დღეს,  28 დეკემბერს 30 წელი შესრულდა ოზურგეთის ყოფილი უფროსის იური სიორიძის გმირული დაღუპვიდან.

რთული იყო  გასული საუკუნის 90-იანი წლები საქართველოში. 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის სამოქალაქო ომის შემდეგ ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ამ დროს ოზურგეთის პოლიციას გამოცდილი იურისტი იური სიორიძე ხელმძღვანელობდა. ბევრ ოზურგეთელს ახსოვს იმჟამინდელი პოლიციის წინ,სკვერში ასეულობით ოზურგეთელის წინ პოლიციის უფროსის სიტყვები: „ან წესრიგს დავამყარებთ ოზურგეთში,ან შევეწირები ამ ბრძოლას..“ მართლაც, ძალიან მალე,1992 წლის 28  დეკემბერს, მდ. ჩოლოქის პირას ბანდიდეტებთან ბრძოლას შეეწირა მისი სიცოცხლე. მასთან ერთად დაიღუპა მისი თანამებრძოლი, ოფიცერი ნუკრი სეფერთელაძე და მძიმედ დაიჭრა რამდენიმე პოლიციელი.

მისი და მისი თანამებრძოლების პატივსაცემად ყოფილი პოლიციის წინ, სკვერში გაკეთდა მემორიალი, დაიდგა მისი ბიუსტი.  სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვეს ვახტანგ გორგასლის მედლით. მისი სახელი მიენიჭა იმ ქუჩას, სადაც იგი ცხოვრობდა. ასევე მის მშობლიური სოფლის _კონჭკათის საჯარო სკოლას. ამ სკოლაში მოეწყო მისი სახელობის მუზეუმი.

რამდენიმე ხნის წინ ჩვენი გაზეთის არქივში მივაკვლიეთ ვ. ფატრიძის (ვაჟა ჭანუყვაძის) სტატიას, რომელიც იური სიორიძის ცხოვრების ადრეულ წლებს ეძღვნება. გთავაზობთ ამონარიდებს ამ წერილიდან:

„სურათზე თქვენ ხედავთ იური სიორიძეს. ხომ არ გეცნობათ? ბევრს ალბათ არც გაგიგონიათ მისი სახელი. ყველა ადამიანი ერთბაშად არ გამხდარა ცნობილი. მოვა დრო და ამ თავმდაბალ ახალგაზრდასაც უფრო მეტად გამოაჩენს მისი შრომა და საქმიანობა.

მაღალი, წარმოსადეგი ტანის ყმაწვილია იური. მასში დაკვირვებული კაცი ადვილად შეამჩნევს ფიზიკურ ძალასაც და იმ დიდ სულიერ გულკეთილობას, რომელიც ცისფერი თვალების სიღრმიდან გამოსჭვივის. იგი შეიყვარეს კონჭკათელმა მშრომელებმა და ახალგაზრდებმა საერთო საქმის ერთგულებისთვის, შრომისმოყვარეობისთვის, ნდობა გამოუცხადეს და საკოლმეურნეო პირველადი კომკავშირული ორგანიზაციის მდივნად აირჩიეს.

მას შემდეგ ერთი წელი გავიდა… ჩაუდგა თუ არა იური ახალგაზრდობას სათავეში, მუშაობაც გამოცოცხლდა. იგი პირადი მაგალითით უჩვენებს სხვებს, თუ როგორ უნდა საერთო საქმისთვის ბრძოლა, დადებული პირობების პირნათლად შესრულება.. თვით იურიმ, რომელსაც 0,5 ჰექტარი საყანე ფართობი ჰქონდა მოსავლელად გაპიროვნებული, ჰექტარზე გადაყვანით 75 ცენტნერი სიმინდი მოიყვანა.

შემდეგ კონჭკათელმა ახალგაზრდებმა საინტერესო ინიციატივის აღება გადაწყვიტეს _გამოუყენებელი არ დაეტოვებინათ არც ერთი ჰექტარი მიწის ფართობი. დაამუშავეს 3 ჰექტარი ყამირი და ნასვენი მიწა. მასზე დარგეს 1500 ძირი კაიფერას ჯიშის მსხლისა და 500 ძირი თუთის ნერგი… `კონჭკათში ახალი ძალით აჩქეფდა სპორტული მუშაობა,

რასაც ერთი მხრივ იმანაც შეუწყო ხელი, რომ თვით ახალგაზრდობის ხელმძღვანელია სპორტზე შეყვარებული. იური პირველთანრიგოსანი მოჭიდავეა. 1960 წელს დაიწყო სპორტის ამ სახეში მეცადინეობა და მალე საუკეთესო შედეგებსაც მიაღწია. იგი რაიონის მოჭიდავეთა ნაკრები გუნდის წევრია. ხშირად საუკეთესო

შედეგით გამოსულა რესპუბლიკურ შეჯიბრებებშიც..“ (გაზ. `ლენინის დროშა,15 აპრილი, 1962 წ. #46).

