ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კურორტ ბახმაროს გზაზე ულამაზესი სოფელი ჩხაკაურა გვხვდება. უნიკალურ მაღალმთიან ზონაში განლაგებული სოფელი სულ რაღაც 40-ამდე ოჯახს მოიცავს.
2022 წლის სასწავლო წლის დაწყებას, ჩხაკაურა განსაკუთრებით პოზიტიურად შეხვდა, რადგან სოფელში აშენდა თანამედროვე სტანდარტების სკოლა, სადაც დღესდღეობით 28 მოსწავლე ირიცხება. თითოეული მოსწავლისთვის, მნიშვნელოვანია განათლების შესაფერის გარემოში მიღება.
მიმდინარე სასწავლო წლის სწავლების პროცესს, ჩხაკაურას სკოლა ახალი კომპიუტერებით გააგრძელებს. სამი უახლესი კომპიუტერი, რომელიც კომპანია „ბახვი ჰესმა“ განახლებული სკოლისთვის შეიძინა, უკვე ახარებს მოსწავლეებს და ეხმარება მეტი ინფორმაციის მოძიებასა და მიღებაში.
_ „ჩვენ ვაგრძლებეთ ბახვი ჰესის სოციალური პროგრამის განათლების კომპონენტის შესრულებას. წელს ჩხაკაურას საჯარო სკოლაზეც გავრცელდა ჩვენი ის პროგრამები, რომელსაც მთისპირში ვახორციელებთ 2021 – 2022 სასწავლო წლიდან. ჩხაკაურას სკოლა ჩაერთო ჩვენს ტრენინგ პროგრამაში, რაც გულისხმობს უფროსკლასელების ცნოიერების ამაღლებას გარემოსდაცვით და განახლებადი ენერგიების მიმართულებით. ასევე, პროფსიულ ორიენტაციას იმ ეტაპზე, როცა მოსწავლე გადაწყვეტილებას იღებს, თუ როგორ დაგეგმოს მომავალი. ჩვენ სკოლა უზრუნველვყავით კომპიუტერებითაც. ძალიან გვახარებს ფაქტი, რომ ჩხაკაურის სკოლის მასწავლებლებს და მოსწავლეებს ექნებათ საშუალება საგაკვეთილო პროცესში გამოიყენონ კომპიუტერები და ამით უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახადონ სწავლის პროცესი“ _ განაცხადა „ბახვი ჰესის“ გარემოსდაცვისა და სოციალური პროექტების მენეჯერმა, დავით კობერიძემ.
_ „სასწავლო წელს სკოლის ახალ შენობაში შევხვდით, სკოლაში გვაქვს თანამედროვე კომპიუტერული ლაბორატორია, რომელიც საჭიროებდა კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვას. ამიერიდან, უკვე გვაქვს სამი ერთეული პერსონალური კომპიუტერი და ასევე საჭირო აქსესუარები, როგორიცაა ყურასასმენები თუ ხმის გამაძლიერებლები. ამ სიახლემ დიდი სიხარული გამოიწვია მოსწავლეებში, მათ უკვე გამოთქვეს სურვილი დაეუფლონ თანამედროვე კომპიუტერულ პროგრამებს. უკვე ერთი წელია აქტიურად ვთანამშრომლობთ ბახვი ჰესთან. ამ დროის განმავლობაში არაერთხელ ჩატარდა შეხვედრა სკოლის პედაგოგებთან და მოსწავლეებთან. ახალი სასწავლო წლიდან დაიწყო სასწავლო-სავალდებულო ტრენინგები მოსწავლეთათვის, რაც ხელს შეუწყობს მათი ცნობიერების ამაღლებას.“ _ განაცხადა ჩხაკაურას სკოლის დირექტორმა, ალა მარმა.
„ბახვი ჰესი“, გარემოს დაცვისა და სოციალური პროგრამების ფარგლებში ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტებს ოზურგეთში, კერძოდ, მთისპირის საჯარო სკოლის და ჩოხატაურში, ჩხაკაურას სკოლის მოსწავლეებისთვის.
დაფინანსებული ფართი
მსგავსი სტატიები
- 75
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 63
სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
- 61
1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
- 61
დედამიწის დღესთან დაკავშირებით, რომელიც ყოველწლიურად 22 აპრილს მსოფლიოს 190 ქვეყანაში აღინიშნება, ბახვი ჰესის ინიციატივით, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების, მთისპირისა და ჩხაკაურას საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის კონკურსი სახელწოდებით „დედამიწის დღე ყოველდღე“ წარმატებით ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობა ორი სკოლის 81-მა მოსწავლემ მიიღო. დავალების თემა სახელწოდებით „დედამიწის დღე ყოველდღე“ სამ ასაკობრივ კატეგორიაში (I – IV,…
- 60
2022 წლის 16 მარტს, ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის ოზურგეთის ოფისში (მ. კოსტავას 25, ოზურგეთი) პროექტის მენეჯმენტისა და გარემოს დაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო, ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის გარემოზე ზემოქმედების შეფასების საჯარო განხილვების შეჯამება, რომელიც თებერვალში ჩოხატაურში, სოფელ ჩხაკაურაში, ოზურგეთსა და სოფელ მთისპირში გაიმართა საქართველოს გარემოს…