40 დღე გავიდა პოეტის, საქართველოს მწერალთა კავშირის გურიის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ჯემალ დობორჯგინიძის გარდაცვალებიდან. გუშინ მისი დაბადების დღე იყო. 81 წლის გახდებოდა. დღეს, ოზურგეთის საკათედრო ტაძარში მისი სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღევლინა.

გაზეთ „ალიონის“ რედაქციას ჯემალ დეობორჯგინიძის მოსაგონარი მანანა ხაჯიშვილმა მიაწოდა:

„40 სევდიანი დღე

„პოეტმა ფეხით უნდა იაროს!/ პოეტს ყოველთვის უნდა სციოდეს“-ო ამბობდი და მარლაც…ის თითქმის არასდროს ჩერდებოდა ერთ ადგილას, წვიმაში, ქარში, დარში, ავდარში…(მისი ლექსების უმეტესობა გზაში დაიწერა!) სულ ვიღაცის თანაგრძნობის ნეკროლოგებს ბეჭდავდა… არ ყოფილა შემთხვევა ეს რომ გამოპარვოდა…ყველას პატივს მიაგებდა თავისებურად, ამ საქმეს საკუთარ მოვალეობად თვლიდა…

ბუნებით უშიშარი, ოპტიმისტი, არ ეპუებოდა ბედის გამოწვევებს, ტუმცა ტკივილები სულ-გულს უწვავდა, მაინც წინ მიიწევდა, სწამდა, რომ უფალი არ ტოვებდა განსაცდელში…კალამს თითქმის არასოდეს დებდა…

ეს იყო მისი წამალიც და შვებაც…

„გაცრეცილ სახეზე ჩამოსული ცრემლები უბეს უვსებდა“…

არცა ვარ როგორც კაჟი,

არც მაღალი მაქვს ერდო,

ჩემი სნეული ვაჟი

გადამირჩინე ღმერთო!“…

სიკვდილი არარად მიაჩნდა, მხოლოდ, სამშობლოს ტკივილი და სევდა თან დაჰყვებოდა მუდამ…

სამშობლო და დედა ერთნაირი სიყვარულით უყვარდა „ამის მოწმეა ღმერთი“…

იის გორამ მოიწყინა, შენი ბავშვობის და სიცოცხლის ბოლომდე შთაგონების ადგილმა..

„როს გამოსტაცებს ქარი, ვით ფოთოლს,

გადაყვითლებულს ზამთრის სიზმრები,

თმაში სიბერე ფანტელს რომ მოთოვს,

„დავუთმობ მაშინ ყრუ ტკივილს მკერდს და

შევემატები პაპის საძვალეს…

ჩემი გრძნობების, წყაროვ და დედავ,

ჩემო მამულო, შენ გენაცვალე!!!“

„მაღალ მთებიდან მამულს ვუგალობ“…

ახლა ზეციდან, უფრო დიდი სიმაღლიდან უგალობ შენს სათაყვანებელ საქართველოს „იადონო, მგალობელო, იადონო _გაიდონა!“

მანანა ხაჯიშვილი

 

 

 

 

 

 

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 77
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 77
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 76
    რას ფიქრობენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ დეპუტატობის კანდიდატები.რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…
  • 75
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 74
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…