2022 წლის 20 დეკემბერს ანზორ ერქომაიშვილის სახელობის, ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში ბახვი ჰესის ინიციატივითსოფლების ჩხაკაურას, მთისპირის, უკანავას, ოქროსქედისა და ვანისქედის 13 წლამდე ბავშვებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა. პროგრამა ორი მოქმედებისგან შედგებოდა: პირველი ნაწილი დაეთმო საახალწლო კონცერტს, ხოლო მეორე ნაწილი ინტერაქტიული საახალწლო გართობებისგან შედგებოდა. ბავშვებისთვის წინა საახალწლო განწყობის შექმნაზე სპეციალურად მოწვეულმა თოვლის ბაბუებმა, ანიმაციური ფილმების პერსონაჟებმა, მომღერალ და მოცეკვავე ბავშვთა სტუდიებმა იზრუნეს. ღონისძიება განახორციელა ფოლკლორის ცენტრის მენეჯმენტმა ბახვი ჰესის დაკვეთი.
„გურიაში ახალ წელს ყოველთვის განსაკუთრებულად ელიან. დიდი თუ პატარა იწყებს საახალწლო სამზადისს, იმისათვის რომ ყველა ოჯახში ბედნიერად გააცილონ ძველი წელი და ახალი ემოციებით დახვდნენ ახალ წელს. ეს ბედნიერი დღეები განსაკუთრებით პატარებს ახარებთ, გვაბედნიერებს ის ფაქტი, რომ წელს ბავშვების წინასაახალწლო განწყობაზე ჩვენ ვიზრუნეთ. აუცილებლად დიდი მადლობა უნდა გადავუხადო მთისპირის და ჩხაკაურას საჯარო სკოლების დირექციას და მთისპირის საბავშვო ბაღის მენეჯმენტს, პედაგოგებს. მათი დახმარების გარეშე ნამდვილად გაგვიჭირდებოდა ამ ღონისძიებაზე ბავშვების ჩამოყვანა. უნდა აღვნიშნო, პედაგოგების მუდმივი ზრუნვა და მზაობა, ჩვენს მიერ ბავშვებისთვის დაგეგმილი ინიციატივების განხორციელებაში“ _ განაცხადა ბახვი ჰესის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მენეჯერმა, დავით კობერიძემ.
საახალწლო კონცერტის დასრულების შემდეგ თოვლის ბაბუამ ბავშვებს საჩუქრების სახით ტკბილეული დაურიგა.
საახალწლო ღონისძიება დაიგეგმა და განხორციელდა ბახვი ჰესის გარემოსდაცვითი და სოციალური პროგრამის ფარგლებში.
მსგავსი სტატიები
- 81
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 74
2022 წლის 19-20 ნოემბერს, ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭო და ოზურგეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სამცხე-ჯავახეთს, კერძოდ ახალქალაქს ესტუმრნენ, სადაც დაათვალიერესკავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის, CCEH-ის პორტფელში არსებული ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგური. პროექტი 2 ჰიდროელექტროსადგურისგან, „ახალქალაქი 1“ და „ახალქალაქი 2“, შედგება.მისი ინფრასტრუქტურა მდებარეობს მდინარე ფარავანსა და მის მარჯვენა…
- 70
2023 წლის 6 მაისს, მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებს მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი ეწვია. მოსწავლეებთან შეხვედრა ბახვი ჰესის სოციალური პროგრამის საგანმანათლებლო პროეტის ფარგლებში გაიმართა. სტუმარმა მოსწავლეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და ისაუბრა ისეთ თემებზე, როგორიცაა განათლების მნიშვნელობა, კარიერული განვითარება, პასუხისმგებლიანი მოქალაქეობა, წარმატების მიღწევის გზები. გიორგი სუხიტაშვილის სტუმრობის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა ქვეყანაში…
- 70
დედამიწის დღესთან დაკავშირებით, რომელიც ყოველწლიურად 22 აპრილს მსოფლიოს 190 ქვეყანაში აღინიშნება, ბახვი ჰესის ინიციატივით, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების, მთისპირისა და ჩხაკაურას საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის კონკურსი სახელწოდებით „დედამიწის დღე ყოველდღე“ წარმატებით ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობა ორი სკოლის 81-მა მოსწავლემ მიიღო. დავალების თემა სახელწოდებით „დედამიწის დღე ყოველდღე“ სამ ასაკობრივ კატეგორიაში (I – IV,…
- 70
სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…