დღეს ნინო თოიძის დაბადების დღეა. იგი 56 წლის გახდებოდა. არადა სულ 22 წლია იყო.

9 აპრილი განსაკუთრებული მოვლენა იყო ქართველი ერის ისტორიაში. რუსეთის იმპერიამ კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი სახე.ე.წ.„სსრკ“ ერთგვარი ფიქცია აღმოჩნდა. ამ დღეს თბილისში მომხდარი ხოცვა-ჟლეტა, ადამიანების მოწამვლა ქიმიური ნივთიერებების საშუალებებით, ადამიანების მიმართ მიმართული მძიმე დანაშაული იყო…9 აპრილს ჩვენი რეგიონიდან 2 ახალგაზრდა გოგო დაიღუპა. ლიხაურელი ნინო თოიძე და ხიდისთაველი ნატო გიორგაძე.

ნინო თოიძე ჩაის სუბტროპიკულ კულტურათა საკავშირო სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანების თანამშრომელი იყო.  მცირე ხნით რუსეთში სწავლობდა ინჟინერიის ფაკულტეტზე, რის შემდეგ სწავლა გააგრძელა თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში

1989 წლის 9 აპრილს ტრაგიკულად დაიღუპა თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო დემონსტრაციის დარბევის დროს. არსებული ინფორმაციით, იგი თითქმის ტოვებდა რუსთაველის გამზირს, დროსაც დაინახა, რომ მისი მეგობარი აზა ადამია რუსმა სამხედროებმა წააქციეს და ნიჩაბს ურტყამდნენ, მის დასახმარებლად გაიქცა და მასაც ჩაარტყეს თავში ნიჩაბი. დაკრძალეს 15 აპრილს სოფელ ლიხაურში.

2014  წლის 9 აპრილს, ტრაგიკული მოვლენებიდან 25 წლის თავზე საქართველოს პრეზიდენტმა ოჯახის წევრებს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი  გადასცა. 

დღეს კიდევ ერთი ლიხაურელის, ღირსეული მამულიშვილის, პროფესორ გიზო ჭელიძის დაბადების დღეა. მან 9 აპრილის მძიმე დღებში ეს ლექსი მიუძღვნა ნინო თოიძის ხსოვნას.

დღეს შენს სახელზე სანთლებს ანთებენ!

(ნინო თოიძის ხსოვნას)

ცრემლით გიტირო ისე მომინდა,
რომ არაფრის არ მაქვს რიდი,
შენ პირველი ხარ ჩემი სოფლიდან
ასე პატარა და ასე დიდი.
საუკუნეებს გაჰყვება კვნესა
შენებრ უმანკო ლამაზ გოგოთა,
შენ პირველი ხარ ჩვენი სოფლიდან,
ასე მძიმე რომ ზიდე გოლგოთა.
დღეს შენს სახელზე სანთლებს ანთებენ
ქვეყნის იმ მხარეს, ქვეყნის ამ მხარეს,
შენ პირველი ხარ ჩვენი სოფლიდან,
თბილისს შავი რომ ჩამოაფარე.
არ დაგვაცალეს _შენს საქორწინოდ
ყანწს ვიღებდე და გაქებ-გამკობდე.
შენს პირველი ხარ ჩემი სოფლიდან
საქართველო რომ გულში დაკოდე.
ცრემლით გიტირო ისე მომინდა,
რომ არაფრის არ მაქვს რიდი,
შენ პირველი ხარ ჩემი სოფლიდან
ასე პატარა და ასე დიდი.

გიზო ჭელიძე,
15 აპრილი, 1989 წელი.
(გაზეთი „ლეხოური“, 9 აპრილი, 1990 წ.) 

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 40
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 34
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 34
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 34
    რას ფიქრობენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ დეპუტატობის კანდიდატები.რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…
  • 33
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…