მდინარეების სუფსის,  ნატანების  ხეობებში ინერტული მასალების ბარბაროსული მოპოვების , ქვის კარიერების,…
  • 92
    ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა 2022 წლის 27 ოქტომბერს, ბახვი ჰესის მენეჯმენტის და კომპანიის ჰიდროენერგეტიკული პროექტების გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა. ბახვი ჰესის გენერალურმა დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა  მრჩეველთა საბჭოს გაუზიარა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ  ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის    გზშ-ს ანგარიში კომპანიამ 20 ოქტომბერს წარუდგინა გარემოს ეროვნულ სააგენტოს განსახილველად. კომპანია საჯარო…
  • 92
    ბახვი ჰესის კონკურსის ფარგლებში მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლების 19 მოსწავლე დაჯილდოვდა  დედამიწის დღესთან დაკავშირებით, რომელიც ყოველწლიურად 22 აპრილს  მსოფლიოს 190 ქვეყანაში აღინიშნება, ბახვი ჰესის ინიციატივით, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების, მთისპირისა და ჩხაკაურას საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის კონკურსი სახელწოდებით „დედამიწის დღე ყოველდღე“ წარმატებით  ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობა ორი სკოლის 81-მა მოსწავლემ მიიღო. დავალების თემა სახელწოდებით „დედამიწის დღე ყოველდღე“ სამ ასაკობრივ კატეგორიაში (I – IV,…
  • 91
    ეკოლოგია, კლიმატი, განახლებადი ენერგიები და უსაფრთხოება  - ბახვი ჰესის ტრენინგები განახლდა წელი2023წლის სექტემბრის თვიდან, შპს ბახვი ჰესისმიერ, ადგილობრივმოსახლეობასთან შეთანხმებული სოციალური პროგრამის  საგანმანათლებლო  პროექტების ფარგლებში, არაფორმალური სახის სასწავლო ტრენინგ კურსი მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებში განახლებულიპროგრამით დაიწყო. პროგრამას 2023 წლიდან დაემატა ისეთი საკითხები, როგორიცაა ინფორმაცია კლიმატის ცვლილების შესახებ და მისი მართვა, ეკოლოგია,  ბუნებრივი კატასტროფების ამოცნობის ნიშნები და  საჭირო უსაფრთხოების ზომების გატარება. გასულ წლებთან…

არ გამოტოვოთ