„იური სიორიძემ სწავლაშიც და სპორტშიც მალე დიდ წარმატებებს მიაღწია. თსუ-ს სტუდენტი საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების წევრი იყო და სოფლის სპორტსმენთა საკავშირო პირველობაზე უკვე სპორტის ოსტატის რანგში  ჩემპიონი გახდა. ამას არერთი გამარჯვება მოჰყვა თანაგუნდელებთან ერთად საერთაშორისო და  სხვადასხვა ტურნირზე.

„…იური სიორიძე  – ჩემი და ყველა ქართველის საუკეთესო მეგობარი და სპოტსმენი. კეთილშობილი პიროვნება.ოზურგეთის  სოფელ კონჭკათიდან გახლდათ. მაღალი სიმეტრიული აღნაგობის.ლამაზი შესახედაობის. მძიმე წონის კლასიკური სტილის მოჭიდავე .ერთად ვჭიდაობდით.სტუდქალაქშიც ვცხოვრობდით. მრავალი წელი სტუდქალაქის (5 500 სტუდენტი ცხოვრობდა იმჟამად.) გაერთიანებული სტუდენტთა საბჭოს თავმჯდომარე იყო. მე მე-12 კორპუსის სტუდსაბჭოს თავმჯდომარე ვიყავი. მრავალფეროვან ღონისძიებებს ატარებდა და სტუდენტურ ცხოვრებას მეტ ხალისს მატებდა. მოსიყვარულე ,თბილი ხასიათის ახალგაზრდა. იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. თბილისში მუშაობდა. შემდეგ თავის მშობლიურ რაიონის მახარაძის _ ოზურგეთის მილიციის უფროსი, პროკურორი,.. მიუხედავად ასეთი ძალოვანი სტრუქტურის მაღალჩინოსანი იყო, ყველა პატივს ცემდა და აფასებდა. ნაძირლების ბანდიტების დაპატიმრებისას ააფეთქეს,… და საქართველოს ულამაზესი სულის პატრონი ქართველი გამოაკლდა. ნათელში ამყოფოს მისი სული უფალმა.ამინ!“ _ასე იხსენებდა იური სიორიძეს მისი სტუდენტობის მეგობარი საქართველოს სამხედრო-სამედიცინო აკადემიის სამედიცინო სამსახურის გვარდიის პოლკოვნიკი იური გალდავა.

1992 წელს იგი საქართველოს ნაკრებთან ერთად თურქეთში დიდ საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრა. მისი თავკაცობით დამოუკიდებელი საქართველოს ნაკრებმა გუნდმა პირველ დიდ წარმატებას მიაღწია…იური სიორიძეს სახელობის საჭიდაო დარბაზში „ფალავანი“ არაერთი სახელოვანი მოჭიდავე აღიზარდა. გაიმართა იური სიორიძის სახელობის რესპუბლიკური მემორიალური ტურნირები, რომლის სტუმრები იყვნენ მისი მეგობრები _მსოფლიო და ევროპის არაერთგზის ჩემპიონები, არაერთ საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებული სახელოვანი სპორტსმენები.

შესანიშნავი მეუღლე_ქალბატონი ლამარა აროშიძე(ნათელი მის სულს), დიდი სიყვარულით შექმნილი ოჯახი. საუკეთესო შვილები _მერაბი და ზაზა, მათი ოჯახები.

მერაბი წლების მანძილზე ოზურგეთელი ახალგაზრდების ლიდერი იყო, შემდეგ სპორტის განვითარებას ხელმძღვანელობდა. გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს მან შექმნა დამოუკიდებელი რეგიონალური ტელეკომპანია „გურია,“ რომელმაც მალე დიდი აღიარება მოიპოვა. მერაბი დედაქალაქში გადასვლის შემდეგაც წარმატებით მოღვაწეობდა ბიზნესის სფეროში. სამწუხაროდ, დიდი ხანი ებრძოლა სენს,მაგრამ წელს, გაზაფხულის ბოლოს გარდაიცვალა.

ზაზა სიორიძე _წარმატებული ბიზნესმენი და ბანკირი. 1995-2000 წლებში იყო საქართველოს პარლამენტში ოზურგეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე. მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობისა, იგი მაქსიმალურად ცდილობდა დახმარებოდა საკუთარ რაიონს.

ასე იცხოვრა იური სიორიძემ, 30 წელი  გავიდა მისი ტრაგიკული დაღუპვიდან. წავიდა და დატოვა კარგი სახელი, ლამაზი ოჯახი და მაგალითი იმისა,თუ როგორ უნდა განვლოს ადამიანმა უფლის მიერ ნაბოძები ცხოვრების მონაკვეთი და თუ საჭირო გახდა, როგორ ღირსეულად დატოვოს წუთისოფელი.

 

 

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 84
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 77
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 76
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 75
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 74
    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება…